ფსალმუნები 67:6
ღმერთი სახლს აძლევს მარტოხელებს, კეთილდღეობაში გამოჰყავს პატიმრები, ურჩნი კი ხრიოკზე რჩებიან.
საქმეები 3:1
პეტრე და იოანე ერთად ადიოდნენ ტაძარში ლოცვის მეცხრე საათზე.
ებრაელთა 10:25
ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, ზოგიერთებს რომ სჩვევიათ, არამედ ვამხნევებდეთ ერთმანეთს, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას.
ნეემია 4:13
მაშინ, დაბლობ ადგილებში, კედლის უკან და მოშიშვლებულ ადგილებში ხალხი ჩავაყენე, საგვარეულოების მიხედვით, თავიანთი მახვილებით, შუბებითა და მშვილდებით.
2 მეფეთა 18:31-33
აჰა, მოვიდა ქუშელიც; თქვა: „ეუწყოს კეთილი ამბავი მეფეს, ჩემს ბატონს, რადგან უფალმა თავისი სამართლით გიხსნა დღეს ყოველი ამბოხებულის ხელიდან”. ჰკითხა მეფემ ქუშელს: „მშვიდობითაა ჭაბუკი აბესალომი?” მიუგო ქუშელმა: „ისე გახდნენ მეფის, ჩემი ბატონის მტრები და ყოველი, ვინც შენს წინააღმდეგ აღდგა, როგორც ის ჭაბუკია!” შეძრწუნდა მეფე. კარიბჭის ერდოზე ავიდა და თან მოსთქვამდა: „შვილო, აბესალომ! შვილო, აბესალომ! ნეტავ მე მოვმკვდარიყავი შენს მაგიერ! შვილო, აბესალომ! შვილო!”
ნაუმი 1:11-18
უთხრეს ნაყომის: „შენთან ერთად დავბრუნდებით შენს ხალხთან!” მაგრამ უპასუხა ნაყომიმ: „გაბრუნდით, ჩემო ასულნო, რად მომყვებით? განა კიდევ მეყოლება ვაჟები, რომ თქვენზე იქორწინონ? გაბრუნდით, ჩემო ასულნო, წადით! დავბერდი, იმისთვის რომ ქმარი მყავდეს. კიდეც რომ ვიფიქრო, იმედიც რომ მქონდეს, ამაღამაც რომ შევიდე ქმართან და ვშვა ძენი, ნუთუ დაელოდებით მათ დაზრდას? განა მათი გულისთვის დარჩებით გაუთხოვარნი? არა, ჩემო ასულნო, ეს ყველაფერი ჩემთვის უფრო მწარეა, ვიდრე თქვენთვის, რადგან მომწვდა უფლის ხელი!” კვლავ აღიმაღლეს ხმა და აქვითინდნენ. და ეამბორა ყორფა თავის დედამთილს გამოსამშვიდობებლად, რუთი კი არ მოეშვა. უთხრა: „აჰა, შენი მაზლის ცოლი ბრუნდება თავის ხალხთან და ღმერთთან. შენც დაბრუნდი!” უპასუხა რუთმა: „ნუ მთხოვ, რომ წავიდე და დაგტოვო; სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ; სადაც შენ გაჩერდები, მეც იქ გავჩერდები. შენი ხალხი, ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი – ჩემი ღმერთი. სადაც მოკვდები, მეც იქ მოვკვდები და დავიმარხები. ასე და ასე მიყოს უფალმა და უფრო მეტიც, თუ სიკვდილის გარდა, სხვა რამემ დაგვაშოროს ერთმანეთს!” დაინახა ნაყომიმ, რომ მტკიცედ გადაწყვიტა მასთან ერთად წასვლა რუთმა და აღარაფერი უთხრა.
საქმეები 23:12-24
რომ გათენდა, იუდეველთაგან ზოგიერთნი შეითქვნენ და დაიფიცეს, რომ არ ეჭამათ და არ ესვათ, სანამ პავლეს არ მოკლავდნენ. ორმოცზე მეტნი იყვნენ შეთქმულები. მივიდნენ ისინი მღვდელმთავრებთან და უხუცესებთან და უთხრეს: „დავიფიცეთ, რომ არაფერს ვიგემებთ, სანამ პავლეს არ მოვკლავთ. თქვენ და სინედრიონმა ათასისთავს შეუთვალეთ, რომ თქვენთან მოიყვანოს იგი, ვითომ უფრო დაწვრილებით გინდათ მისი საქმის გამოძიება; ჩვენ კი, ვიდრე თქვენამდე მოაღწევს, მზად ვიქნებით მის მოსაკლავად”. შეიტყო ეს ვერაგობა პავლეს დისწულმა, წავიდა, შევიდა ციხე-სიმაგრეში და პავლეს უთხრა. პავლემ კი ერთი ასისთავთაგანი იხმო და უთხრა: „ეს ჭაბუკი ათასისთავთან მიიყვანე, რაღაც აქვს მისთვის სათქმელი”. მანაც წაიყვანა, ათასისთავთან მიიყვანა და უთხრა: „პატიმარმა პავლემ დამიძახა და მთხოვა, ეს ჭაბუკი შენთან მომეყვანა, რადგან სათქმელი აქვს შენთვის”. ათასისთავმა ხელი მოჰკიდა მას, განზე გაიყვანა და ჰკითხა: „რა არის, რა გაქვს ჩემთვის სათქმელი?” მან უთხრა: „იუდევლები შეთანხმდნენ გთხოვონ, რომ ხვალ პავლე სინედრიონში წაიყვანო, თითქოს მისი საქმის უფრო დაწვრილებით გამოკვლევა სურდეთ. მაგრამ ნუ დაუჯერებ მათ; ორმოცზე მეტი კაცი, რომელთაც ფიცი დადეს, არც ჭამონ და არც სვან, სანამ პავლეს არ მოკლავენ, ჩასაფრდნენ და გამზადებულნი არიან, შენს ბრძანებასღა ელიან”. გაუშვა ათასისთავმა ჭაბუკი, თან უბრძანა, არავის უთხრა, რაც მე შემატყობინეო. გამოიძახა ორი ასისთავთაგანი და უთხრა: „ღამის მესამე საათისთვის ორასი ჯარისკაცი, სამოცდაათი ცხენოსანი და ორასი შუბოსანი მოამზადეთ კესარიაში წასასვლელად, და პირუტყვიც, პავლეს შესასმელად, რათა გამგებელ ფელიქსთან მიიყვანოთ”.
იერემია 31:29
იმ დღეებში აღარ იტყვიან: „მამებმა ჭამეს მკვახე ყურძენი და შვილებს კბილები მოეკვეთათო!”
1 კორინთელთა 7:14
რადგან ურწმუნო ქმარი ცოლით განიწმიდება და ურწმუნო ცოლი ქმრით განიწმიდება; სხვანაირად თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან.
გალატელთა 3:28
და აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.