ქრისტეს ადამიანურობა ბიბლიის მუხლები

დაბადება 3:15
მე მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, და შენს მოდგმასა და დედაკაცის მოდგმას შორის: მისი მოდგმა თავს გაგიჭეჭყავს; შენ კი მას ქუსლს დაუგესლავ!“

1 კორინთელთა 15:45-47
ასეც წერია: „პირველი კაცი, ადამი იქცა ცოცხალ არსებად,“ ხოლო უკანასკნელი ადამი – მაცოცხლებელ სულად. მაგრამ პირველად სულიერი კი არ შეიქმნა, არამედ ჯერ მშვინვიერი და შემდეგ სულიერი. პირველი კაცი მიწისგანაა და მტვრისაგან, მეორე კაცი – ცისგან.

იოანეს 1:14
და სიტყვა ხორციელი გახდა და დაემკვიდრა ჩვენს შორის და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც დიდება მხოლოდშობილისა მამისაგან, აღსავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა.

ებრაელთა 2:9
მაგრამ ჩვენ ვხედავთ იესოს, რომელიც მცირე ხნით იყო დამცირებული ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით დაგვირგვინებულს სიკვდილის ტანჯვის გავლის გამო, რადგან ღმერთის მადლით ყველასთვის სიკვდილი ეგემა.

გალატელთა 4:4
ხოლო როცა მოვიდა ჟამის სისავსე, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც ქალისაგან იშვა და დაემორჩილა რჯულს

1 ტიმოთეს 2:5
რადგან ერთია ღმერთი და ერთია შუამავალი ღმერთსა და ადამიანთა შორის – ადამიანი ქრისტე იესო,

მარკოზის 6:3
განა ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობის, იოსეს, იუდას და სიმონის ძმა? განა აქვე ჩვენთან არ არიან მისი დები?“ და დაეჭვდნენ მასში.

მათეს 22:45
თუ დავითი უფალს უწოდებს მას, მისი ძე როგორღაა?”

Close
Close