იონა 3:4
ერთი დღე იარა იონამ ქალაქში; ქადაგებდა და ამბობდა: „კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე!”
3 მეფეთა 16:7
წინასწარმეტყველ იეჰუ ხანანის ძის მეშვეობით ეუწყა უფლის სიტყვა ბაყაშას და მის სახლეულს, ყველა იმ ბოროტების შესახებ, რომელიც ჩაიდინა უფლის თვალში, რათა განერისხებინა ღმერთი თავისი ქცევით, გამხდარიყო იერობყამის სახლივით და განადგურებულიყო.
ეზეკიელი 38:17
ასე ამბობს უფალი ღმერთი: განა ის არა ხარ, ვისზეც გარდასულ დღეებში მითქვამს ჩემი მსახურების, ისრაელის წინასწარმეტყველების პირით, რომლებიც იმ დღეებში წინასწარმეტყველებდნენ, რომ მოგიყვანდი მათ წინააღმდეგ?
4 მეფეთა 17:13
აფრთხილებდა უფალი ისრაელსა და იუდას, ყველა თავისი წინასწარმეტყველისა და მჭვრეტელის მეშვეობით, ეუბნებოდა: „მობრუნდით თქვენი ბოროტი გზებიდან, დაიცავით ჩემი მცნებები და ჩემი დადგენილებები, იმ რჯულის მიხედვით, რომელიც თქვენს მამებს ვამცნე და თქვენამდე მოვიტანე ჩემი წინასწარმეტყველების პირით”.
2 ნეშტთა 24:19
უგზავნიდა მათ წინასწარმეტყველთ უფალთან მოსაბრუნებლად და მოწმობდნენ ისინი მათ წინააღმდეგ, მაგრამ არ ისმენდნენ.
იერემია 3:12-13
წადი, გამოაცხადე ეს სიტყვები ჩრდილოეთში და თქვი: მობრუნდი, განდგომილო ისრაელო! არ დაგატეხ მრისხანებას, რადგან მოწყალე ვარ, ამბობს უფალი, გულისწყრომას საუკუნოდ არ შეგინახავ! ოღონდ მიხვდი შენს ურჯულოებას, რადგან უფლის, შენი ღმერთის წინააღმდეგ ჩაიდინე დანაშაული, განავრცე შენი გზები უცხოებისკენ ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ, არ ისმინე ჩემი ხმა!
იერემია 35:15
გამუდმებით გიგზავნიდით ჩემს მსახურებს, წინასწარმეტყველებს, ამ სიტყვებით: თითოეული მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან, გამოისწოროს საქციელი, ნუ გაჰყვება უცხო ღმერთებს სამსახურებლად და დამკვიდრდებით ამ მიწაზე, რომელიც თქვენ და თქვენს მამებს მოგეცით-მეთქი; მაგრამ არ დამიგდეთ ყური და არ შეისმინეთ.
იერემია 44:4
გამუდმებით გიგზავნიდით ჩემს მსახურ წინასწარმეტყველებს; გეუბნებოდით: ნუ ჩაიდენთ ამ საზიზღრობას, მე რომ მძულს-მეთქი!
ზაქარია 1:3-6
მაშ, უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, მობრუნდით ჩემსკენ და მეც მოვბრუნდები თქვენსკენ – ამბობს ცაბაოთ უფალი. თქვენი მამებივით ნუ იქნებით, რომ უცხადებდნენ და ეუბნებოდნენ წინანდელი წინასწარმეტყველები, ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: დატოვეთ თქვენი ბოროტი გზები და თქვენი ბოროტი საქმეები! მაგრამ არ შეისმინეს და არ გამიგონეს – ამბობს უფალი. სადღა არიან თქვენი მამები? ან განა საუკუნოდ ცოცხლობენ წინასწარმეტყველები? მაგრამ ჩემი სიტყვები და დადგენილებები, ჩემს მსახურ წინასწარმეტყველებს რომ ვუბრძანე, განა არ მოეწია თქვენს მამებს? ამიტომ მოექცნენ ისინი და თქვეს: განიზრახა ცაბაოთ უფალმა, რომ ჩვენი გზებისა და საქმეების მიხედვით მოეზღო, და მოგვიზღა კიდეც.
იერემია 46:13
სიტყვა, რომელიც უფალმა უთხრა იერემია წინასწარმეტყველს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მოსვლაზე და ეგვიპტის ქვეყნის შემუსვრაზე:
იერემია 47:1
უფლის სიტყვა, რომელიც ესმა წინასწარმეტყველ იერემიას ფილისტიმელებზე, სანამ ფარაონი ღაზას დასცემდა.
იერემია 50:1
სიტყვა, რომელიც წარმოთქვა უფალმა ბაბილონსა და ქალდეველთა ქვეყანაზე წინასწარმეტყველ იერემიას პირით.
3 მეფეთა 20:3
აჰა, წინასწარმეტყველი მივიდა ახაბთან, ისრაელის მეფესთან და უთხრა: „ასე ამბობს უფალი: ხომ ხედავ ამ უამრავ ხალხს? აჰა, შენს ხელს ჩავუგდებ მას დღეს და გაიგებ, რომ მე ვარ უფალი!”
დანიელი 9:2
მისი მეფობის პირველ წელს მე, დანიელმა, წიგნებიდან გავიგე რიცხვი იმ წლებისა, რომელზეც უფლის სიტყვა იყო წინასწარმეტყველ იერემიას მიმართ, იერუსალიმის სამოცდაათწლიანი გაუკაცრიელების შესახებ.
მათეს 2:15
და იყო იქ ჰეროდეს სიკვდილამდე, რათა აღსრულებულიყო უფლის ნათქვამი წინასწარმეტყველის მეშვეობით, რომელიც ამბობს: „ეგვიპტიდან მოვუხმე ჩემს ძეს”.
მათეს 2:17-18
მაშინ აღსრულდა იერემია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „ხმა გაისმა რამაში, ტირილი და დიდი გოდება, რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან ისინი”.
მათეს 8:17
რათა აღსრულდეს ესაია წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: „მან თვითონ აიღო ჩვენი უძლურებანი და იტვირთა ჩვენი სნეულებანი”.
საქმეები 3:18
ხოლო ღმერთმა, როგორც წინასწარ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა წამებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც.
საქმეები 11:27-29
იმ დღეებში ჩამოვიდნენ წინასწარმეტყველნი იერუსალიმიდან ანტიოქიაში. ერთი მათგანი, სახელად აგაბოსი, წამოდგა და სულით გამოაცხადა, რომ მთელ ქვეყნიერებაზე დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა, რაც მოხდა კიდეც კლავდიუსის დროს. მაშინ, გადაწყვიტეს, რომ მოწაფეებს, თითოეულს თავისი შეძლებისამებრ, დახმარება გაეგზავნათ ძმებისთვის, რომლებიც იუდეაში ცხოვრობდნენ.
რიცხვნი 12:1
უთხრა: „ისმინეთ ჩემი სიტყვები: თუ არის ვინმე წინასწარმეტყველი თქვენ შორის, მე, უფალი, ჩვენებაში რომ ვეცხადები და სიზმარში ვლაპარაკობ მასთან;
ეზეკიელი 7:26
უბედურებას უბედურება მოჰყვება, ამბავს ამბავი დაემატება, წინასწარმეტყველისგან ხილვას მოითხოვენ, მაგრამ რჯული დაეკარგება მღვდელს და რჩევა უხუცესებს.
ოსია 12:10
წინასწარმეტყველებსაც ველაპარაკე და ხილვებიც გავამრავლე. წინასწარმეტყველთა მეშვეობით იგავებით ვილაპარაკე.
4 მეფეთა 5:3
უთხრა თავის ქალბატონს: „ნეტავ წასულიყო ჩემი ბატონი და ენახა წინასწარმეტყველი, რომელიც სამარიაშია, ხომ განკურნავდა კეთრისგან”.
ესაი 38:1
იმ დღეებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ. მივიდა მასთან წინასწარმეტყველი ესაია ამოცის ძე და უთხრა, ასე ამბობს უფალი: „ანდერძი დაწერე შენი სახლისთვის, რადგან მოკვდები, ვერ იცოცხლებ!”