პირფერობა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 11:2-3
ერთიმეორეს ატყუებენ, პირფერი ბაგეებით ორპირულად ლაპარაკობენ; მოსპობს უფალი პირფერ ბაგეებს, ამაყად მოლაპარაკე ენებს,

ფსალმუნები 5:9
რადგან არ არის სიწრფელე მათ ბაგეებზე, ბილწია მათი შიგნეულობა, ხორხი მათი ღია საფლავია, მათი ენები პირფერობენ.

ფსალმუნები 54:20-21
ხელი გაიწოდეს მათზე, ვისთანაც მშვიდობა ჰქონდათ, აღთქმა დაარღვიეს. კარაქზე რბილია მათი ბაგეები, გულში კი ომი აქვთ; ზეთზეც რბილია მათი სიტყვები, მაგრამ მოშიშვლებული ხმლები არიან ისინი.

ფსალმუნები 61:4
განიზრახეს სიმაღლიდან მისი გადმოგდება; სიცრუეს მიმართავენ, პირით აკურთხებენ, გულით კი სწყევლიან.

იგავნი 27:6
მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მოძულე კი კოცნით აგავსებს.

იერემია 9:8
მომსვრელი ისარია მათი ენა, მზაკვრულად ლაპარაკობენ, პირით მშვიდობას უსურვებენ მოყვასს, გულში კი მახეს უგებენ.

იგავნი 26:28
მატყუარა ენას სძულს თავის მიერ შემუსვრილნი; მლიქვნელი პირი დამანგრეველია.

იობი 32:21-22
პირფერობას არ დავუწყებ კაცს, და ადამიანს არ მიველაქუცები. რადგან ლაქუცი არ ვიცი და თუ ვილაქუცებ, უმალ წამიყვანოს შემოქმედმა!

გალატელთა 1:10
ახლა ადამიანების დარწმუნებას ვცდილობ თუ ღმერთისას? თუ ვცდილობ ადამიანებს ვაამო? ადამიანებს რომ ვაამებდე, ქრისტეს მსახური აღარ ვიქნებოდი.

1 თესალონიკელთა 2:5-6
რადგან არც პირმოთნე სიტყვებით გვილაპარაკია ოდესმე, როგორც იცით, და არც ანგარებით, ღმერთია მოწმე. არ ვეძიებთ კაცთაგან დიდებას – არც თქვენგან, არც სხვებისგან, თუმცა კი შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, როგორც ქრისტეს მოციქულები.

იგავნი 28:23
მამხილებელი კაცი ბოლოს უფრო მეტ მადლს ჰპოვებს, ვიდრე პირფერი ენის პატრონი.

იგავნი 16:13
მოსაწონია მეფეთათვის მართალი ბაგენი და უყვართ მათ წრფელად მოლაპარაკენი.

იგავნი 27:9
ნელსაცხებელი და საკმეველი გულს ახარებს, ხოლო მეგობრის რჩევა უფრო ტკბილია.

იგავნი 16:17-18
გემუდარებით ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ისწავლეთ, და ზურგი აქციეთ მათ; ვინაიდან ასეთი ადამიანები ემსახურებიან არა ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, არამედ თავიანთ მუცელს და ლამაზი სიტყვებით და მოფერებით აცდენენ უმანკოთა გულებს.

2 ტიმოთეს 4:3-4
ვინაიდან დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებას ვეღარ აიტანენ, არამედ თავიანთი გულისთქმებისამებრ შემოიკრებენ ყურის მომქავებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას ყურს აარიდებენ და ზღაპრებისკენ მიმართავენ.

2 მეფეთა 14:17-20
ფიქრობდა შენი მხევალი: ნუგეშად მექნება-მეთქი ჩემი ბატონი მეფის სიტყვა, რადგან ღვთის ანგელოზივითაა იგი, გამრჩევი კეთილისა და ბოროტისა; დაე უფალი, შენი ღმერთი, იყოს შენთან”. უთხრა მეფემ დედაკაცს: „რაღაცას გკითხავ და ნუ დამიფარავ”. თქვა დედაკაცმა: „დაე მკითხოს მეფემ, ჩემმა ბატონმა”. ჰკითხა: „იოაბის ხელი ურევია ამ საქმეში?” მიუგო: „იცოცხლოს შენმა სულმა, მეფევ, ჩემო ბატონო, ვერც მარჯვნივ გადაუხვევს ვინმე და ვერც მარცხნივ ჩემი ბატონი მეფის ნათქვამს; სწორედ შენმა მსახურმა იოაბმა დამარიგა და მან ჩამაგონა, რომ ეს სიტყვები მეთქვა. პირდაპირ რომ არ ეთქვა სათქმელი, იმიტომ მოიქცა ასე შენი მსახური იოაბი, მაგრამ ღვთის ანგელოზივით ბრძენია ჩემი ბატონი, ყოველივეს ხვდება, რაც ამ ქვეყნად ხდება”.

2 მეფეთა 15:2-6
ადგებოდა დილაადრიანად აბესალომი, დადგებოდა კარიბჭისკენ მიმავალ გზაზე, და ყველას, ვინც მეფესთან სამართლის საძებრად მიდიოდა, თავისთან იხმობდა და ეკითხებოდა: „რომელი ქალაქიდან ხარ?” პასუხობდნენ: „ისრაელის ამა და ამ ტომიდან ვარო შენი მსახური”. ეტყოდა აბესალომი: „კარგია და სამართლიანია შენი საქმე, მაგრამ არავინ მოგისმენს მეფის კარზე!” ამბობდა აბესალომი: „ნეტავ მსაჯულად ვიყო ამ ქვეყანაში! ვისაც სადაო საქმე და საჩივარი ექნებოდა, ყველა ჩემთან მოვიდოდა, და მეც სამართალს გავუჩენდი”. წამოაყენებდა ხოლმე თაყვანსაცემად მისულ კაცს, მოეხვეოდა და აკოცებდა. ასე ექცეოდა აბესალომი ყველა ისრაელიანს, ვინც სამართლის საძებრად მიდიოდა მეფესთან; და მოიგო აბესალომმა ისრაელის ძეთა გული.

მათეს 22:16
ჰეროდიანებთან ერთად მიუგზავნეს მას თავიანთი მოწაფენი და ჰკითხეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ და ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას; არავის ერიდები და კაცთა გარეგნობას არ უყურებ.

ფსალმუნები 35:2
პირფერობით იტყუებს თავს, თითქოს ეძებს თავის დანაშაულს, რომ შეიძულოს ის.

დანიელი 11:34
შევიწროებისას მცირეოდენ შეწევნას მიიღებენ და მრავალი მიემხრობა მათ თვალთმაქცობით.

ეზეკიელი 12:24
რადგან აღარ იქნება არავითარი ცრუ წინასწარხილვა და პირმოთნე მკითხაობა ისრაელის სახლის შიგნით.

იგავნი 20:19
დაიარება ცილისმწამებელი და საიდუმლოს ამხელს; ჭორიკანას ნუ დაუახლოვდები.

იგავნი 7:21-23
მრავალსიტყვაობით აცდუნა, ლაქარდიანი ბაგით მონუსხა იგი. მყისვე უკან გაჰყვა დასაკლავი ხარივით და შებორკილი სულელივით, დასასჯელად რომ მიჰყავთ. ფრინველივით იჩქარის მახისკენ, სანამ ისარი არ დალახვრავს მის ღვიძლს; ის კი არ იცის, რომ სულს დაიღუპავს.

იობი 17:5
ვინც ანგარებით გასცემს მეგობრებს, მისი ძეების თვალები დაბნელდება.

Close
Close