ეფესელთა 4:21
რადგან მოგისმენიათ მისთვის და მასში ხართ განსწავლულნი – ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება,
იოანეს 1:14
და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისგან მხოლოდშობილის დიდება.
იოანეს 14:6
უთხრა მას იესომ: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მიდის, თუ არა ჩემით.
გალატელთა 1:11-12
ხოლო გაუწყებთ თქვენ, ძმებო, რომ სახარება, რომელსაც ვახარებ, ადამიანური არ არის. ვინაიდან არც მე მიმიღია და მისწავლია იგი ადამიანისგან, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით.
2 ტიმოთეს 1:13-14
ამ მიზეზით ვიტანჯები ასე, მაგრამ არ მრცხვენია, რადგან ვიცი ვინ ვიწამე, და მწამს, რომ ძალუძს მას იმ დღემდე დაიცვას ის საწინდარი, რომელიც მომენდო. ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენითა და სიყვარულით, რომლებიც ქრისტე იესოშია. შეინახე კეთილი საწინდარი სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში.
2 კორინთელთა 11:3-4
მაგრამ ვშიშობ, რომ როგორც გველმა აცდუნა ევა თავისი მზაკვრობით, ასევე არ გაიხრწნას თქვენი გონება და არ გადაუხვიოთ უბრალოებასა და სიწმიდეს ქრისტეში. ვინაიდან სიხარულით იწყნარებთ მათ, რომლებიც მოდიან და გიქადაგებენ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია; და ღებულობთ სხვა სულს და სხვა სახარებას, რომელიც ჩვენგან არ მიგიღიათ.
გალატელთა 1:6-9
მიკვირს, რომ ასე მალე გადახვედით სხვა სახარებაზე იმისგან, ვინც მოგიწოდათ ქრისტეს მადლით. თუმცაღა არ არსებობს სხვა სახარება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც არეულობა შემოაქვთ თქვენში და სურთ დაამახინჯონ ქრისტეს სახარება. მაგრამ თუნდაც ჩვენ ან ანგელოზმა ზეციდან გახაროთ არა ის, რასაც ჩვენ გახარებდით, წყეულიმც იყოს იგი. როგორც უკვე ვთქვით, ახლა კიდევ ვამბობ: თუ ვინმემ გახაროთ არა ის, რაც მიიღეთ, წყეულიმც იყოს.
გალატელთა 2:5
ერთი საათითაც არ დავნებებულვართ, რათა სახარების ჭეშმარიტება დაცულიყო თქვენში.
კოლასელთა 1:5-6
თქვენთვის ზეცაში გამზადებული იმედის გამო, წინასწარ რომ გესმათ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით, რომელიც მოვიდა თქვენთან, როგორც მთელ მსოფლიოში, და მოაქვს ნაყოფი და იზრდება, ისევე, როგორც თქვენში, მოყოლებული იმ დღიდან, რაც ისმინეთ და შეიცანით ღვთის მადლი ჭეშმარიტებაში,
1 ტიმოთეს 1:9-11
ვიცით, რომ რჯული დადგენილია არა მართალთათვის, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღმერთოთა და ცოდვილთა, გარყვნილთა და ბილწთა, მამისმკვლელთათვის, დედისმკვლელთათვის და კაცისმკვლელთათვის; მეძავთა და მამათმავალთა, კაცისმპარავთა და ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, საღ მოძღვრებას რომ ეწინააღმდეგებიან. თანახმად კურთხეული ღმერთის დიდებული სახარებისა, მე რომ მაქვს მონდობილი.
1 ტიმოთეს 3:16
უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის ეს საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცში, გამართლებულ იქნა სულში, დანახულ იქნა ანგელოზების მიერ, ნაქადაგები იქნა ერებს შორის, რწმენით იქნა მიღებული ქვეყნიერებაზე და ამაღლდა დიდებაში.
რომაელთა 1:3-4
თავის ძეზე, დავითის თესლისგან რომ იშვა სხეულებრივად, სიწმიდის სულის მეშვეობით მკვდრეთით აღმდგარი, ძალაში რომ იქნა დადგენილი ღვთის ძედ – იესო ქრისტე, ჩვენი უფალი,
1 კორინთელთა 15:3-5
რადგან, პირველ რიგში, გადმოგეცით ის, რაც თვითონ მივიღე, რომ ქრისტე წერილების თანახმად მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის, დაიკრძალა და, წერილებისავე თანახმად, აღდგა მესამე დღეს. გამოეცხადა კეფას და შემდეგ – თორმეტს;
ფილიპელთა 2:5-11
ის ზრახვანი იქონიეთ თქვენში, რაც ქრისტე იესოშია, მან, თუმცა ღვთის ხატება იყო, მისატაცებელ რამედ არ ჩათვალა ღვთის თანასწორად ყოფნა, არამედ წარმოიცარიელა თავი მონის ხატება რომ მიიღო, გახდა რა მსგავსი ადამიანებისა. აღმოჩნდა რა ადამიანის სხეულში, თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე და თანაც ჯვარცმით სიკვდილამდე. ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი. რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და მიწისქვეშეთესამ; და ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად.
1 ტიმოთეს 2:7
რის მქადაგებლად და მოციქულადაც ვარ დადგენილი – ჭეშმარიტებას ვლაპარაკობ ქრისტეში, არ ვცრუობ, – წარმართთა მასწავლებლად რწმენასა და ჭეშმარიტებაში.
1 ტიმოთეს 4:6
თუ ასე შთააგონებ ძმებს, იქნები იესო ქრისტეს კეთილი მსახური, გამოკვებილი რწმენის სიტყვებითა და კეთილი მოძღვრებით, რომლის მიმდევარიც გახდი.
2 ტიმოთეს 2:2
და რაც მრავალი მოწმის თანდასწრებით მოისმინე ჩემგან, ის გადაეცი ერთგულ ადამიანებს, რომელთაც სხვათა განსწავლის უნარიც ექნებათ.
ტიტეს 1:9
სარწმუნო სიტყვის მიმდევარი, მოძღვრების მიხედვით, რომ საღი მოძღვრებით შეეძლოს შეგონება და მოწინააღმდეგეთა მხილება.
1 ტიმოთეს 6:20-21
ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი მობარებულს, განერიდე ამქვეყნიურ ლაყბობას და ეგრეთწოდებული მოძღვრების უკუღმართ დებულებებს, ზოგიერთებმა რომ აღიარეს და რწმენას ჩამოშორდნენ. მადლი შენთან, ამინ!
1 იოანე 4:2-3
ასე შეიცანით ღვთის სული: ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორცში მოსულ იესო ქრისტეს, ღვთისგან არის; ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს იესოს, ღვთისაგან არ არის, არამედ ეს არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა, და ის ახლა უკვე ქვეყნიერებაზეა.
1 იოანე 4:15
ვინც აღიარებს, რომ იესო არის ძე ღვთისა, ღმერთი მასში რჩება, ის – ღმერთში.
1 იოანე 5:1
ყოველი, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღმერთისგან არის შობილი, და ყველას, ვისაც მშობელი უყვარს, მისგან შობილიც უყვარს.
იოანეს 16:13
მაგრამ როცა მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გამოგიცხადებთ.
1 კორინთელთა 11:1
მომბაძეთ მე, როგორც მე – ქრისტეს.
1 პეტრეს 2:21
ვინაიდან ამისათვის ხართ კიდეც მოწოდებულნი: ქრისტეც ხომ ეტანჯა თქვენთვის და ნიმუშიც დაგიტოვათ, რათა მის კვალს მიჰყვეთ;
1 იოანე 2:6
ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, მოვალეა ისევე მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა.
იოანეს 14:15
თუ მე გიყვარვართ, დაიცავთ ჩემს მცნებებს.
იაკობი 2:19
შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან.
ტიტეს 1:10-14
ვინაიდან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთაგან, რომლებსაც პირი უნდა აეკრათ: ისინი რყვნიან მთელ სახლებს, რადგან სამარცხვინო ანგარების გამო იმას ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, მათმავე წინასწარმეტყველმა, თქვა: კრეტელნი მუდამ ცრუნი არიან, ბოროტი მხეცები, უქნარა სტომაქები. ეს მოწმობა სამართლიანია. ამ მიზეზით მკაცრად ამხილე ისინი, რათა საღნი იყვნენ რწმენაში. ყურად არ იღონ იუდეველთა ზღაპრები და იმ კაცთა მცნებანი, ვინც განერიდა ჭეშმარიტებას.
გალატელთა 2:15-21
ჩვენ ბუნებით იუდეველნი ვართ და არა ცოდვილნი წარმართთაგან. მაგრამ რაკი შევიტყვეთ, რომ ადამიანი გამართლდება არა რჯულის საქმეებით, არამედ იესო ქრისტეს რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა გავმართლდეთ ქრისტეში რწმენით და არა რჯულის საქმეებით. ვინაიდან რჯულის საქმეებით ვერა ხორციელი ვერ გამართლდება. ხოლო თუ ქრისტეში გამართლების მძებნელნი ცოდვილნი აღმოვჩნდით, განა ქრისტე ცოდვის მსახურია? არამც და არამც! ვინაიდან თუ კვლავ იმას ვაშენებ, რაც დავანგრიე, ამით დამნაშავედ ვხდი ჩემს თავს. მე რჯულის მეშვეობით მოვკვდი რჯულისთვის, რათა ღვთისთვის ვიცოცხლო! ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული! მე უკვე აღარ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ სხეულში ვცხოვრობ, რწმენით ვცოცხლობ, ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის. არ უგულებელვყოფ ღვთის მადლს, ვინაიდან თუ რჯულითაა გამართლება, აბა, ამაოდ მომკვდარა ქრისტე!