პირველი ტაძარი ბიბლიის მუხლები

3 მეფეთა 9:1
და იყო, როცა დაასრულა სოლომონმა უფლის სახლისა და მეფის სახლის შენება და ყველაფერი, რისი გაკეთებაც სურდა,

3 მეფეთა 6:1
ეგვიპტიდან ისრაელიანთა გა­მოსვლის ოთხას მეოთხმოცე წელს, ისრაელზე გამეფების მეოთხე წელს, ზივის (მეორე) თვეს, უფლის ტაძრის მშენებლობა დაიწყო სოლომონმა.

3 მეფეთა 6:7
ტაძარი წინასწარ მოზიდული მთლიანი თლილი ქვებით შენდებოდა; ისე რომ, არც უროს და არც კევრის, არავითარი რკინის იარაღის ხმა არ ისმოდა მშენებლობის დროს.

2 ნეშტთა 3:3
ესენია საფუძვლები, რომელზედაც სოლომონმა ღვთის სახლის შენება დაიწყო: სიგრძით სამოცი წყრთა იყო, ძველი საზომით, სიგანით – ოცი.

2 ნეშტთა 7:1
როდესაც სოლომონმა ლოცვა დაასრულა, ცეცხლი ჩამოვიდა ზეციდან, შთანთქა სრულადდასაწველი და მსხვერპლები და უფლის დიდებამ აავსო სახლი.

2 ნეშტთა 6:7
აჰა, გულში ჰქონდა დავითს, მამაჩემს, სახლის აშენება, უფლის, ისრაელის ღმერთის სახელზე.

2 ნეშტთა 3:1
შეუდგა სოლომონი ღმერთის სახლის შენებას იერუსალიმში, მორიას მთაზე, სადაც უფალი გამოეცხადა დავითს, მამამისს; იმ ადგილას, დავითმა რომ მოამზადა ორნან იებუსელის კალოზე.

ეზრა 5:13
მაგრამ კიროსის მეფობის პირველ წელს, ბაბილონში გასცა კიროსმა ღვთის სახლის აშენების განკარგულება.

ეზრა 3:6
მეშვიდე თვის პირველი დღიდან დაიწყეს უფლისთვის სრულადდასაწველთა აღვლენა, თუმცა უფლის ტაძრისთვის საძირკველი ჯერ არ იყო ჩაყრილი.

ეზრა 6:3
მეფე კიროსის მეფობის პირველ წელს განკარგულება გასცა მეფე კიროსმა ღვთის სახლის თაობაზე იერუსალიმში: „დაე, აშენდეს სახლი იმ ადგილზე, სადაც მსხვერპლს სწირავდნენ; მტკიცე საძირკველი ჩაეყაროს სახლს, სიმაღლე სამოცი წყრთა იყოს, სიგანე – სამოცი წყრთა;

ეზრა 1:1
სპარსეთის მეფის, კიროსის მეფობის პირველ წელს, იერემიას პირით წარმოთქმული უფლის სიტყვის აღსასრულებლად აღძრა უფალმა კიროსის, სპარსეთის მეფის სული და მთელ თავის სამეფოში გამოაცხადა და წერილობითაც ბრძანა:

ეზრა 3:10
საძირკველი რომ ჩაუყარეს უფლის ტაძარს მშენებლებმა, მღვდლები დააყენეს საყვირებით, თავიანთი სამოსით შემოსილნი და ლევიანები, ასაფის ძენი, წინწილებით, რათა დავითის, ისრაელის მეფის, წესისამებრ ედიდებინათ უფალი.

ეზრა 3:12
მრავალი მოხუცი მღვდელი, ლევიანი და მამისსახლთა თავკაცი, ვისაც პირვანდელი ტაძარი ჰქონდა ნანახი, ხმამაღლა ტიროდა, როცა საძირკველი ჩაუყარეს ტაძარს მათ თვალწინ. ბევრი სიხარულით ყიჟინებდა.

ფსალმუნები 5:7
მე კი შენი უხვი წყალობის გამო შემოვალ შენს სახლში, მოწიწებით გცემ თაყვანს შენს წმიდა ტაძარში.

ფსალმუნები 17:6
გასაჭირში ვუხმობდი უფალს და შევღაღადებდი ჩემს ღმერთს. ისმინა ჩემი ხმა თავის ტაძარში და მის ყურს მისწვდა ჩემი ღაღადი.

ესაია 6:1
მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, დიდებულ და აღზევებულ ტახტზე მჯდარი და მისი სამოსლის კალთები ავსებდა ტაძარს.

იერემი 7:12
„ახლა წადით ჩემს ადგილზე, რომელიც შილოშია, იქ, სადაც პირველად დავავანე ჩემი სახელი და ნახეთ, რა დავმართე მას ჩემი ხალხის, ისრაელის, ბოროტმოქმედების გამო.

ანგია 2:3
თქვენს შორის ვინ შემორჩა, ვისაც ეს სახლი აქვს ნანახი მისი პირვანდელი დიდებისას? ახლა როგორ გიჩანთ თვალში? განა არარაობა არაა თქვენს თვალში მასთან შედარებით?

ანგია 2:9
პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ ტაძრის დიდება – ამბობს ცაბაოთ უფალი – და მშვიდობას დავამკვიდრებ ამ ადგილზე – ამბობს ცაბაოთ უფალი.

მათეს 21:12
შევიდა იესო ტაძრად და გამორეკა ყველა გამყიდველი და მყიდველი, ვინც ტაძარში იყო; ააყირავა ფულის გადამცვლელთა მაგიდები და მტრედების გამყიდველთა სკამები.

იოანეს 2:21
ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა.

იოანეს 2:19
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას”.

საქმეები 3:1
პეტრე და იოანე ერთად ადიოდნენ ტაძარში ლოცვის მეცხრე საათზე.

1 კორინთელთა 3:17
თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმიდაა ღვთის ტაძარი, და ეს თქვენ ხართ.

1 კორინთელთა 6:19
ანდა ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მყოფი სულიწმიდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?

1 პეტრეს 2:5
თქვენც აშენდით ცოცხალი ქვებივით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა იესო ქრისტეს მეშვეობით შესწიროთ ღვთისთვის სასურველი სულიერი მსხვერპლები,

გამოცხადება 11:19
მაშინ გაიღო ღვთის ტაძარი, რომელიც ზეცაშია, და გამოჩნდა მისი აღთქმის კიდობანი მის ტაძარში; და იქმნა ელვანი და ხმანი, ქუხილნი და მიწისძვრა, და ძლიერი სეტყვა.

Close
Close