პირველად ბიბლიის მუხლები

1 მეფეთა 14:35
სამსხვერპლო აუგო საულმა უფალს; ეს იყო პირველი სამსხვერპლო, რომელიც საულმა აუგო უფალს.

რიცხვნი 10:13
პირველად აიყარნენ ისინი უფლის ბრძანებით, მოსემ რომ გადმოსცა.

მათეს 6:33
თქვენ კი უწინარეს ყოვლისა ღმერთის სამეფო და მისი სიმართლე ეძიეთ, ხოლო ყოველივე ეს შეგემატებათ.

მათეს 7:5
თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან.

მათეს 8:21-22
სხვა მოწაფეთაგანმა უთხრა მას: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო”. მაგრამ იესომ უთხრა მას: „შენ მე გამომყევი, მკვდრებმა კი თავიანთი მკვდრები დამარხონ”.

მათეს 22:37-38
უპასუხა: „გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით. ეს არის პირველი და უდიდესი მცნება.

მათეს 23:26
ბრმა ფარისეველნო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს.

მარკოზის 13:10
მაგრამ ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს.

ლუკას 9:61-62
სხვამ უთხრა: „გამოგყვები, უფალო, ოღონდ ჯერ ნება მომეცი შინაურებს გამოვემშვიდობო”. უთხრა მას იესომ: „ვინც გუთანს უდგას და თან უკან იყურება, ღმერთის სამეფოსთვის არ გამოდგება!”

ლუკას 10:5
რომელ სახლშიც შეხვალთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს!

ლუკას 14:28-30
რადგან რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოინდომოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ იანგარიშებს იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო? ვინაიდან საძირკველს თუ ჩაყრის, მაგრამ ვერ დაამთავრებს, ყველა, ვინც დაინახავს, დაცინვას დაუწყებს. იტყვიან: ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო.

ლუკას 14:31-33
ან რომელი მეფე გამოვა მეორე მეფის წინააღმდეგ საომრად, თუ მანამდე არ დაჯდა და მოითათბირა, შეძლებს კი ათი ათასით შეებას ოცი ათას მომხდურს? თუ არადა, ელჩებს გაუგზავნის, ვიდრე ჯერ კიდევ შორს არის მომხდური და ზავს სთხოვს. ასევე, ვერც ერთი თქვენგანი ვერ შეძლებს ჩემს მოწაფედ ყოფნას, თუ უარს არ იტყვის ყველაფერზე, რაც გააჩნია.

ლუკას 17:25
ოღონდ თავდაპირველად მისი ხვედრია მრავალი ტანჯვის ატანა და უარყოფა ამ თაობის მიერ.

საქმეები 1:1
პირველი წიგნი, თეოფილე, შევადგინე ყოველივე იმის შესახებ, რისი კეთება და სწავლებაც დაიწყო იესომ.

1 იოანეს 4:19
ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა.

Close
Close