ხალხი იესოს გარშემო – ბიბლიური ციტატები

ლუკას 14:25
მივიდა მასთან დიდძალი ხალხი და ის მიუბრუნდა მათ და უთხრა:

მარკოზის 5:24
და წაჰყვა მას. და აედევნა დიდძალი ხალხი და ზედ აწყდებოდნენ.

მათეს 12:23
და გაკვირვებული იყო მთელი ხალხი და ამბობდა: „ნუთუ ეს დავითის ძეა?“

მათეს 7:28-29
და როდესაც იესომ დაასრულა ეს სიტყვები, ხალხი გაოცებული იყო მისი მოძღვრებით, რადგან იგი ასწავლიდა მათ, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობარნი.

მარკოზის 10:1
და ადგა და წავიდა იუდეის მხარეში, იორდანეს გაღმა. და კვლავ მოგროვდა მასთან ხალხი და, ჩვეულებისამებრ, კვლავ ასწავლიდა მათ.

მათეს 4:25
და აედევნა მას დიდძალი ხალხი გალილეიდან და ათქალაქიდან, იერუსალიმიდან და იუდეიდან და იორდანეს გაღმიდან.

მათეს 8:1
ხოლო როდესაც მთიდან ჩამოდიოდა, დიდძალი ხალხი მისდევდა უკან.

მარკოზის 11:18
და გაიგონეს მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ გზას, როგორ დაეღუპათ იგი, რადგან ეშინოდათ მისი, რაკი მთელი ხალხი განცვიფრებული იყო მისი მოძღვრებით.

მათეს 9:8
ამის შემყურე ხალხს უკვირდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ხელმწიფება მისცა ადამიანებს.

მათეს 15:30-31
და მივიდა მასთან დიდძალი ხალხი. თან ჰყავდათ კოჭლები, ბრმები, მუნჯები, ხეიბრები და მრავალი სხვა. დასხეს მის ფეხთით და მან განკურნა ისინი. ისე რომ, უკვირდა ხალხს, როცა ხედავდა, რომ მუნჯები ლაპარაკობდნენ, ხეიბრები გამოჯანსაღდნენ, კოჭლები დადიოდნენ და ბრმები ხედავდნენ. და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.

მათეს 14:13
ხოლო როდესაც გაიგო იესომ, წავიდა იქიდან ნავით და ერთ უდაბურ ადგილას განმარტოვდა. და როდესაც ეს ხალხმა გაიგო, ფეხით გაედევნა მას ქალაქებიდან.

მათეს 19:2
დიდძალი ხალხი მისდევდა მას და კურნავდა იგი მათ იქ.

მარკოზის 2:12
და ადგა იგი, მყისვე აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას თვალწინ. ყველა განცვიფრდა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „არასოდეს გვინახავს მსგავსი რამ.“

მათეს 9:33
და როცა ეშმაკი განდევნა, მუნჯმა ენა ამოიდგა. და უკვირდა ხალხს და ამბობდა: „ასეთი რამ არასოდეს მომხდარა ისრაელში.“

იოანეს 6:2
დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა მას, რადგან იხილეს სასწაულები, რომლებსაც ის ახდენდა სნეულებზე.

ლუკას 13:17
როდესაც ამას ამბობდა, ყველა მის მოწინააღმდეგეს რცხვენოდა; ხოლო მთელი ხალხი ხარობდა მის მიერ ქმნილ დიდებულ საქმეთა გამო.

Close
Close