წმინდანები ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 1:2
ღმერთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, ქრისტე იესოში განწმედილებს და მოწოდებულ წმიდანებს, ყველასთან ერთად, ვინც მოუხმობს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელს, ყველგან – მათთან თუ ჩვენთან:

მეორე რჯული 7:6
რადგან წმიდა ხალხი ხარ შენ უფლისთვის, შენი ღმერთისთვის; და ამოგარჩია უფალმა, შენმა ღმერთმა, რომ მისი სამკვიდრო იყო მისთვის ყველა ერს შორის, მთელ დედამიწის ზურგზე.

რომაელთა 1:7
ყველას, ვინც რომში იმყოფებით, ღვთის საყვარლებს, მოწოდებულ წმიდანებს: მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისაგან და უფალ იესო ქრისტესაგან.

1 კორინთელთა 14:33
ვინაიდან ღმერთი უწესრიგობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობის, როგორც წმიდანთა ყველა ეკლესიაში.

ებრაელთა 10:10
სწორედ ამ ნებით ვართ ჩვენ განწმედილნი – იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით.

ფსალმუნები 83:8
მე კი მოვისმენ თუ რას იტყვის უფალი ღმერთი; რადგან მშვიდობას იტყვის თავის ხალხზე, თავის წმიდანებზე და აღარ მიუბრუნდებიან სიბრიყვეს ღვთისმოსავნი.

ფსალმუნები 33:9
გეშინოდეთ უფლის, წმიდანნო მისნო, რადგან არაფერი მოაკლდება მის მოშიშთ.

ფსალმუნები 131:9
სიმართლით შეიმოსონ შენი მღვდელნი და შენმა წმიდანებმა სიხარულით იყიჟინონ.

რომაელთა 8:26-27
ასევე სულიც გვეხმარება ჩვენს უძლურებაში; ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით. ხოლო გულთამხილავმა იცის, რა არის სულის ზრახვა, იმიტომ, რომ იგი ღვთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის.

რომაელთა 16:15
მოიკითხეთ ფილოლოგოსი და იულია, ნირეასი და მისი და, ოლიმპასი და მათთან მყოფი ყველა წმიდა.

ფილიპელთა 4:21-22
მოიკითხეთ ყოველი წმიდანი ქრისტე იესოს სახელით. მოგიკითხავენ ჩემთან მყოფი ძმები. მოგიკითხავთ ყველა წმიდა, უფ­რო მეტად კი კეისრის სახლე­ულიდან.

კოლოსელთა 1:25-26
რომლის მსახურიც გავხდი მე, ღვთის განგებით, თქვენთვის რომ მომეცა, რათა აღვასრულო ღვთის სიტყვა, ეს არის საიდუმლო, რომელიც დაფარული იყო საუკუნეებისა და თაობებისგან, და ახლა გაემხილათ მის წმიდებს,

1 ტიმოთეს 5:10
თავისი კარგი საქმეებით ცნობილნი, შვილები რომ გამოუზრდია, მწირთათვის უმასპინძლია, ფეხები უბანია წმიდათათვის, გაჭირვებულებს დახმარებია და ყოველგვარ კეთილ საქმეს მიჰყოლია.

საქმეები 9:32
ერთხელ, ყველა ადგილი რომ შემოიარა, პეტრე ლიდაში მცხოვრებ წმიდებთანაც მივიდა.

ეფესელთა 1:1
პავლე, იესო ქრისტეს მოციქული ღვთის ნებით, ეფესოში მყოფ წმიდანებს და ერთგულებს იესო ქრისტეში:

კოლოსელთა 1:2
კოლოსეში მყოფ წმიდანებს და მორწმუნე ძმებს ქრისტეში. მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.

ეფესელთა 5:3-4
ოღონდ სიძვა, ყოველგვარი უწმიდურება და ანგარება აღარ იხსენებოდეს თქვენ შორის, როგორც წმიდათ შეშვენით. ასევე არ შეგფერით ბილწსიტყვაობა, ლაქლაქი და დაცინვა, არამედ, პირიქით, მადლიერება,

რომაელთა 16:2
რათა მიიღოთ იგი უფალში, როგორც წმიდანებს შეეფერება, და დაეხმაროთ ყველაფერში, რაც თქვენთან დაჭირდება, ვინაიდან ისიც ბევრის შემწე იყო და პირადად ჩემიც.

ეფესელთა 4:1-3
ამიტომ გემუდარებით, მე, პატიმარი უფალში, მოიქცეთ იმ მოწოდების ღირსად, რომელშიც მოგიწოდეს. მთელი თავმდაბლობით, თვინიერებითა და სულგრძელობით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში, ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით.

2 პეტრეს 3:10-11
ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა, და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული საწყისები დაიშლებიან, დედამიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, დაიწვებიან. თუკი ყველაფერი ასე დაირღვევა, თქვენ როგორიღა სიწმიდე გმართებთ ქცევასა და ღვთისმოსაობაში?

გამოცხადება 13:10
ვისაც ტყვე მიჰყავს, თვითონაც ტყვედ წავა; ვინც მახვილით ჰკლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება. ამაშია წმიდათა მოთმინება და რწმენა.

გამოცხადება 14:12
აქაა წმიდანთა მოთმინება, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას.

რომაელთა 12:12-13
იმედით იხარეთ, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – მდგრადნი. მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებაში, ესწრაფეთ სტუმართმოყვარეობას.

ფსალმუნები 36:28
რადგან სამართლის მოყვარულია უფალი და არ მიატოვებს მის ერთგულებს – სამარადისოდ დაცულნი იქნებიან; ბოროტთა ნაშიერი კი ამოწყდება.

ფსალმუნები 30:23
შეიყვარეთ უფალი, ღვთისნიერნო მისნო; ერთგულს იცავს უფალი და მრავალგზის მიუზღავს ამაყებს.

დანიელი 7:18
მაგრამ უზენაესის წმინდანები მიიღებენ სამეფოს და სამუდამოდ დაიმკვიდრებენ მას, უკუნითი უკუნისამდე”.

მათეს 27:52
სამარხები გაიხსნა და მრავალი მიძინებული წმიდანის სხეული აღდგა.

1 კორინთელთა 6:2
ნუთუ არ იცით, რომ წმიდანები განიკითხავენ წუთისოფელს? ხოლო თუ თქვენგან განიკითხება წუთისოფელი, განა მცირე საქმეთა განკითხვის ღირსნი არა ხართ?

კოლოსელთა 1:12
ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც წმიდათა მემკვიდრეობის მონაწილეობის ღირსი გაგვხადა სინათლეში,

Close
Close