წინამძღოლობის მაგალითები ბიბლიის მუხლები

ებრაელთა 13:7
გახსოვდეთ თქვენი წინამძღოლნი, რომლებიც ღვთის სიტყვას გიქადაგებდნენ; მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენმა მიბაძეთ მათ რწმენას.

ტიტეს 2:7
ყველაფერში კეთილი საქმეების ნიმუშად გამოიჩინე თავი: მოძღვრებაში შეურყვნელმა და ღირსეულმა,

ებრაელთა 13:17
მოუსმინეთ თქვენს წინამძღოლებს და დაემორჩილეთ მათ, ვინაიდან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც პასუხისმგებელნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა კვნესით; რადგან ეს სასარგებლო აღარ იქნება თქვენთვის.

1 ტიმოთეს 4:12
აბუჩად არავინ აგიგდოს შენი სიჭაბუკის გამო, არამედ ნიმუში იყავი მორწმუნეთათვის – სიტყვაში, საქმეში, სიყვარულში, სულში, რწმენაში, სიწმიდეში.

1 პეტრეს 5:2-3
მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, არა იძულებით, არამედ ნებით და ღმერთისთვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით. ნუ იბატონებთ ღმერთის სამკვიდროზე, არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის.

1 ტიმოთეს 3:5
რადგან, თუ ვინმემ საკუთარი სახლის მართვა არ იცის, ღვთის ეკლესიაზე როგორღა იზრუნებს?

1 თესალონიკელთა 5:12
გთხოვთ ძმებო, პატივი ეცით მომსახურეთ თქვენ შორის, თქვენს წინამძღოლთ უფალში და თქვენს დამრიგებელთ;

ესაია 55:4
აჰა, მოწმედ დაგადგინე ხალხთათვის, მთავრად და მბრძანებლად ერთათვის,

მეორე რჯული 1:13
ამოირჩიეთ თითოეული შტოდან ბრძენი, გონიერი და გამოცდილი კაცები და მათ დაგინიშნავთ თავკაცებად.

მიქა 2:3
მათ წინ აივლის კედლის მნგრეველი, გაანგრევენ და გაივლიან კარიბჭეში, და უკანვე გამოვლენ. ჩაივლის მათ წინ მათი მეფე და უფალი – მათ სათავეში.

იოველი 1:14
მარხვა დათქვით და საყოველთაო შეკრება გამოაცხადეთ. შეკრიბეთ უხუცესნი და ქვეყნის ყოველი მკვიდრი უფლის, თქვენი ღვთის სახლთან და შეჰღაღადეთ უფალს.

რომაელთა 12:8
თუ შემგონებელია – შეგონებით, გამჩუქებელია – უბრალოებით, უფროსია – სიბეჯითით და ქველმოქმედია – ხალისით.

1 ტიმოთეს 5:17
ხუცესნი, რომლებიც წესიერად მმართველობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, განსაკუთრებით კი ისინი, ქადაგებითა და დამოძღვრით რომ შრომობენ.

1 კორინთელთა 12:28
და დააყენა ღმერთმა ეკლესიაში, პირველად მოციქულები, მერე წინასწარმეტყველნი, მერე მოძღვრები; შემდეგ ძალნი, განკურნების ნიჭი, შეწევნა, მართვა და სხვადასხვა ენები.

მათეს 23:10
ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან ერთი გყავთ წინამძღვარი – ქრისტე.

იგავნი 1:5
ისმინოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს, გონიერმა კი გამჭრიახობა შეიძინოს,

საქმეები 4:13
ხედავდნენ პეტრესა და იოანეს გაბედულებას; იმასაც მიხვდნენ, რომ უწიგნური და მდაბიო ადამიანები იყვნენ და გაუკვირდათ; თან იცნეს, რომ იესოსთან ერთად იყვნენ.


მსგავსი თემები:

ეკლესიაში ყოფნა      ეპისკოპოსის მოვალეობები     ეპისკოპოსის კვალიფიკაცია      გულმოდგინება
უხუცესები ეკლესიაში

Close
Close