პრიმშოების სიკვდილი – ბიბლიური ციტატები

გამოსვლა 4:21-23
და უთხრა უფალმა მოსეს: „იცოდე, როცა დაბრუნდები ეგვიპტეში, ფარაონის წინაშე მოახდენ ყველა სასწაულს, რომელიც ხელთ მოგეცი. მე გავამძვინვარებ მის გულს, და არ გაუშვებს ის ხალხს. და უთხარი ფარაონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ‘ჩემი პირმშო ძეა ისრაელი. და მე გითხარი, გაუშვი-მეთქი ჩემი ძე, რომ მემსახუროს. და თუ არ გაუშვებ, აჰა, მე მოვკლავ შენს შვილს, შენს პირმშოს!’“

გამოსვლა 11:5-6
და მოკვდება ყოველი პირმშო ვაჟი ეგვიპტის ქვეყანაში – ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან პირმშომდე მხევლისა, ხელსაფქვავს რომ უზის; და ყოველი პირველმოგებული მამალი პირუტყვი. და ატყდება ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე დიდი გოდება, რომლის მსგავსი არც ყოფილა და არც აღარასდროს იქნება.

გამოსვლა 12:12
მე ჩავივლი ეგვიპტის ქვეყანაში იმ ღამით და მოვაკვდინებ ყოველ ეგვიპტელ პირველშობილს კაციდან პირუტყვამდე, და ეგვიპტის ყოველ ღმერთს განვსჯი. მე ვარ უფალი.

რიცხვნი 3:13
რადგან ჩემია ყოველი პირმშო. იმ დღეს, როცა განვგმირე ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ჩემთვის განვიკუთვნე ყოველი პირმშო ისრაელში. ადამიანიდან პირუტყვამდე ჩემები არიან ისინი; მე ვარ უფალი.

ფსალმუნები 77:51
განგმირა ყოველი პირმშო ეგვიპტეში, პირველშობილნი – ქამის კარვებში.

იესო ნავეს ძე 6:26
მაშინ დაიფიცა იესომ, ასე: „წყეულიმც იყოს უფლის წინაშე ის კაცი, ვინც აღადგენს და ააგებს ამ ქალაქს – იერიხოს! თავის პირმშოზე დააფუძნოს მისი საძირკველი, და თავის უმცროსზე დადგას მისი კარიბჭე.“

3 მეფეთა 16:34
მის დროს ააშენა ხიელ ბეთელელმა იერიხო. თავის პირმშოზე, აბირამზე დაუდო საფუძველი და სეგუბზე, უმცროს ვაჟზე, დაადგინა მისი კარიბჭე, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მას იესო ნავეს ძის პირით.

ებრაელთა 11:28
რწმენით გამართა პასექი და სისხლის პკურება, რათა არ გაჰკარებოდა შემმუსვრელი მათ პირმშოებს.

Close
Close