ფსალმუნები 118:163
მძულს და მძაგს სიცრუე, შენი რჯული კი მიყვარს.
იგავნი 13:5
მართალს სძულს ცრუ სიტყვა, უკეთური კი სამარცხვინოდ და უღირსად იქცევა.
სოფონია 3:13
აღარ ჩაიდენს უსამართლობას ისრაელის ნატამალი, აღარ იცრუებს და აღარ იქნება მათ ბაგეებში მზაკვარი ენა; მოძოვენ და დაისვენებენ, აღარავინ შეაშინებს მათ.
ფსალმუნები 39:4
ნეტარია კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს და არ მიმართავს ამაყებს და სიცრუის მოყვარულებს.
ფსალმუნები 100:7
ვერ დამკვიდრდება ჩემს სახლში სიყალბის მქმნელი; ტყუილის მოლაპარაკე ვერ დაფუძნდება ჩემს თვალწინ.
ფსალმუნები 118:29
სიცრუის გზა განმაშორე და შენი რჯულისამებრ შემიწყალე.
იგავნი 30:8
ამაოება და ტყუილი განმაშორე, ნურც სიღარიბეში ჩამაგდებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ; ჩემი სამყოფი პურით გამომკვებე,
მსგავსი თემები: