წინასწარმეტყველების მოკვლა ბიბლიის მუხლები

3 მეფეთა  18:4
როცა იეზებელი უფლის წინასწარმეტყველებს ხოცავდა, წაიყვანა ობადიაჰუმ ასი წინასწარმეტყველი, ორმოცდაათ-ორმოცდაათი გადამალა მღვიმეში და პურითა და წყლით არჩენდა მათ.

3 მეფეთა 18:13
განა არ ეუწყა ჩემს ბატონს, რა მოვიმოქმედე, როცა უფლის წინასწარმეტყველებს ჟლეტდა იეზებელი?! უფლის ასი წინასწარმეტყველი გადავმალე, ორმოცდაათ-ორმოცდაათი კაცი მღვიმეში და ვარჩენდი პურითა და წყლით.

3 მეფეთა 19:10
თქვა: „უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან მიატოვეს შენი აღთქმა ისრაელის ძეებმა, შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს და შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან“.

3 მეფეთა 19:14
თქვა: „უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან მიატოვეს შენი აღთქმა ისრაელის ძეებმა, შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს და შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან“.

ნეემია 9:26
და მაინც ურჩობდნენ და ამბოხიც კი მოგიწყვეს, შენი რჯული ზურგს უკან მოისროლეს, და დახოცეს ის შენი წინასწარმეტყველები, რომელნიც აფრთხილებდნენ მათ, რომ შენკენ მოქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი შენს წინაშე დიდად საგმობ საქმეებს ჩადიოდნენ.

რომაელთა 11:3
„უფალო! შენი წინასწარმეტყველნი დახოცეს და შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს. დავრჩი მე მარტო და ჩემს მოკვლას ცდილობენ.“

3 მეფეთა 19:2
მოციქული გაუგზავნა იეზებელმა ელიას და შეუთვალა: „ასე და ასე მომექცნენ ღმერთები და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ წაგართვა სიცოცხლე, როგორც შენ წაართვი თითოეულ მათგანს“.

4 მეფეთა 6:31
და თქვა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ საღამომდე თავი შერჩეს მხრებზე ელისე შაფატის ძეს!“

4 მეფეთა 6:32
ელისე კი იჯდა თავის სახლში და უხუცესები უსხდნენ გვერდით. და გააგზავნა მეფემ თავისგან კაცი, და ვიდრე მოციქული მივიდოდა, ელისემ უთხრა უხუცესებს: „ხედავთ, კაცს მიგზავნის მკვლელის შვილი, რომ თავი მომკვეთოს? იცოდეთ, როცა მოციქული მოვა, ჩაკეტეთ კარი და მაგრად მიაწექით, რომ ვერ შემოვიდეს. აჰა, მისი ბატონის ფეხის ხმაც ისმის მის უკან!“

იერემია 38:16
ფარულად შეჰფიცა მეფე ციდკიაჰუმ იერემიას და უთხრა: „ცოცხალია უფალი, რომელმაც სული ჩაგვიდგა, რომ არ მოგკლავ და არც იმ კაცთა ხელში ჩაგაგდებ, შენს სულს რომ ეძიებენ!“

იერემია 11:21
ამიტომ ასე ამბობს უფალი ყანათოთელ კაცებზე, შენი სულის მაძიებლებზე, რომ გეუბნებიან: ნუ წინასწარმეტყველებ უფლის სახელით და ჩვენი ხელით არ მოკვდებიო.

მათეს 23:35
რათა მოგეწიოთ მართალთა მთელი სისხლი, მიწაზე დათხეული, მართალი აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარია ბერაქიას ძის სისხლამდე, ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის რომ მოკალით.

იერემია 2:30
„ამაოდ ვცემდი თქვენს ძეებს, დარიგება მაინც არ მიიღეს; თქვენმა მახვილმა შეჭამა თქვენი წინასწარმეტყველნი, როგორც სასტიკმა ლომმა.

მათეს 23:37
იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან წარმოგზავნილთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ.

მათეს 23:31
ამრიგად, საკუთარი თავის შესახებ მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ.

1 თესალონიკელთა 2:15
რომელთაც მოკლეს უფალი იესო და მისი წინასწარმეტყველნიც და ჩვენც გამოგვრეკეს, ღმერთს არ აამებენ და ყველა ადამიანს ეწინააღმდეგებიან,

4 მეფეთა 9:7
შენ მოსპობ შენი ბატონის, ახაბის სახლს, რომ ავიღო ჩემს მსახურთა, წინასწარმეტყველთა სისხლი და უფლის ყველა მსახურის სისხლი, იეზებელის ხელით რომ დაეცნენ.

საქმეები 7:52
რომელს არ დევნიდნენ წინასწარმეტყველთაგან თქვენი მამები? მათ დახოცეს მართალის მოსვლის წინასწარ მაუწყებელნი, იმისი, ვისი გამცემები და მკვლელებიც ახლა თქვენ გახდით,

გამოცხადება 16:6
რადგან მათ დაღვარეს წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი და შენ მიეცი მათ სისხლი სასმელად, ღირსნი არიან!“

3 მეფეთა 18:40
და უთხრა მათ ელიამ: „შეიპყარით ბაყალის წინასწარეტყველნი! არავინ გაგექცეთ.“ და შეიპყრეს, და ჩაიყვანა ისინი ელიამ კიშონის ხევში და იქ დახოცა.

3 მეფეთა 19:1
და უამბო ახაბმა იეზებელს ყველაფერი, რაც ელიამ გააკეთა, და ისიც, რომ მან მახვილით ამოხოცა წინასწარმეტყველნი.

იერემია 29:21
ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, ახაბზე, კოლაიას ძეზე და ცედეკიაზე, მაყასეიას ძეზე, რომლებიც ჩემი სახელით ტყუილს გიწინასწარმეტყველებდნენ: აჰა, მე მივცემ მათ ბაბილონის მეფეს ნაბუქოდონოსორს ხელში და ის დახოცავს მათ თქვენს თვალწინ.

Close
Close