მალაქია 4:1
რადგან აჰა, მოდის დღე, თონესავით ავარვარებული, და ყველა ამპარტავანი და უკეთურობის მოქმედი ჩალა იქნება და გადაბუგავს მათ მომავალი დღე,” – ამბობს ცაბაოთ უფალი. – „ისე რომ არ შეარჩენს არც ძირს და არც რტოს.
2 მეფეთა 23:7
ახლოს მიმსვლელს რკინა უნდა ეჭიროს და შუბის ტარი, ცეცხლში ამოიბუგებიან ადგილზევე, სადაც ყრიან.”
ფსალმუნები 10:6
აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი.
ფსალმუნები 96:3
ცეცხლი იარება მის წინაშე და ედება ირგვლივ მის მტრებს.
მარკოზის 9:48-49
სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. ვინაიდან ყველა ცეცხლით დამარილდება და ყოველი მსხვერპლი მარილით დამარილდება.
ფსალმუნები 20:9
ცეცხლოვან თონეს დაამსგავსებ მათ, შენი გამოჩენის ჟამს; უფალი თავისი რისხვით დასწვავს, ცეცხლი შთანთქავს მათ.
ესაია 26:11
უფალო! აღმართულია შენი ხელი, ვერ კი ხედავენ; დაინახავენ შენს შურს ერის მიმართ და შერცხვებათ, და ცეცხლი შეჭამს შენს შემჭირვებელთ.
ეზეკიელი 5:4
და მათგან აიღე კიდევ და ჩაყარე ისინი ცეცხლში და დაწვი ისინი ცეცხლში და გამოვა იქიდან ცეცხლი მთელ ისრაელის სახლზე.
დანიელი 11:33
ჩემი ხალხიდან განბრძნობილნი კი მრავალთ შთააგონებენ, თუმცა კი ერთხანს ევნებიან მახვილით, ცეცხლით, ტყვეობითა და ძარცვით.
ნაუმი 3:15
იქ შეგჭამს ცეცხლი, გაგწყვეტს მახვილი; შეგჭამს, როგორც კალია. შექუჩდი კალიასავით, მოზღვავდი ბოცომკალივით.
ეზეკიელი 23:25
და მოვაწევ ჩემს შურს შენზე და მოგექცევიან შენ რისხვით, ცხვირს და ყურებს მოგაცლიან და შენი შემდგომი მახვილით დაეცემა. შენს ძეთ და შენს ასულთ წაიყვანენ და შენს შემდგომს ცეცხლი შეჭამს.
ესაია 42:25
და გადმოღვარა მასზე თავისი რისხვა და ომის სასტიკება, და ცეცხლი შემოუნთო ირგვლივ. მაგრამ ვერ მიხვდა და სწვავდა მას, გულისხმაში ვერ ჩავარდნილიყო.
იაკობის 5:3
თქვენი ოქრო და ვერცხლი დაჟანგდა. მათი ჟანგი იქნება მოწმობა თქვენს წინააღმდეგ, და თქვენს ხორცს ცეცხლივით შეჭამს იგი. დაუნჯებული გაქვთ განძი უკანასკნელი დღეებისათვის.
ესაია 1:31
და ძლიერი ძენძად იქცევა, და მისი ნაკეთობა – ნაპერწკლად, და ორივე ერთად დაიწვება, და არავინ იქნება ჩამქრობი.
ფსალმუნები 77:63
მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა, და მისმა ქალწულებმა ვერ მოისმინეს საქორწილო სიმღერა.
რიცხვნი 16:35
და ცეცხლი გამოვიდა უფლისაგან და შთანთქა ეს ორას ორმოცდაათი კაცი, რომელთაც მიიტანეს საკმეველი.
იობი 1:16
ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და თქვა :„ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ზეციდან და გადაბუგა ცხვარი და მსახური ბიჭები და შთანთქა ისინი. მეღა გადავრჩი შენთვის ამბის მომტანი.”
იობი 20:26
მთელი წყვდიადი მის საგანძურად შეინახება. შეჭამს მას დაუნთებელი ცეცხლი, და ეწევა სიავე მისი კარვის ნატამალს.
ფსალმუნები 139:10
ნაკვერჩხალი დაეფრქვეთ ზემოდან, ცეცხლში ჩაიტანოს ისინი, ღრმა ორმოში, რომ ვეღარ წამოდგნენ.
ეზეკიელი 24:10
გაამრავლე ხეები, დაანთე ცეცხლი, ჩახარშე ხორცი, აურიე ნახარში და ძვლებიც ჩაიწვება.
დანიელი 7:11
მაშინ ვიხილე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ, მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად.
ესაია 47:14
ბზესავით გახდნენ, ცეცხლმა დაწვა ისინი, ვერ იხსნეს საკუთარი თავი ალისაგან, არ დარჩა ნაკვერცხალი გასათბობად, ცეცხლი – მის წინ ჩამოსაჯდომად.
გამოსვლა 21:25
დაწვა დაწვის წილ, წყლული წყლულის წილ, ჭრილობა ჭრილობის წილ.
ლევიანნი 21:9
„‘თუ მღვდლის ასული წაიბილწავს თავს მრუშობით, თავისი მამის წამბილწველია – ცეცხლში დაიწვას იგი.
დაბადება 38:24
და სამი თვის შემდეგ ეუწყა იუდას: „იბოზა შენმა რძალმა თამარმა და ორსულად არის იგი.” და თქვა იუდამ: „გამოიყვანეთ, რათა დაიწვას.”
მათეს 17:15
და უთხრა: „უფალო, შეიწყალე ჩემი ძე, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, ვინაიდან წარამარა ცეცხლში და წარამარა კიდევ წყალში ვარდება.”
იგავნი 25:22
რადგან ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე და უფალი მოგიზღავს შენ.
რომაელთა 12:20
ამიტომ, თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი; თუ სწყურია, დაალევინე. ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერცხლებს აგროვებ მის თავზე.
1 კორინთელთა 13:3
მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არაფრად ვევარგები.
გამოცხადება 18:8
ამიტომ ერთ დღეს მოვა მისი წყლულები და სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვება ცეცხლში, რადგან ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას.