მსაჯული 2:16
და აღუდგინა მათ უფალმა მსაჯულები, რომლებმაც მძარცველებისგან იხსნეს ისინი.
მსაჯული 4:4
იმჟამად ისრაელის მსაჯული წინასწარმეტყველი ქალი დებორა იყო, ლაფიდოთის ცოლი.
1 მეფეთა 8:1-21
როცა მოხუცდა სამუელი, ისრაელის მსაჯულებად თავისი ძენი დაადგინა. მის პირმშოს სახელად იოელი ერქვა, ხოლო მეორეს – აბია; ბეერ-შებაყში მსაჯულობდნენ ისინი. არ დადიოდნენ შვილები მამის კვალზე, ანგარებას მისდევდნენ, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ. შეიკრიბა ისრაელის უხუცესობა და მივიდა სამუელთან რამათში. უთხრეს: „აჰა, შენ მოხუცდი, შენი შვილები კი შენს გზას არ მიჰყვებიან; დაგვიდგინე მეფე, რომ განგვსჯიდეს, როგორც სხვა ხალხებშია”. 6 არ მოეწონა ეს ამბავი სამუელს, რომ თქვეს: “მეფე მოგვეციო მსაჯულად!” და ილოცა სამუელმა უფლის მიმართ. უთხრა უფალმა სამუელს: „გაუგონე ხალხს ყველაფერი, რასაც გეტყვიან, რადგან შენ კი არა, მე უარმყვეს თავიანთ მეფედ! ასე იქცეოდნენ იმ დღიდან, რაც გამოვიყვანე ეგვიპტიდან, დღემდე, მივიწყებდნენ და სხვა ღმერთებს ემსახურებოდნენ, შენც ასევე გექცევიან. გაუგონე მათ, მაგრამ თან გააფრთხილე და აუხსენი, რა უფლებები ექნება მეფეს, რომელიც იმეფებს მათზე!” და გადასცა სამუელმა უფლის ყოველი სიტყვა ხალხს, მეფეს რომ მოითხოვდნენ მისგან. უთხრა: „ასეთი უფლებებით იმეფებს მეფე თქვენზე: წაიყვანს თქვენს ძეებს და თავის ეტლებთან და მხედრებთან დააყენებს და ირბენენ მისი ეტლის წინ. დანიშნავს მათ ათასისთავებად და ორმოცდაათისთავებად, თავისი მინდვრის მხვნელებად და თავისი სამკალის მომკელებად, თავისი საბრძოლო საჭურვლისა და ეტლების მკეთებლებად. მენელსაცხებლებად, მზარეულებად და ხაბაზებად წაიყვანს თქვენს ასულებს. საუკეთესო მინდვრებს, ვენახებსა და ზეთისხილის საუკეთესო ბაღებს წაიღებს და თავის მსახურებს გადასცემს. მეათედს აიღებს თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან და თავის კარისკაცებსა და მსახურებს მისცემს. წაიყვანს საუკეთესო მონებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს, სახედრებს და თავის საქმეზე ამსახურებს. წაიღებს მეათედს თქვენი ფარიდან და თქვენც მისი მონები გახდებით. შეჰღაღადებთ იმ დღეს მეფის გამო, რომელსაც ამოირჩევთ, მაგრამ არ გიპასუხებთ უფალი!” არ მოუსმინა ხალხმა სამუელს. თქვეს: „არა! მეფე უნდა გვესვას”. ჩვენც ისეთები უნდა ვიყოთ, როგორც სხვა ერები არიან; მეფემ უნდა განგვსაჯოს, წინ წაგვიძღვება და ჩვენი ბრძოლებით იბრძოლებს”. მოისმინა სამუელმა ხალხის ნათქვამი ყოველი სიტყვა და ელაპარაკა უფალს.
1 მეფეთა 10:1
აიღო სამუელმა ზეთის ჭურჭელი, თავზე დაასხა საულს, აკოცა და უთხრა: „აჰა, თავისი სამკვიდროს მთავრად გცხო უფალმა.
1 მეფეთა 16:1-13
უთხრა უფალმა სამუელს: „როდემდე უნდა გლოვობდე საულს? განა მე არ უარვყავი იგი როგორც ისრაელის მეფე? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის ძეთა შორის გამოვარჩიე ჩემთვის მეფე”. ჰკითხა სამუელმა: „როგორ წავიდე? ვაითუ გაიგოს საულმა და მომკლას”. უთხრა უფალმა: „დეკეული წაიყვანე შენი ხელით და თქვი: უფლისთვის მსხვერპლის შესაწირად მოვედითქო. იესეც მიიპატიჟე მსხვერპლთან; მერე გეტყვი, რაც უნდა გააკეთო. ზეთს მას სცხებ, ვისზეც მიგითითებ”. ისე მოიქცა სამუელი, როგორც უბრძანა უფალმა. მივიდა ბეთლემს. თრთოლვით გამოეგებნენ ქალაქის უხუცესები და იკითხეს: „ხომ მშვიდობაა?” თქვა სამუელმა: „მშვიდობაა! უფლისთვის მსხვერპლის შესაწირად მოვედი, განიწმიდეთ და წამომყევით მსხვერპლის შესაწირად. განწმიდა სამუელმა იესე და მისი ძენი და მსხვერპლთან მიიწვია ისინი. როცა მოვიდნენ, დაინახა მან ელიაბი და თქვა: „ჭეშმარიტად, უფლის წინაშეა მისი ცხებული!” უთხრა უფალმა სამუელს: „ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე უარვყავი იგი. უფალი ისე არ ხედავს, როგორც კაცი; კაცი მხოლოდ გარეგნობას ხედავს, ხოლო უფალი გულს უყურებს”. დაუძახა იესემ აბინადაბს და სამუელის წინ ჩაატარა იგი. თქვა სამუელმა: „არც ეს ამოურჩევია უფალს”. 9 ჩამოატარა იესემ შამა. თქვა სამუელმა: „არც ეს ამოურჩევია უფალს”. შვიდი ძე ჩამოატარა იესემ სამუელის წინ. უთხრა სამუელმა იესეს: „ამათგან არც ერთი არ აურჩევია უფალს”. ჰკითხა სამუელმა იესეს: „მხოლოდ ესენი არიან შენი ძენი?” უპასუხა: „კიდევ დარჩა უმცროსი, ცხვარს მწყემსავს ახლა”. უთხრა სამუელმა იესეს: „გაგზავნე ვინმე და მოაყვანინე, რადგან არ დავსხდებით, ვიდრე აქ არ მოვა იგი”. გაგზავნა იესემ და მოიყვანეს. წითური იყო, თვალადი და კარგი შესახედი. უთხრა უფალმა სამუელს: „ადექი და სცხე მას, რადგან ეს არის იგი”. აიღო სამუელმა რქა ზეთით და მისი ძმების თანდასწრებით სცხო მას; და დაივანა უფლის სულმა დავითზე იმ დღიდან მოყოლებული. ადგა სამუელი და რამათს წავიდა.
2 მეფეთა 7:12
და დრო რომ დაგიდგება და განისვენებ შენს მამებთან, აღვადგენ შენს შემდგომ შენს შთამომავალს, შენი საზარდულიდან გამოსულს და განვუმტკიცებ სამეფოს.
გამოსვლა 19:7
და მივიდა მოსე, მოიწვია უხუცესნი ხალხიდან და მოახსენა ყველაფერი, რაც უბრძანა უფალმა.
რუთი 4:1-2
ავიდა ბოყაზი ქალაქის კარიბჭესთან და იქ ჩამოჯდა. აჰა, უნდა ჩაიაროს იმ ახლო ნათესავმა, ვისზეც ლაპარაკობდა ბოყაზი; და უთხრა მას: „მოდი – სახელით მოუხმო – აქ ჩამოჯექი,” ისიც მივიდა და ჩამოჯდა. მოიყვანა ბოყაზმა ათი კაცი ქალაქის უხუცესთაგან და უთხრა მათ: „დასხედით აქ”. ისინიც დასხდნენ.
ლუკას 3:1
ტიბერიუს კეისრის მეფობის მეთხუთმეტე წელს, როცა იუდეას პონტოელი პილატე განაგებდა, ჰეროდე გალილეას მეოთხედმთავარი იყო, მისი ძმა ფილიპე – იტირეასა და ტრაქონელთა ოლქის მეოთხედმთავარი, ხოლო ლისანისი – აბილინეს მეოთხედმთავარი.
1 მეფეთა 7:15
მთელი თავისი სიცოცხლე მსაჯულობდა სამუელი ისრაელზე.
გამოსვლა 34:1
უთხრა უფალმა მოსეს: „გამოთალე პირველთა მსგავსად ქვის ორი დაფა და დავწერ იმ დაფებზე სიტყვებს, რომლებიც პირველ დაფებზე ეწერა, შენ რომ დაამსხვრიე.
4 მეფეთა 18:4
მან გააუქმა მაღლობები, დაამსხვრია ქანდაკებანი და აჩეხა აშერი. მანვე დაამსხვრია მოსეს გაკეთებული სპილენძის გველი, რადგან ისრაელის ძენი იმ დღეებამდე უკმევდნენ და ნეხუშტანს უწოდებდნენ მას.
2 ნეშტთა 31:1
გაასრულეს რა ეს ყოველივე, გავიდა იქ მყოფი მთელი ისრაელი იუდას ქალაქებში და დაამსხვრიეს სვეტები, აჩეხეს აშერები, დაანგრიეს მაღლობები და სამსხვერპლოები მთელ იუდაში, ბენიამინში, ეფრემსა და მენაშეში, ვიდრე მთლიანად არ გაანადგურეს. ამის შემდეგ ისრაელის ყოველი ძე თავ-თავის სამფლობელოსა და ქალაქში დაბრუნდა.
3 მეფეთა 11:31
უთხრა იერობყამს: „აიღე შენთვის ათი ნაჭერი, რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, გამოვგლეჯ სამეფოს სოლომონს ხელიდან და შენ მოგცემ ათ ტომს.
გამოსვლა 3:10
ახლა წადი, მე მიგავლენ ფარაონთან; და გამოიყვანე ჩემი ხალხი, ისრაელის ძენი ეგვიპტიდან”.
1 მეფეთა 16:1
უთხრა უფალმა სამუელს: „როდემდე უნდა გლოვობდე საულს? განა მე არ უარვყავი იგი როგორც ისრაელის მეფე? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის ძეთა შორის გამოვარჩიე ჩემთვის მეფე”.
1 მეფეთა 8:5
უთხრეს: „აჰა, შენ მოხუცდი, შენი შვილები კი შენს გზას არ მიჰყვებიან; დაგვიდგინე მეფე, რომ განგვსჯიდეს, როგორც სხვა ხალხებშია”.
ფსალმუნები 71:2
რათა სიმართლით განსაჯოს შენი ერი და შენი ჩაგრულნი – სამართლიანად.
იგავნი 20:8
მსაჯულის ტახტზე მჯდომი მეფე თავისი თვალებით ფანტავს ბოროტებას.
იგავნი 29:4
მეფე სამართლით განამტკიცებს ქვეყანას, ქრთამის ამღები კაცი კი დააქცევს მას.
ესაია 9:7
განივრცობა მისი ხელმწიფება და არ ექნება დასასრული მის მშვიდობას დავითის ტახტსა და მის სამეფოზე, რათა განამტკიცოს იგი და დააფუძნოს სამართლითა და სიმართლით ამიერიდან უკუნისამდე; ცაბაოთ უფლის მოშურნეობა აღასრულებს ამას.
ესაია 11:3
უფლის მოშიშებით აღივსება იგი, არც თავისი შეხედულებისამებრ განსჯის და არც თავისი ყურით გაგონილის მიხედვით ამხელს.
ესაია 11:5
სიმართლე იქნება სარტყელი მისი წელისა და ერთგულება – სარტყელი მისი თეძოებისა.
მათეს 20:25
იესომ კი მოიხმო ისინი და უთხრა: „თქვენ იცით, რომ წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ძალაუფლებით მართავენ მათ.
3 მეფეთა 12:4
„უღელი დაგვიმძიმა მამაშენმა, ახლა შენ შეგვიმსუბუქე მამაშენის მიერ დაკისრებული რთული სამსახური და მძიმე უღელი, რომ გემსახუროთ”.
იერემია 22:13
ვაი იმას, ვინც სახლს უმართლობით იშენებს და უსამართლობით – ზედათვლებს! მოყვასს მუქთად ამუშავებს და გასამრჯელოს არ უხდის;
ესაია 31:1
ვაი ეგვიპტეში დახმარებისთვის ჩასულთ, ცხენებსა და ეტლებზე დაიმედებულთ, ვინაიდან მრავლადაა; და მხედრების მოიმედეთ, რადგან ფრიად ძლიერნი არიან; ისრაელის წმიდას კი არ მიაპყრეს მზერა და უფალი არ მოიძიეს.