1 კორინთელთა 15:45-47
ასეც წერია: „პირველი კაცი, ადამი იქცა ცოცხალ არსებად,“ ხოლო უკანასკნელი ადამი – მაცოცხლებელ სულად. მაგრამ პირველად სულიერი კი არ შეიქმნა, არამედ ჯერ მშვინვიერი და შემდეგ სულიერი. პირველი კაცი მიწისგანაა და მტვრისაგან, მეორე კაცი – ცისგან.
1 იოანეს 2:1
ჩემო შვილებო, ამას გწერთ იმისთვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს მამის წინაშე მეოხი, მართალი იესო ქრისტე.
გამოცხადება 3:14
და ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღმერთის ქმნილებისა:
ესაია 63:9
მათი ყველა ტანჯვები მისი ტანჯვები იყო, და მისი სახის ანგელოზი შველოდა მათ; თავისი სიყვარულითა და თავისი მოწყალებით გამოისყიდა ისინი, აიყვანა და ხელით ატარებდა მათ ძველ დღეთაგან.
ებრაელთა 3:1
ამიტომ, წმიდა ძმებო, ზეციური მოწოდების თანაზიარნო, ჩაწვდით მოციქულსა და მღვდელმთავარს, რომელსაც ვაღიარებთ, იესოს,
ესაია 51:9
გაიღვიძე, გაიღვიძე, ძალი შეიმოსე, უფლის მარჯვენავ! გაიღვიძე, როგორც ძველ დროში, შორეულ თაობებში! განა შენ არ შემუსრე რაჰაბი, შენ არ განგმირე ურჩხული?
ებრაელთა 12:2
შევხედოთ რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფელს – იესოს, რომელმაც იმ სიხარულისათვის, რომელიც მოელოდა, დაითმინა ჯვარი, უგულებელყო შერცხვენა და ღმერთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.
ებრაელთა 5:9
და იგი, სრულქმნილი, საუკუნო ხსნის წყარო გახდა ყველა მისი მორჩილისათვის,
გამოცხადება 21:6
და მითხრა მე: „აღსრულდა! მე ვარ ალფა და ომეგა, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროდან უსასყიდლოდ.
მათეს 12:18
„აჰა, მსახური ჩემი, რომელიც მე ამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემმა სამშვინველმა. ჩემს სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სამსჯავროს წარმართებს.
მარკოზის 1:11
და ხმა იყო ციდან: „შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, შენში არის ჩემი სათნოება.“
ზაქარია 3:8
ისმინე, იესო, დიდო მღვდელო, შენ და შენმა მოძმეებმა, შენს წინ რომ სხედან, რადგან ნიშნად არიან ეს კაცები: აჰა, მე მოვავლინებ ჩემს მორჩილს – ყლორტს.
იერემია 23:5
„აჰა, მოდის დღეები,” – სიტყვა უფლისა, – “და აღვუდგენ დავითს მართალ ყლორტს, და იმეფებს მეფე და მართლად მოიქცევა, და სამართალსა და სიმართლეს იქმს ქვეყანაზე.
იოანეს 6:41
იუდევლები დრტვინავდნენ მის გამო, რომ თქვა: „მე ვარ პური, ზეციდან გადმოსული.“
იოანეს 6:35
უთხრა მათ იესომ: „მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ვინც მე მირწმუნებს, არასოდეს მოსწყურდება.
იოანეს 3:29
ვისაც სასძლო ჰყავს, ის სიძეა, ხოლო სიძის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს სიძის ხმაზე. ეს ჩემი სიხარული უკვე აღსრულდა.
გამოცხადება 22:16
„მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა დაგიმოწმოთ ეს ეკლესიებში. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი, განთიადის ბრწყინვალე ვარსკვლავი.“
ებრაელთა 2:10
რადგან შეჰფეროდა მას, ვისთვისაც არის ყოველივე და ვის მიერაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მიიყვანა დიდებამდე, რომ მათი ხსნის წინამძღოლი სრულეყო ტანჯვით.
მარკოზის 6:3
განა ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობის, იოსეს, იუდას და სიმონის ძმა? განა აქვე ჩვენთან არ არიან მისი დები?“ და დაეჭვდნენ მასში.
ფსალმუნები 117:22
ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გახდა;
მარკოზის 12:10
ნუთუ არ წაგიკითხავთ დაწერილი: ‘ქვა, მშენებლებმა რომ დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა.
1 პეტრეს 5:4
და როდესაც გამოჩნდება მწყემსმთავარი, მიიღებთ დიდების უჭკნობ გვირგვინს.
ესაია 9:6
რადგან ყრმა შეგვეძინა, ძე გვებოძა! და მის მხრებზეა ძალაუფლება; და უწოდებენ მას სახელად: საკვირველმოქმედს, ძლევამოსილ ღმერთს, საუკუნო მამას, მშვიდობის მეუფეს,
1 პეტრეს 2:4
მიდით მასთან – ცოცხალ ქვასთან, რომელიც დაიწუნეს ადამიანებმა, ღმერთისაგან კი რჩეული და პატივდებულია.
იოანეს 1:41
მან პირველად ნახა თავისი ძმა, სიმონი, და უთხრა: „ჩვენ ვიპოვეთ მესია“ (რაც თარგმანით ნიშნავს ქრისტეს).
საქმეები 9:22
სავლე კი, სულ უფრო ძლიერდებოდა და საგონებელში აგდებდა დამასკოში მცხოვრებ იუდეველებს და ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე.
ლუკას 2:11
რადგან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი.
1 კორინთელთა 1:24
ხოლო მოწოდებულთათვის – იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც – ვქადაგებთ ქრისტეს – ღვთის ძალას და ღვთის სიბრძნეს.
ესაია 55:4
აჰა, ერების მოწმედ განვაწესე იგი, წინამძღოლად და მბრძანებლად ხალხებისთვის.
ლუკას 2:25
და აჰა, იყო იერუსალიმში კაცი, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოშიში, რომელიც მოელოდა ისრაელის ნუგეშისცემას, და სულიწმიდა იყო მასზე.
ესაია 42:6
„მე, უფალმა მოგიწოდე სიმართლეში და ხელს ჩაგჭიდებ და შეგინახავ, გაქცევ შენ ბრმათათვის თვალის ასახილად, აღთქმად, ხალხების სინათლედ,
რომაელთა 11:26
ასე მთელი ისრაელი გადარჩება, როგორც სწერია: “მოვა სიონიდან მხსნელი და უღვთოებას ააცდენს იაკობს.
იოანეს 10:2
ვინც კარიდან შედის, მწყემსია იგი ცხვრებისა.
1 იოანეს 5:20
ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტი და ვიყოთ ჭეშმარიტში, მის ძე იესო ქრისტეში. ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.
გამოცხადება 19:11
და ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელსაც ეწოდება სარწმუნო და ჭეშმარიტი, რომელიც სიმართლით განსჯის და იბრძვის.
გამოცხადება 1:5
და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო მკვდართაგან და დედამიწის მეფეთა მთავარი, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან
ებრაელთა 1:6
და როცა კვლავ შემოჰყავს ქვეყანაზე პირმშო, ამბობს: „თაყვანი სცეს მას ღმერთის ყველა ანგელოზმა.“
კოლოსელთა 1:18
ის არის ეკლესიის სხეულის თავი. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა ყველაფერში იყოს პირველი.
კოლოსელთა 1:15
ვინც არის უხილავი ღმერთის ხატი, პირმშო ყოველი ქმნილებისა,
ებრაელთა 6:20
სადაც ჩვენთვის წინამორბედად შევიდა იესო და გახდა მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით უკუნისამდე.
ლუკას 7:34
მოვიდა კაცის ძე: ჭამს და სვამს და ლაპარაკობთ: აჰა, კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარი.
იოანეს 20:28
მიუგო თომამ და უთხრა მას: „უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“
რომაელთა 9:5
მათნი არიან მამანი და მათგანაა ხორციელად ქრისტე, რომელიც არის ღმერთი ყოველთა ზედა, უკუნისამდე კურთხეული. ამინ.
ესაია 45:15
ჭეშმარიტად შენა ხარ დაფარული ღმერთი, ისრაელის ღმერთი, მხსნელი.
მათეს 1:23
„აჰა, დაორსულდება ქალწული და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს,“ რაც თარგმანით ნიშნავს: „ჩვენთან არს ღმერთი.“
ებრაელთა 4:14
და ახლა, როდესაც ჩვენ გვყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც განვლო ზეცა, იესო, ღმერთის ძე, მტკიცედ ჩავეჭიდოთ აღსარებას,
კოლოსელთა 2:10
და თქვენ გაქვთ სავსება მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია.
1 კორინთელთა 11:3
ასევე მინდა იცოდეთ, რომ ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა, ცოლის თავი – ქმარი და ქრისტეს თავი – ღმერთი.
1 იოანეს 2:20
თქვენ კი ცხებულება გაქვთ წმიდის მიერ და იცით ყველაფერი.
საქმეები 3:14
თქვენ უარყავით წმიდა და მართალი და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი ეწყალობებინა თქვენთვის.
ესაია 37:23
ვის ძრახავდი და ვის აგინებდი? და ვისზე აიმაღლე ხმა? შენ ზემოდან დაჰყურებდი ისრაელის წმიდას.
კოლოსელთა 1:27
ვისთვისაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, თუ რა არის ამ საიდუმლოს დიდების სიმდიდრე ყველა ერისათვის, – ეს არის ქრისტე თქვენში, დიდების სასოება,
ლუკას 24:19
და უთხრა მათ: „რა ამბავი?“ მათ უთხრეს: „იესო ნაზარეველის ამბავი, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ძლიერი საქმითა და სიტყვით ღმერთისა და მთელი ხალხის წინაშე,