წყურვილი ბიბლიის მუხლები

ნეემია 9:15
მიეცი პური ზეციდან შიმშილის დასაცხრომად და კლდიდან წყალი გადმოუდინე წყურვილის მოსაკლავად; უთხარი, რომ შესულიყვნენ და დაემკვიდრებინათ მიწა, რომელიც ფიცით გქონდა მათთვის აღთქმული.

ფსალმუნები 76:15-16
კლდენი გააპო უდაბნოში და მისცა მათ წყალი, თითქოს ღრმა წყლის წყაროებიდან. ნაკადები გადმოადინა კლდისგან და მდინარეებივით წამოვიდნენ წყლები.

ფსალმუნები 106:4-9
გზა აებნათ უკაცრიელ უდაბნოში, ვერ პოულობდნენ ქალაქს, სადაც უნდა დამკვიდრებულიყვნენ. მშიერ-მწყურვალნი იყვნენ, დაუძლურდა მათი სული. მაშინ შეჰღაღადეს უფალს თავიანთ უბედურების ჟამს და გაჭირვებიდან იხსნა ისინი. დააყენა სწორ გზაზე, რომ მისულიყვნენ ქალაქში, სადაც უნდა დამკვიდრებულიყვნენ. დაე, მადლობდნენ უფალს წყალობისთვის, საოცრებათათვის ადამის ძეთა მიმართ. რადგან მწყურვალი სული გააძღო და მშიერი სული სიკეთით აავსო.

ესაია 41:17-18
ჩაგრულნი და გაჭირვებულნი წყალს ეძებენ და არ არის; წყურვილისგან უშრებათ ენა. მე, უფალი, ვუპასუხებ და ისრაელის ღმერთი, არ მივატოვებ. 18 კლდეებიდან გადმოვადენ მდინარეებს და შუაგულ მინდვრებში წყაროებს გავაჩენ, უდაბნოს წყალსატევად ვაქცევ და გვალვიან მიწას – წყაროებით ავავსებ.

ესაია 12:2-3
აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა; მას მივენდობი და არ შევშინდები, რადგან უფალი ღმერთია ჩემი ძალა და სიმღერა. ის გახდა ჩემი გადარჩენა”. ამიტომ სიხარულით ამოხაპავთ წყალს გადარჩენის წყაროებიდან.

ესაია 35:6-7
ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება, რადგან უდაბნოში წყალი ამოხეთქავს და ტრამალზე – ნაკადულები. ტბად იქცევა ხრიოკი, წყლის ნაკადულებად – მოწყურებული მიწები, ტურების ბუნაგი ლერწმითა და ლელქაშით დაიფარება.

ესაია 58:11
მუდამ წინ წაგიძღვება უფალი, გვალვებში სურვილს დაგიკმაყოფილებს, ძვლებს გაგიმაგრებს და იქნები მორწყული ბაღივით და წყაროსავით, რომლის წყლებიც არ გამოილევა.

1 კორინთელთა 10:3-4
ყველანი ჭამდნენ ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს და ყველანი სვამდნენ ერთსა და იმავე სულიერ სასმელს, ვინაიდან სვამდნენ სულიერი კლდიდან, რომელიც თან დაჰყვებოდა მათ; ხოლო ის კლდე იყო ქრისტე.

იოანეს 4:7-14
მოვიდა სამარიელი დედაკაცი წყლის ამოსაღებად. უთხრა იესომ: „წყალი დამალევინე,” რადგან მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმლის საყიდლად. სამარიელმა დედაკაცმა უთხრა: „შენ, იუდეველი, სამარიელ დედაკაცს როგორ მთხოვ, დამალევინეო? იუდევლებს ხომ ურთიერთობა არა აქვთ სამარიელებთან”. უპასუხა იესომ: „შენ რომ იცოდე ღვთის საჩუქარი და ის, თუ ვინ გთხოვს, წყალი დამალევინეო, შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს”. უთხრა დედაკაცმა: „ბატონო, არც ჭურჭელი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდან გაქვს ცოცხალი წყალი? ნუთუ შენ ჩვენს მამა იაკობზე მეტი ხარ, რომელმაც მოგვცა ეს ჭა და აქედან სვამდა თვითონაც, მისი ძენიც და მისი საქონელიც?” მიუგო იესომ და უთხრა მას: „ყველას, ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება. ხოლო ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს”.

იოანეს 6:35
უთხრა მათ იესომ: „მე ვარ სიცოცხლის პური. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასდროს მოსწყურდება.

იოანეს 7:37
დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შესძახა და თქვა: „თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს;

იოანეს 7:38-39
ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, ცოცხალი წყლის მდინარეები იდინებენ მისი მუცლიდან”. ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, რადგან ჯერ არ იყო მოცემული სული, რაკი ჯერ არ განდიდებულიყო იესო.

გამოცხადება 22:17
სული და სასძლო ამბობენ: „მოდი!” გამგონემაც თქვას: „მოდი!” მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი.

Close
Close