იესო ნავეს ძე 24:19
უთხრა იეშუამ ხალხს: „ვერ შეძლებთ უფლის მსახურებას, რადგან წმიდა ღმერთია იგი – ეჭვიანი ღმერთია, არ გაპატიებთ დანაშაულსა და ცოდვებს.
3 მეფეთა 5:3
„შენ იცი, რომ ვერ შეძლო მამაჩემმა, დავითმა უფლის, თავისი ღმერთის სახელზე სახლის აშენება, რადგან სულ ომში იყო ჩაბმული, ვიდრე უფალმა ფეხის ტერფით არ დაათრგუნინა მტრები.
3 მეფეთა 8:11
და ვეღარ შეძლეს მღვდლებმა მსახურებისთვის დგომა ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ აავსო უფლის სახლი.
რომაელთა 8:3
ვინაიდან, რაკი ვერ შეძლო ხორცის მეშვეობით დაუძლურებულმა რჯულმა, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებაში და ცოდვის გამო მსჯავრი დასდო ცოდვას ხორცში,
რომაელთა 8:7-8
იმიტომ, რომ ხორციელი ფიქრები ღვთის მტრობაა; ვინაიდან არ ემორჩილება ღვთის რჯულს და არც შეუძლია. ამიტომ, მათ, რომლებიც ხორცში არიან, არ ძალუძთ ასიამოვნონ ღმერთს.
ლუკას 13:24
„ძალ-ღონე არ დაიშუროთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან; რადგან, გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას, მაგრამ ვერ შეძლებს.
რომაელთა 5:6
რადგან ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, განსაზღვრულ დროს მოკვდა უღმრთოთათვის.
ლუკას 14:26-27
„თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ თავსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე. ვინც თავის ჯვარს არ იტვირთავს და ისე არ გამომყვება, ჩემი მოწაფე ვერ გახდება.
იოანეს 6:44
არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ მამამ, ჩემმა მომავლინებელმა არ მოიყვანა; და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
იოანეს 15:4-5
დარჩით ჩემში, მე კი თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თავისით, თუ ვაზზე არ დარჩა, ასევე თქვენც – თუ არ დარჩებით ჩემში. მე ვაზი ვარ, თქვენ კი – ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ.
გამოცხადება 3:8
ვიცი შენი საქმენი; აჰა, მოგეცი შენს წინაშე ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს; მცირე ძალა გაქვს, მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი.
რომაელთა 7:18
ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ მკვიდრობს კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება – არა!