საქმეები 1:26
და წილი უყარეს მათ და ერგო წილი მათიასს, და მიეთვალა ის თერთმეტ მოციქულს.
იგავნი 16:33
წილისყრა კალთიდან ხდება, მაგრამ გადაწყვეტა უფლისგანაა.
ლევიანნი 16:8
და ყაროს აარონმა წილი ორ ვაცზე: ერთი წილი უფლისათვის, მეორე წილი აზაზელისთვის.
რიცხვნი 26:55
ოღონდ წილისყრით უნდა დანაწილდეს მიწა, მათი მამების ტომთა სახელის მიხედვით უნდა მიიღონ სამკვიდრებელი.
იესო ნავეს ძე 18:8-10
და ადგნენ ეს კაცები და წავიდნენ. და უბრძანა იესომ მიმავალთ, რომ აღეწერათ ქვეყანა: „წადით, მოიარეთ ქვეყანა და აღწერეთ იგი, და დაბრუნდით ჩემთან. და აქ, შილოში, წილს გიყრით უფლის წინაშე.“ და წავიდნენ ის კაცები, მოიარეს ქვეყანა და ჩაწერეს ის წიგნში ქალაქების მიხედვით, შვიდ ნაწილად, და დაბრუნდნენ შილოს ბანაკში იესოსთან. იქ, შილოში, უყარა მათ წილი იესომ უფლის წინაშე და დაანაწილა ქვეყანა ისრაელიანთა ტომებს შორის.
1 მეფეთა 14:41
და თქვა საულმა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა! აბა, ვინ არის უბრალო?” და დაკავდნენ იონათანი და საული, ხალხი კი გაშვებულ იქნა.
ესთერი 3:7
და პირველ თვეში, რომელიც არის თვე ნისანისა, ახაშვეროშის მეფობის მეთორმეტე წელს, ჰამანის წინაშე ჰყრიდნენ „ფურს”, ანუ წილს დღითიდღე და თვიდან თვემდე, მეთორმეტე თვემდე, რომელიც არის თვე ადარისა.
იგავნი 18:18
წილისყრა ბოლოს უღებს დავას და ძლიერებს გააშველებს.
იონა 1:7
თქვა ერთმანეთში ხალხმა: „მოდით, წილი ვყაროთ და გავიგოთ, ვის გამო ჩავცვივდით ამ განსაცდელში.” ყარეს წილი და წილი იონას შეხვდა.
მათეს 27:35
ჯვარს რომ აცვეს, წილის ყრით გაიყვეს მისი სამოსელი.
რიცხვნი 33:54
დაიმკვიდრეთ ქვეყანა წილისყრით, თქვენი საგვარეულოების მიხედვით. მრავალრიცხოვანთ მეტი სამკვიდრო მიეცით და მცირერიცხოვანთ – ნაკლები. ვისაც სად შეხვდება წილი, იქ იყოს სამკვიდრო მისი; თქვენი მამების ტომთა მიხედვით დაიმკვიდრეთ.
1 ნეშტთა 24:5
ერთმანეთში წილისყრით დაინაწილეს, რადგან საწმიდრის წინამძღოლები და ღვთისმსახურები ელეაზარისა და ითამარის ძეთაგან იყვნენ.
ნეემია 10:34
და წილი ვუყარეთ მღვდლებს, ლევიანებს და ხალხს შესაწირავი შეშის მოზიდვაზე, რათა ღვთის სახლში ეზიდათ მამისსახლთა მიხედვით დაწესებულ დროს, წლითიწლობით უფლის, ჩვენი ღმერთის, სამსხვერპლოზე დასაწვავად, როგორც რჯულში სწერია.
იოველი 3:2-3
შევკრებ ყველა ხალხს და ჩავიყვან იოშაფატის ველზე; იქ განვსჯი მათ ჩემი ერის გამო, ჩემი სამკვიდრო ისრაელის გამო, რომ გაფანტეს იგი წარმართთა შორის და დაინაწილეს ჩემი ქვეყანა. წილი ყარეს ჩემს ერზე, ყმაწვილი მეძავზე გაცვალეს, ყმაწვილქალი ღვინოზე გაყიდეს და სვამდნენ.