იაკობი 1:5
თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყველასთვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა.
ფილიპელთა 4:6
არაფერზე იდარდოთ, არამედ ყოველგვარ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს,
ფსალმუნები 118:105
ლამპარია ჩემს ფერხთათვის შენი სიტყვა და სინათლე – ჩემი ბილიკისთვის.
მათეს 18:17
თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი ან მებაჟე.
1 იოანეს 1:9
თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.
იგავნი 3:5
მთელი შენი გულით მიენდე უფალს და შენს გონიერებას ნუ დაეყრდნობი.
რომაელთა 8:28
ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.
იგავნი 3:6
ყოველ შენს გზაზე შეიცანი უფალი და ის მოგისწორებს ბილიკებს.
მათეს 7:7
ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძიეთ და იპოვით, დააკაკუნეთ და გაგეღებათ.
ფილიპელთა 4:13
ყოველივე ძალმიძს ჩემი გამაძლიერებლის, ქრისტეს მეშვეობით.
რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
ფსალმუნები 48:4
ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე გავაცხადებ ჩემს საიდუმლოს,
მათეს 6:34
მაშ, ნუ დარდობთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი”.
1 თესალონიკელთა 5:18
მადლიერნი იყავით ყველაფრისთვის, რადგან ეს არის ღმერთის ნება თქვენთვის ქრისტე იესოში.
ეფესელტა 4:26
განრისხდით, და ნუ შესცოდავთ; მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე.
დანიელი 5:12-16
რადგან დანიელში, რომელსაც მეფე ბელტეშაცარს ეძახდა, საკვირველი სული აღმოჩნდა, ასევე ცოდნა და გონიერება, სიზმრის ახსნის, იგავთა განმარტებისა და კვანძების გახსნის უნარი. ახლა დაუძახეთ დანიელს და ის განგვიცხადებს მნიშვნელობას”. და მოიყვანეს დანიელი მეფის წინაშე. ჰკითხა მეფემ დანიელს: „შენ ხარ ის დანიელი, იუდადან გადმოსახლებულთაგანი, რომელიც მამაჩემმა, მეფემ, იუდადან წამოიყვანა? გაგონილი მაქვს, რომ ღმერთის სულია შენში და ნათელი გონება და საოცარი სიბრძნე გქონია. ახლახან ბრძენკაცები და ჯადოქრები მოვაყვანინე წარწერის წასაკითხად და მისი მნიშვნელობის ასახსნელად, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. მსმენია, რომ განმარტება და კვანძების გახსნა შეგიძლია. თუ ამ წარწერას წაიკითხავ და მის მნიშვნელობას ამიხსნი, მეწამულით შეგმოსავ, კისერზე ოქროს შიბს ჩამოგკიდებ და ჩემს სამეფოში მესამე მთავრად გაგხდი!”