იაკობის 1:27
წმიდა და შეუბღალავი საწმუნოება მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი სოფლისაგან.
იოანეს 14:28
ხომ მოისმინეთ, რომ გითხარით: მივდივარ და დავბრუნდები თქვენთან. რომ გყვარებოდით, გაგიხარდებოდათ, რაკი მამასთან მივდივარ, რადგან ჩემზე დიდია მამა.
ფსალმუნები 67:5
მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა – ღმერთი მის წმიდა სადგომშია,
ფსალმუნები 145:9
უფალი იცავს შემოხიზნულებს; ქვრივ-ობლებს გაამხნევებს, და ბორორტთა მრუდე გზებით ატარებს.
იობი 29:12
რადგან მიხსნია ღატაკი, შველას რომ ითხოვდა, და ობოლი, შემწე რომ არ ჰყავდა.
მათეს 6:1-4
ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან. ჰოდა, როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა. რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ ცხადად.
რომაელთა 13:7
ამრიგად, მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი – ხარკი, ვისაც ბაჟი – ბაჟი, ვისაც შიში – შიში, ვისაც პატივი – პატივი.
მეორე რჯული 14:28-29
სამი წლის ბოლოს აიღე მეათედი იმ წლის მოსავლიდან და დააწყვე შენს კარიბჭეებში. და მოვიდეს ლევიანი, რადგან არ გააჩნია მას წილი და სამკვიდრო; ობოლი და ქვრივი, რომელნიც შენს კარიბჭეებში არიან, და ჭამონ და გაძღნენ, რათა გაკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, შენი ხელის ყოველ ნაქმარში, რასაც გააკეთებ.
ანგია 2:8
ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო,’ – ამბობს ცაბაოთ უფალი.-
იერემია 22:3
ასე თქვა უფალმა: ‘ქმენით სამართალი და სიმართლე, და დაიხსენით წართმეული მძარცველის ხელიდან, და მწირს და ობოლს და ქვრივს ნუ მოატყუებთ, ნუ გაძარცვავთ და უდანაშაულო სისხლს ნუ დაღვრით ამ ადგილზე.
იგავნი 22:9
კეთილმოსურნე კურთხეულ იქნება, რადგან თავისი პურიდან მისცა ღარიბს.
გალატელთა 6:7
ნუ მოტყუვდებით: ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის.
გამოსვლა 22:22
არ დაჩაგრო ქვრივი და ობოლი.
იოანეს 14:15-21
„თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით. მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ, ჭეშმარიტების სულს, რისი მიღებაც არ შეუძლია სოფელს, რადგან ვერ ხედავს და არ იცნობს მას. თქვენ კი იცნობთ მას, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება. ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან. კიდევ ცოტაც, და სოფელი ვეღარ მიხილავს, თქვენ კი მიხილავთ, რადგან მე ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ. იმ დღეს გაიგებთ, რომ მე ჩემს მამაში ვარ და თქვენ ჩემში, და მე თქვენში. ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები.”
ფსალმუნები 81:3
განიკითხეთ საპყარი და ობოლი, ღარიბი და ღატაკი გაამართლეთ.
გოდება იერემიასი 5:3
დავობლდით, აღარ გვყავს მამა, ჩვენი დედები ქვრივებივით არიან.
იგავნი 23:10
ნუ გადასცდები ძველ საზღვარს და ობოლთა მინდვრებში ნუ შეხვალ,
ფსალმუნები 93:6
ქვრივსა და ხიზანს ხოცავენ და ობლებს ჟლეტენ.
ესაია 58:7
განა იმისათვის არ არის, რომ გაუნაწილო შენი პური მშიერს და ღარიბნი და უსახლკარონი შემოიყვანო სახლში? როდესაც დაინახავ შიშველს, შემოსე იგი და შენს სისხლსა და ხორცს ნუ უგულვებელჰყოფ.
იობი 31:16-18
თუ ოდესმე უარი მეთქვას ღატაკთა სათხოვარზე, ან ქვრივის თვალები გამეწბილებინოს, ან თუ ჩემი პურის ლუკმა მარტოს მეჭამოს და ობლისათვის არ გამეყოს, რადგან ყრმობიდანვე ისე იზრდებოდა ჩემთან, როგორც მამასთან, და დედაჩემის მუცლიდანვე ვუძღვებოდი მას;
იობი 6:27
ობოლზეც კი წილს იყრით და ძირს უთხრით თქვენს მეგობარს.
ესთერი 2:7
პატრონობდა იგი ჰადასას ანუ ესთერს, თავის ბიძაშვილს, რადგან არც მამა ჰყადა მას, არც დედა. ტანადი და პირმშვენიერი იყო ყმაწვილი ქალი. როცა დედ-მამა დაეხოცა, იშვილა იგი მარდოქაიმ.
ფსალმუნები 9:18
სამუდამოდ არ იქნება დავიწყებული ღატაკი, სამარადისოდ – დაკარგული უპოვართა იმედი.
საქმეები 20:35
ყველაფერი გიჩვენეთ თქვენ, რომ ასეთი შრომით უნდა შეეწიოთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვა, როგორც მან თქვა: “გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.”
იერემია 7:6
მწირს, ობოლსა და ქვრივს არ დაჩაგრავთ და უდანაშაულო სისხლს არ დაღვრით ამ ადგილზე, და თუ სხვა ღმერთებს არ გამოედევნებით თქვენს საუბედუროდ,