პირველნაყოფი ბიბლიის მუხლები

იგავნი 3:9
პატივი ეცი უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველნაყოფიდან;

იგავნი 34:26
შენი მიწის რჩეული, პირველმოწეული ნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის, სახლში. ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეში”.

1 კორინთელთა 15:20
მაგრამ მკვდრეთით აღსდგა ქრისტე, განსვენებულთაგან პირველნაყოფი.

ეზეკიელი 44:30
საუკეთესო ყოველი პირველნაყოფისა და შეწირულებისა, ყველა თქვენი შემონაწირისა ღვთისმსახურთათვის იქნება; პირველს თქვენი ცომეულისგან ღვთისმსახურთ მისცემთ, რათა მოვიდეს კურთხევა თქვენს სახლზე.

გამოსვლა 23:19
მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში შენი მიწის პირველნაყოფი, თიკანს თავისი დედის რძეში ნუ მოხარშავ.

მეორე რჯული 26:2
უნდა აიღო ყოველი პირველნაყოფი მიწისა, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, მოათავსო კალათში და წახვიდე იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი, შენი ღმერთი თავისი სახელის დასამკვიდრებლად.

იერემია 2:3
უფლის წმიდა იყო ისრაელი, პირველნაყოფი მისი მოსავლისა; ყოველი მისი მჭამელი დადანაშაულდება და უბედურება ეწევა!” – ამბობს უფალი.

1 კორინთელთა 16:15
ჰოდა შეგაგონებთ ძმანო, ხომ იცით სტეფანეს სახლეულობა, რომელიც აქაიას პირველი ნაყოფია, და რომ მათ თავიანთი თავი წმიდანთა მსახურებას მიუძღვნეს.

რომაელთა 11:16
თუ პირველგამომცხვარი წმიდაა, მაშ, მთელი ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, მაშ, რტოც.

გამოცხადება 14:4
ეს ისინი არიან, რომლებიც არ წაბილწულან დიაცებთან, ვინაიდან ქალწულები არიან; ეს ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს; ისინი არიან ადამიანთაგან გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისათვის და კრავისთვის.

მეორე რჯული 26:10
აჰა, მოვიტანე პირველნაყოფი მიწისა, რომელიც შენ მომეცი უფალო! დადგი იგი უფლის, შენი ღმერთის წინაშე და თაყვანი ეცი უფალს, შენს ღმერთს.

2 ტიმოთეს 2:6
მიწის მუშაკი პირველი უნდა ეზიაროს ნაყოფებს.

რიცხვნი 28:26
პირველნაყოფთა დღეს, როცა ახალ პურეულ შესაწირს შესწირავთ უფალს თქვენს შვიდეულებში, წმიდა შეკრება გქონდეთ; არავითარი საქმე არ გააკეთოთ.

მალაქია 3:10
მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში, რომ იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა გამომცადეთ ამით – ამბობს ცაბაოთ უფალი – თუ არ გაგიხსნათ ცის სარკმელები და არ გადმოგიღვაროთ კურთხევა აუწყველად.

რომაელთა 8:23
და არა მარტო ის, არამედ ჩვენც, რომელთაც სულის პირველი ნაყოფები გვაქვს, ჩვენ თვითონაც ვკვნესით ჩვენს თავში, მოველით რა შვილებას და ჩვენი სხეულების გამოსყიდვას.

ნეემია 10:37
პირველი ცომი, ჩვენი შესაწირი და ყველა ხის პირველი ნაყოფი, ასევე ახალი ღვინო და ზეთი მღვდლებს უნდა მივუტანოთ ჩვენი ღმერთის სახლის ოთახებში. ჩვენი მიწის მეათედს კი ლევიანებს მივუტანთ. ეს ის ლევიანები არიან მეათედს რომ იღებენ ჩვენი სამიწათმოქმედო ქალაქებიდან.

Close
Close