წიგნები – ბიბლიური ციტატები

იობი 19:23
ნეტავ ჩაიწერებოდეს ჩემი სიტყვები, ნეტავ წიგნში ჩაიბეჭდებოდეს,

2 ტიმოთეს 4:13
მოსასხამი, რომელიც ტროაში დავტოვე კარპესთან, წამომიღე, როცა წამოხვალ, აგრეთვე წიგნებიც, მეტადრე პერგამენტები.

იერემია 36:2
„აიღე გრაგნილის წიგნი და დაწერე მასზე ყველა ის სიტყვა, რომელიც მე გითხარი შენ ისრაელზე და იუდაზე, ყველა ხალხზე იმ დღიდან, რაც დაგელაპარაკე, იოშიას დღეებიდან დღემდე.

ლუკას 1:3
მეც მივიჩნიე, რომ მას შემდეგ, რაც გულდასმით გამოვიკვლიე ყოველივე თავიდან, თანმიმდევრულად აგიწერო, ღირსეულო თეოფილე,

გამოცხადება 5:1
ვიხილე ტახტზე მჯდომარის მარჯვენაში შიგნიდან და გარედან ნაწერი წიგნი, შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი.

იერემია 36:4
და მოუხმო იერემიამ ბარუქ ნერიას ძეს და ჩაწერა ბარუქმა გრაგნილის წიგნში იერემიას პირით ნათქვამი უფლის ყველა სიტყვა, რომელიც მან უთხრა.

3 იოანეს 1:13
ბევრი რამ მქონდა შენთვის მოსაწერი, მაგრამ არა მსურს მელნითა და კალმით მოგწერო.

დაბადება 5:1
ეს არის ადამის შთამომავლობის წიგნი: როცა ღმერთმა შექმნა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი.

მეორე რჯული 31:9
და დაწერა მოსემ ეს რჯული, და მისცა იგი მღვდლებს, ლევის ძეთ, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთ, და ისრაელის ყველა უხუცესს.

იესო ნავეს ძე 18:9
და წავიდნენ კაცები, და მოიარეს ქვეყანა, და ჩაწერეს იგი წიგნში ქალაქების მიხედვით, შვიდ ნაწილად, და დაბრუნდნენ შილოს ბანაკში იესოსთან.

რიცხვნი 21:14
ამისათვის ნათქვამია უფლის ბრძოლების წიგნში: ვაჰები სუფაში და ხევნი არნონისა,

ეზრა 4:15
მოჩხრიკონ შენი მამების მატიანეში და შენ ნახავ და გაიგებ, რომ ეს ქალაქი მეამბოხე ქალაქია, საზიანოა მეფეთათვის და ქვეყნისათვის; რომ ძველთაგანვე ამბოხება ხდებოდა იქ, ამისათვის იყო ეს ქალაქი დანგრეული.

იესო ნავეს ძე 10:13
და შეჩერდა მზე, და მთვარე დადგა, ვიდრე არ იძია ერმა შური თავის მტრებზე. და განა არ სწერია ეს სიმართლის წიგნში: „და მზე იდგა ცის შუაგულში მთელი დღე და ჩასვენებას არ ჩქარობდა”?

იგავნი 25:1
ესეც სოლომონის იგავებია, რომელნიც გადაიწერეს ხიზკიაჰუს, იუდას მეფის, კაცებმა:

იერემია 51:60-64
და ჩაწერა ერთ წიგნში ყველა ის უბედურება, რომელიც ბაბილონზე მოსახდენია, ბაბილონზე დაწერილი ყველა ის სიტყვა. და უთხრა იერემიამ სერაიას: „როდესაც ბაბილონში მიხვალ, მაშინ ნახავ და წაიკითხავ ყველა ამ სიტყვას. და იტყვი: ‘უფალო, შენ წარმოთქვი ამ ადგილზე, რომ ისე გაანადგურებ მას, რომ ვერავინ იცხოვრებს მასში ადამიანიდან საქონლამდე, რადგან საუკუნო უდაბნოდ იქცევა იგი.’ და როდესაც შენ დაასრულებ ამ წიგნის კითხვას, შეაბი მას ქვა და ჩააგდე ევფრატში. და თქვი: ‘ასე ჩაიძირება ბაბილონი და აღარ წამოდგება იმ უბედურების გამო, რომელსაც მე მოვაწევ მასზე, და ქანცი გაუწყდებათ!’” აქამდეა იერემიას სიტყვები.

გამოცხადება 1:1
გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რაც უნდა მოხდეს მალე, და აუწყა და გაუგზავნა თავისი ანგელოზის მეშვეობით თავის მსახურს იოანეს,

ლუკას 24:27
და დაიწყო მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მასზე ნათქვამს.

ებრაელთა 10:7
მაშინ მე ვთქვი: ‘აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში სწერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო’”.

მეორე რჯული 31:24-26
და როცა დაასრულა მოსემ ამ რჯულის სიტყვების ჩაწერა წიგნში, უბრძანა ლევიანებს, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთ, ასე: „აიღეთ ეს რჯულის წიგნი და დადეთ იგი უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმის კიდობნის გვერდით და იყოს იქ მოწმედ შენს წინააღმდეგ.

2 ნეშტთა 35:25
გამართა გოდება იერემიამ იოშიაჰუზე. ყველა მგალობელი კაცი და ქალი დღემდე მოთქვამს იოშიაჰუზე თავის საგოდებლებში. წესად დაუდგინეს ისინი ისრაელს და აჰა, საგოდებლებშია ჩაწერილი.

Close
Close