წმინდა წერილის უცდომლობა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 118:160
ჭეშმარიტია შენი სიტყვა დასაბამიდან და მარადიულია შენი სამართლიანი სამართალი.

მათეს 5:17-18
არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა, არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება.

იგავნი 30:5
ღმერთის ყოველი სიტყვა ნაცადია; ფარია იგი მათთვის, ვინც მას შეეფარება.

ფსალმუნები 118:151
მაგრამ შენ ახლოს ხარ უფალო და ყოველი მცნება შენი ჭეშმარიტებაა.

იოანეს 17:17
განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით; შენი სიტყვაა ჭეშმარიტება.

ფსალმუნები 11:6
უფლის სიტყვები წმიდა სიტყვებია, მიწის ქურაში გაწმედილი ვერცხლი, შვიდჯერ გადახალისებული.

ფსალმუნები 17:30
უმწიკვლოა ღმერთის გზა, ხალასია სიტყვა უფლისა; ფარია იგი ყველასთვის, ვინც მას შეეფარება.

მათეს 22:41-46
ფარისევლები რომ შეიკრიბნენ, ჰკითხა მათ იესომ: „რას ფიქრობთ ქრისტეზე? ვისი ძეა იგი?” მათ უთხრეს: „დავითისა”. უთხრა მათ: „მაშ როგორღა უწოდებს სულით დავითი მას უფალს, როცა ამბობს: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობდე მტრებს. თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა არის მისი ძე?” და ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის შებრუნება; იმ დღიდან მოყოლებული ვერც კითხვის დასმას უბედავდა ვინმე.

იოანეს 10:35
თუ ღმერთები უწოდა მათ, ვის მიმართაც ღმერთის სიტყვა იყო მიმართული და წერილი არ ირღვევა,

გალატელთა 3:16
ხოლო ეს აღთქმანი აბრაჰამსა და მის თესლს ეთქვა. არ თქმულა: „შენს თესლთ” – როგორც მრავალზე ითქმის, არამედ როგორც ერთზე: „შენს თესლს”, რომელიც არის ქრისტე.

მათეს 22:23-33
იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას: „მოძღვარო! მოსემ თქვა: თუ ვინმე უშვილოდ მოკვდეს, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და თავის ძმას შთამომავლობა აღუდგინოსო. ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა, შთამომავალი არ ჰყავდა და თავისი ცოლი ძმას დაუტოვა. ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე. ბოლოს ქალიც მოკვდა. ჰოდა, აღდგომას იმ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა”. მიუგო იესომ მათ პასუხად: „ცდებით, რადგან არც წერილები იცით და არც ღმერთის ძალა. ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ღმერთის ანგელოზები ცაში. ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუთუ არ წაგიკითხავთ ღმერთისგან თქვენთვის თქმული: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა? ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა”. ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება.

იგავნი 30:5-6
უფლის ყოველი სიტყვა სარწმუნოა; იგი ფარია მის მოიმედეთათვის. ნურას მიუმატებ მის სიტყვებს, თორემ გამხილებს და მატყუარა გამოხვალ.

მათეს 4:4
იესომ მიუგო პასუხად: „დაწერილია, არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღმერთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით”.

ფსალმუნები 18:9
შიში უფლისა წმიდაა, მარადიული. უფლის განსჯანი ჭეშმარიტია, ყველა სამართლიანია.

Close
Close