წინასწარმეტყველებები იესო ქრისტეზე ბიბლიის მუხლები

ზაქარია 11:12
ვეტყვი მათ: „თუ გეთნევათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არა და, ნუ მომცემთ. და მომიწონიან გასამრჯელოდ ოცდაათ ვერცხლს.”

2 მეფეთა 7:12
და როცა დრო მოგივა და შენს მამებთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომად შენს თესლს, რომელიც შენი საზარდულიდან გამოვა, და მის მეფობას განვამტკიცებ.

მიქა 5:2
შენ კი, ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას ათასეულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში, და დასაწყისიდან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.”

ესაია 7:14
ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებს მას სახელად ემანუელს (ჩვენთანაა ღმერთი)!

დაბადება 3:15
და ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და დედაკაცს შორის, და შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გაგიჭეჭყავს და შენ მას ქუსლს დაუგესლავ.”

ზაქარია 12:10
გადმოვღვრი დავითის სახლზე და იერუსალიმის მცხოვრებთა თავზე წყალობისა და შეწყალების სულს და მიხილავენ ისინი, რომლებიც განგმირეს მათ. დაიტირებენ მას, როგორც მხოლოდშობილს ტირიან და გამწარდებიან მის გამო, როგორც პირმშოს გამო მწარდებიან.

ზაქარია 13:7
„მახვილო, აღიძარ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ და ჩემი მახლობელი კაცის წინააღმდეგ,” – ამბობს ცაბაოთ უფალი. – “დაჰკარი მწყემსს და გაიფანტება ცხვარი. მაშინ მივყოფ ხელს მწყემსის ბიჭებს.

ფსალმუნები 68:7
რადგანაც შენი გულისათვის მივიღე ლანძღვა, სირცხვილმა დაფარა ჩემი სახე.

ფსალმუნები 108:25
და შევიქენ მათი სალანძღავი; თავს აქნევდნენ ჩემი შემხედვარენი.

ფსალმუნები 15:10
რადგან შენ არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას.

ესაია 53:3-7
შესაზიზღი იყო ის და კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და დასნეულებული. და ჩვენ სახეს ვარიდებდით მას, შესაზიზღი იყო და არაფრად ვაგდებდით. მაგრამ იტვირთა მან ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა, ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ნაგვემი იყო, ღმერთის მიერ ნაცემი და წამებული. მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი – ჩვენი ურჯულოების გამო; ჩვენი სასჯელი მასზე იყო; და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ. ჩვენ ყველანი ცხვრებივით გზას ავცდით და თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა. და უფალმა მას დააკისრა, ყველა ჩვენგანის ურჯულოება. შევიწროვებული იყო და წამებული, მაგრამ არ გაუხსნია თავისი ბაგე, როგორც კრავი, დასაკლავად რომ მიჰყავთ, და როგორც ცხვარი, მის მპარსველთა წინაშე რომ დუმს .

Close
Close