დაბადება 2:7
და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქცა ადამი ცოცხალ არსებად.
დაბადება 3:19
შენი პირის ოფლით ჭამდე პურს, ვიდრე დაუბრუნდები მიწას, რომლიდანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები.”
იობი 4:19
რაღა ითქმის თიხის სახლებში მცხოვრებლებზე, მტვერზე რომ უდგათ საფუძველი, მღილივით რომ იხოცებიან,
დაბადება 18:27
მიუგო მას აბრაამმა: „აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი მე, მტვერმა და ნაცარმა:
ფსალმუნები 102:13-15
როგორც მამა შეიწყნარებს შვილებს, ისე შეიწყნარებს უფალი მის მოშიშებს; ვინაიდან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ; ბალახივით არის დღენი კაცისა; ველის ყვავილივით აყვავდება;
1 კორინთელთა 15:47-49
პირველი კაცი მიწისგანაა და მტვრისაგან, მეორე კაცი – ცისგან. როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი. და როგორც ვატარებდით მიწიერის ხატებას, ასევე ვატარებთ მომავალში ზეციერის ხატებასაც.
ეკლესიასტე 3:20
ყოველივე ერთი ადგილისკენ მიდის: ყველაფერი მტვერია და ყველაფერი მტვრად იქცევა.
ფსალმუნები 103:29
დაფარავ შენს სახეს – შეძრწუნდებიან, სულს წაართმევ – იხოცებიან, კვლავ მტვრად მიიქცევიან;
ფსალმუნები 89:3
კვლავ მტვრად აქცევ კაცს და ამბობ: დაბრუნდით, ძენო კაცთანო!
იობი 34:14-15
თუ თავისკენ მიაპყრობს თავის გულისყურს, უკანვე წაიღებს თავის სულსა და სუნთქვას, ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და ადამიანი მტვრად მიიქცევა.
იობი 10:9
აბა, გაიხსენე, თიხასავით რომ შემქმენი, და ისევ მტვრად მაქცევ?
ესაია 29:5
მტვრის კორიანტელივით მრავალი მტერი მოგადგება და ბზესავით ურიცხვი – მრისხანე ურდო; უეცრად მოხდება ეს, წამიერად.