ქრისტეს სიმართლე ბიბლიური ციტატები

ესაია 53:11
იხილავს თავისი ტანჯვის შედეგს და გაიხარებს; თავისი ცოდნით მრავალს გაამართლებს ჩემი მართალი მსახური და მათ ცოდვებს იტვირთავს.

ესაია 32:1
აჰა, სიმართლით იმეფებს მეფე და სამართლით იმთავრებენ მთავრები.

იერემია 23:5
აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ ყლორტს, გამეფდება მეფე, გონივრულად მოიქცევა და სამართალსა და სიმართლეს აღასრულებს ქვეყანაში.

იერემია 33:15
იმ დღეებში და იმ დროს აღმოვუცენებ დავითს მართალ ყლორტს და ის აღასრულებს სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაში.

ესაია 11:4
სიმართლით განიკითხავს ღატაკთ და მიუკერძოებლად განიკითხავს ჩაგრულთათვის ქვეყანაზე; თავისი ბაგის კვერთხით დამწყემსავს ქვეყანას და თავისი ბაგეთა მონაბერით წარხოცავს ბოროტს.

ესაია 63:1
ვინ არის ეს, ედომიდან მომავალი, მეწამული სამოსლით – ბოცრადან? ასე დიდებული თავის სამოსელში, გამომავალი თავისი დიადი ძალით? “ეს მე ვარ, სიმართლით მოლაპარაკე, შემძლე ვარ ხსნისა.

ესაია 11:5
სიმართლე იქნება სარტყელი მისი წელისა და ერთგულება – სარტყელი მისი თეძოებისა.

1 იოანეს 2:1
შვილებო! ამას გწერთ იმისთვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე – მართალი იესო ქრისტე.

ფსალმუნები 44:6
ტახტი შენი ღმერთო – უკუნითი უკუნისამდეა; სამართლის კვერთხია – კვერთხი შენი ხელმწიფებისა.

1 იოანეს 2:29
თუ იცით, რომ მართალია იგი, ისიც იცოდეთ, რომ სიმართლის ყოველი მოქმედიც მისგანაა შობილი.

1 იოანეს 3:7
შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ. სიმართლის მოქმედი მართალია ისევე, როგორც ის არის მართალი.ვ

ფსალმუნები 44:7
შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ბოროტება; ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა, სიხარულის ზეთით, შენს მეგობრებზე მეტად.

ფსალმუნები 71:2
რათა სიმართლით განსაჯოს შენი ერი და შენი ჩაგრულნი – სამართლიანად.

ფსალმუნები 44:4
შენი მშვენებით დაბრძანდი ეტლზე – ჭეშმარიტების, თვინიერებისა და სიმართლისთვის; გვაჩვენოს საოცრებანი მარჯვენამ შენმა.

საქმეები 3:14
უარყავით წმიდა და მართალი და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი ეჩუქებინა თქვენთვის.

საქმეები 7:52
წინასწარმეტყველთაგან რომელს არ სდევნიდნენ თქვენი მამები? მათ მოკლეს ისინი, წინასწარ რომ აუწყებდნენ მართლის მოსვლას, ვისი გამცემნიც და მკვლელნიც ახლა თქვენ გახდით!

საქმეები 22:14
მითხრა: ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ დაგადგინა, რომ შეიცნო მისი ნება, იხილო მართალი და მისი ბაგიდან ისმინო ხმა.

ებრაელთა 1:8
ხოლო ძეზე: „შენი ტახტი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, შენი მეფობის კვერთხი სიმართლის კვერთხია.

ებაელთა 1:9
შენ შეიყვარე სიმართლე და შეიძულე ურჯულოება, ამიტომ გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთით, შენს თანამოზიარეებზე მეტად”.

2 პეტრეს 1:1
სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, მათ, ვინც ჩვენსავით მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა, ჩვენი ღმერთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს სიმართლით:

გამოცხადება 19:11
ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, ერთგულად და ჭეშმარიტად რომ იწოდება, რომელიც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის.

Close
Close