პასუხგაუცემელი ლოცვები ბიბლიური ციტატები

იაკობის 4:3
ითხოვთ და ვერ იღებთ, რადგან ბოროტი განზრახვით ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმებისთვის გაფლანგოთ.

ფსალმუნები 65:18
სიმრუდე რომ შეემჩნია ჩემს გულში, არ შეისმენდა უფალი.

ესაია 59:2
არამედ თქვენი ურჯულოება გახდა გამყოფი თქვენსა და თქვენს ღმერთს შორის, თქვენმა ცოდვებმა დაფარეს მისი სახე თქვენგან და არ ისმენს!

იოანეს 9:31
ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს. არამედ, მხოლოდ იმას, ვინც ღმერთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, იმას უსმენს იგი.

მალაქია 1:7-9
შებილწული პური მოგაქვთ ჩემს სამსხვერპლოზე და კითხულობთ: რითი შეგბილწეთო? იმით, რომ ამბობთ: უფლის ტაბლა რა პატივის ღირსიაო! ბრმას რომ მწირავთ მსხვერპლად, განა ეს ბოროტება არ არის? კოჭლი და სნეული რომ მოგყავთ, განა ეს ბოროტება არ არის? აბა მიართვი იგი შენს ხელისუფალს, თუ მოგიწონებს, ან სიკეთით თუ გადაგიხდის? – ამბობს ცაბაოთ უფალი. ახლა შეევედრეთ ღმერთს, იქნებ შეგიწყალოთ. ასეთი შესაწირის შემდეგ, განა კეთილად მიგიღებთ? – ამბობს ცაბაოთ უფალი.

იერემია 14:10
ასე ამბობს უფალი ამ ხალხზე: „რაკი ხეტიალი უყვართ, რაკი ფეხებს ვერ აკავებენ, არც უფალი მიიღებს მათ; გაიხსენებს მათ ურჯულოებას და ცოდვებს მოჰკითხავს”.

იგავნი 1:24-25
რადგან გიხმობდით და უარმყოფდით, ხელს ვიწვდენდი და არავინ ისმენდით; უკუაგდეთ ჩემი რჩევები; ყური არ ათხოვეთ ჩემს შეგონებებს.

იგავნი 28:9
ვინც რჯულის მოსმენას ყურს არიდებს, მისი ლოცვაც კი სისაძაგლეა.

ზაქარია 7:11-13
მაგრამ მათ არ მოისურვეს ყურის დაგდება, ურჩი მხრები აიჩეჩეს და ყურები დაიმძიმეს, რომ არ შეესმინათ. გულები გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, ცაბაოთ უფალმა რომ მოავლინა თავისი სულით წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით; ამიტომ იყო მათზე დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან. და როგორც ვუხმობდი და არ მისმინეს, ასევე არ ვუსმინე მათ, როცა მიხმობდნენ – ამბობს ცაბაოთ უფალი.

იგავნი 21:13
ვინც ყურს მოიყრუებს ღარიბის ღაღადზე, თვითონაც მოუხმობს ერთ დღეს და არავინ უპასუხებს.

ესაია 1:15
ხელებს რომ იწვდით, მე თვალს გარიდებთ, რამდენიც უნდა ილოცოთ, არ მოგისმენთ – ხელები სისხლით გაქვთ სავსე.

იერემია 11:11-14
ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, უბედურებას მოვაწევ მათზე, რომელსაც თავს ვერ დააღწევენ; მაშინ კი შემომღაღადებენ, მაგრამ აღარ მოვუსმენ. წავლენ იუდას ქალაქები და იერუსალიმის მცხოვრებნი და შეჰღაღადებენ ღმერთებს, რომელთაც უკმევენ, მაგრამ ისინი ვერ გამოიხსნიან უბედურებიდან. აკი შენი ქალაქების რიცხვისამებრ გყავდა ღმერთები, იუდასა და იერუსალიმის ქუჩების რიცხვისამებრ აღმართეთ სამსხვერპლოები სამარცხვინოდ, სამსხვერპლოები ბაყალისთვის საკმევად. შენ კი ნუ ილოცებ ამ ხალხისთვის და ნურც ლოცვა-ვედრებას აღავლენ მათთვის, რადგან არ შევისმენ, როცა მათი უბედურების გამო შემომღაღადებ.

ეზეკიელი 8:15-18
მითხრა: „ხომ ხედავ, ძეო კაცისავ? კვლავ მობრუნდი და ამაზე დიდ სისაძაგლეებს იხილავ!” მიმიყვანა უფლის ტაძრის შიდა ეზოსთან და, აჰა, უფლის ტაძრის შესასვლელთან, კარსა და სამსხვერპლოს შორის დაახლოებით ოცდახუთი კაცი დამდგარა უფლის ტაძრისკენ ზურგშექცევით, აღმოსავლეთით მიუმართავთ პირი და თაყვანს სცემენ აღმოსავლეთით მზეს. მითხრა: „ხომ ნახე, ძეო კაცისავ? ცოტაა იუდას ტაძრისთვის იმ სისაძაგლეთა ჩადენა, რასაც აქ სჩადის? აავსეს ქვეყანა ძალადობით და მეტად და მეტად მანრისხებენ; აჰა, რტოები მიაქვთ ცხვირთან. მეც გულისწყრომით მოვექცევი, არ შეიცოდებს თვალი ჩემი და არ შევიბრალებ; თუნდაც დიდი ხმით შემომღაღადონ ყურში, არ შევისმენ მათსას”.

იაკობის 1:6-7
ოღონდ რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ზღვის ტალღას ჰგავს, ქარით ატანილსა და მიმოტაცებულს. ნუ ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღმერთისგან რაიმეს მიიღებს.

იობი 27:8-9
რადგან რა არის უღმერთოს იმედი, როცა მოჰკვეთს, როცა სულს ამოართმევს მას ღმერთი? განა შეისმენს ღმერთი მის ღაღადს, როცა გასაჭირი წამოადგება თავზე?

იობი 35:12-13
ღაღადებენ იქ ისინი, მაგრამ არ პასუხობს იგი, ბოროტეულთა ამპარტავნობის გამო. ჭეშმარიტად, არ შეისმენს ღმერთი ამაო ლოცვას და არ მოხედავს მას ყოვლადძლიერი.

ლუკას 18:10-14
„ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად, ერთი ფარისეველი იყო, მეორე – მებაჟე. ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: გმადლობ შენ ღმერთო, რომ სხვა ადამიანების მსგავსი არა ვარ – მძარცველი, უსამართლო და მრუში ან როგორიც ეს მებაჟეა. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან. ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა, ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი. თქვენ გეუბნებით: ეს კაცი უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე ის, რადგან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება”.

მიქა 3:2-4
სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ჩემს ხალხს ტყავს აძრობთ და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ. ჩემი ხალხის ხორცს ჭამთ და ტყავს აძრობთ მათ; ძვლებს უმტვრევთ და ანაკუწებთ, როგორც ქოთანში და ხორცს, როგორც ქვაბში ჩასაყრელად. მაშინ შეჰღაღადებთ უფალს, ის კი არ გიპასუხებთ; სახეს დაგიმალავთ ღაღადისას, რადგან ბოროტ საქმეებს სჩადიოდით.


მსგავსი თემები:

პასუხგაცემული ლოცვები

Close
Close