წყარო მეტაფორულად ბიბლიური ციტატები

ესაია 35:7
ტბად იქცევა ხრიოკი, წყლის ნაკადულებად – მოწყურებული მიწები, ტურების ბუნაგი ლერწმითა და ლელქაშით დაიფარება.

დაბადება 49:22
ნაყოფიერი ვაზია იოსები, ნაყოფიერი ვაზი წყლისპირთან, გალავანზეა გასული მისი ლერწები!

იგავნი 10:11
მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, ბოროტეულთა პირს კი ძალადობა დაფარავს.

იერემია 9:1
„ვინ მისცემს ჩემს თავს წყლებს და ჩემს თვალებს ცრემლის ნაკადებს? დღე და ღამე ვიტირებდი ჩემი განგმირული ხალხის ასულისთვის!

ზაქარია 13:1
იმ დღეს იქნება, რომ გაიღება წყარო დავითის სახლისთვის და იერუსალიმის მკვიდრთათვის, ცოდვისა და უწმინდურებისგან განსაბანად.

იერემია 2:13
„რადგან ორი ბოროტება ჩაიდინა ჩემმა ხალხმა: მე, ცოცხალი წყლების წყარო, მიმატოვეს და ამოკვეთეს თავიანთთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.

ფსალმუნები 35:9
რადგან შენ გაქვს სიცოცხლის წყარო, შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.

იერემია 17:13
ო, უფალო, ისრაელის იმედო, ვინც მიგატოვებს, ყველა შერცხვება; შენგან განდგომილნი მიწის მტვერში ჩაიწერებიან, რადგან მიატოვეს უფალი, ცოცხალი წყლის წყარო.

იოანეს 4:10
უპასუხა იესომ: „შენ რომ იცოდე ღვთის საჩუქარი და ის, თუ ვინ გთხოვს, წყალი დამალევინეო, შენ თვითონ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს”.

გამოცხადება 21:6
და მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაწყისი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის სათავიდან.

იოველი 3:18
იმ დღეს იქნება: მთები ტკბილ ღვინოს გამოიღებენ, ბორცვებზე კი რძე გადმოდინდება. წყალი იდინებს იუდას ყოველ ხევში, წყარო გამოვა უფლის სახლიდან და მორწყავს შიტიმის ველს.

ფსალმუნები 86:7
ყველა მომღერალი და მოცეკვავე იტყვის: ჩემი წყარო შენშია იერუსალიმო.

ესაია 49:10
არც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ და არც პაპანაქება მზე დალახვრავს, რადგან მათი შემბრალებელი წარუძღვება მათ და წყლის ნაკადულებთან მიიყვანს.

გამოცხადება 7:17
ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროსკენ გაუძღვება; და ღმერთი მოსწმენდს ცრემლს მათ თვალთაგან”.

იოანეს 4:14
ხოლო ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს”.

ფსალმუნები 83:6
ხრიოკ ველზე გავლისას წყაროს აღმოაჩენენ და კურთხევით დაფარავს მათ შემოდგომის წვიმა.

იგავნი 16:22
გონიერება სიცოცხლის წყაროა მისი პატრონისთვის, უგუნურთა შეგონება კი სისულელეა.

იგავნი 18:4
კაცის პირის სიტყვები ღრმა წყლებია, სიბრძნის წყარო – მოჩუხჩუხე ნაკადული.

2 პეტრეს 2:17
ესენი არიან დამშრალი წყაროები და ქარიშხლის მიერ დევნილი ღრუბლები; საუკუნო წყვდიადია მათთვის გამზადებული.


მსგავსი თემები:

მეტაფორები        პირველნაყოფები მეტაფორულად       სვეტები მეტაფორულად        დარგვა მეტაფორულად       ხვნა მეტაფორულად       ხეები მეტაფორულად        ღვინო მეტაფორულად

Close
Close