იაკობის 5:13
ვინც იტანჯება თქვენს შორის, ილოცოს, ვისაც უხარია, იგალობოს.
4 მეფეთა 19:16
ყური მოაპყარ, უფალო, და ისმინე, თვალი გაახილე და დაინახე; გაიგონე სანხერიბის სიტყვები, ცოცხალი ღვთის საგინებლად რომ შემოთვალა.
ნეემია 9:32
ახლა კი, ღმერთო ჩვენო, ღმერთო დიდო, ძლიერო და საშინელო, აღთქმისა და წყალობის შემნახველო, თვალში ნუ გეცოტავება ის გაჭირვება, რაც ჩვენ, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მღვდლებს, ჩვენს წინასწარმეტყველებს, ჩვენს მამებს და ჩვენს ხალხს შეემთხვა აშურის მეფეთა დღეთაგან ამ დღემდე.
ფსალმუნები 9:13
შემიწყალე, უფალო, იხილე ჩემი შეჭირვება ჩემი მტრებისაგან, აღმამაღლე სიკვდილის კარიბჭიდან,
გოდება იერემიასი 5:1
გაიხსენე, უფალო, რა დაგვემართა ჩვენ, შეხედე და იხილე ჩვენი შერცხვენა.
ფსალმუნები 9:22
რატომ დგახარ, უფალო, შორს? თვალს მარიდებ გაჭირვების ჟამს.
ფსალმუნები 101:2
ნუ დაფარავ შენს სახეს ჩემგან ჩემი გაჭირვების ჟამს, მომაპყარ ყური, რომელ დღესაც მოგიხმობ, მსწრაფლ მიპასუხე.
ფსალმუნები 50:11
ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს.
ფსალმუნები 4:6
მრავალნი ამბობენ: „ვინ გვიჩვენებს სიკეთეს?” გადმოგვაფინე შუქი შენი სახისა, უფალო!
ფსალმუნები 118:76
დაე, იყოს შენი წყალობა ჩემს სანუგეშოდ, როგორც აღუთქვი შენს მორჩილს!
ფსალმუნები 38:12-13
მოისმინე ჩემი ლოცვა, უფალო, და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ჩემი ცრემლის მიმართ ნუ დადუმდები, რადგან მწირი ვარ შენი, და ერთი ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა-პაპანი. მზერა მომაშორე, რათა მოვმაგრდე, ვიდრე წავიდოდე და აღარ ვიქნებოდე.”
ფსალმუნები 24:17
განივრცო ტანჯვა ჩემი გულისა, მიხსენი ჩემი გაჭირვებიდან.
ფსალმუნები 38:10
ამარიდე სასჯელი შენი; შენი ხელის დარტყმისაგან დარბეული ვარ.
ესაია 64:9-12
მეტისმეტად ნუ მრისხანებ, უფალო, და სამარადისოდ ნუ გახსოვს ჩვენი ცოდვა. აჰა, მოგვხედე, შენი ხალხი ვართ ყველანი! 10 შენი წმიდა ქალაქები უდაბნოდ იქცა; გაუდაბურდა სიონი, გაუკაცრიელდა იერუსალიმი! ჩვენი სახლი, წმიდა და დიდებული, სადაც ჩვენი მამა-პაპა ქებას აღგივლენდა, ცეცხლს მიეცა და ჩვენი სანატრელი ადგილები გაუკაცრიელდა. ნუთუ არ შეგძრავს, უფალო, ეს ამბები? ნუთუ კვლავ იდუმებ და გაგვტანჯავ მეტისმეტად?
იერემია 17:14
განმკურნე მე, უფალო და განვიკურნები, დამიხსენი და დახსნილი ვიქნები, რადგან შენა ხარ ჩემი საქებარი.
ფსალმუნები 38:8
ყოველი ჩემი ბრალისაგან გადამარჩინე, ნუ გამხდი ბრიყვის სალანძღავად.
ფსალმუნები 50:1
შემიწყალე, ღმერთო, შენი წყალობისამებრ, შენი მრავალი შემბრალებლობისამებრ წაშალე ჩემი დანაშაული.
ფსალმუნები 78:8
ნუ გაგვიხსენებ წინაპართა ცოდვებს; მალე შეგვეგებოს წინ შენი წყალობა, რადგან მეტისმეტად დავჩაჩანაკდით.
ფსალმუნები 79:7
უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ, გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.
ფსალმუნები 84:4-8
მოგვაქციე, ღმერთო ჩვენო მხსნელო, და გააუქმე შენი გაჯავრება ჩვენზე. ნუთუ საუკუნოდ გაგვირისხდები, თაობიდან თაობამდე გააგრძელებ შენს მრისხანებას? ნუთუ აღარ დაგვიბრუნებ სიცოცხლეს, რათა შენმა ერმა იხაროს შენით? გვიჩვენე, უფალო, შენი წყალობა და შემწეობა გვიბოძე შენი. მე კი მოვისმენ, თუ რას იტყვის უფალი ღმერთი; რადგან მშვიდობას იტყვის თავის ერზე, და თავის წმიდებზე, თუკი დაგმობენ სიბრიყვეს.
იერემია 31:8
მესმის, რომ ნაღვლობს ეფრემი: ‘შენ დამსაჯე მე და დავისაჯე, როგორც გაუწვრთნელი ხბო, დამაბრუნე და დავბრუნდები მე, რადგან შენა ხარ უფალი, ჩემი ღმერთი.
იობი 34:32
შენ მასწავლე, რასაც ვერ ვხედავ. თუ უკეთურება ჩამიდენია, მეტს აღარ ვიზამ.
ფსალმუნები 26:11
მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე ჩემი მტრების გამო.
ფსალმუნები 142:10
შენი სახელის გულისათვის მაცოცხლე, უფალო. შენი სიმართლით გამოიყვანე გაჭირვებიდან ჩემი სული.
მარკოზის 9:24
ბავშვის მამამ მყისვე შესძახა ცრემლით და თქვა: „მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას.”
ფსალმუნები 6:2
შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები.
აბაკუმი 3:2
უფალო, გავიგონე შენგან გასაგონი და შემეშინდა. უფალო, იხსენ შენი ქმნილება სიცოცხლის შუაძალზე; გააცხადე სიცოცხლის შუაძალზე, რომ რისხვის დროსაც კი გახსოვს შეწყალება.
ფსალმუნები 50:8
მომასმენინე ლხინი და მხიარულება, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ დათრგუნე.
ფსალმუნები 68:29
ხოლო მე ღარიბი და დავრდომილი ვარ. შენმა შველამ, ღმერთო, დამიფაროს მე.
ფსალმუნები 89:14-15
გაგვაძღე გარიჟრაჟზე შენი წყალობით, და ვიხაროთ და ვილხინოთ ყოველთა დღეთა ჩვენთა. გაგვამხიარულე იმ დღეთა წილ, რომ გვტანჯავდი, იმ წელთა წილ, გაჭირვება რომ ვნახეთ.
4 მეფეთა 19:19
აწ გვიხსენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მისი ხელიდან, რათა გაიგოს ქვეყნიერების ყველა სამეფომ, რომ შენ ხარ უფალი, ერთადერთი ღმერთი.
2 ნეშტთა 20:12
ღმერთო ჩვენო, განა შენ არ დასდებ მათ მსჯავრს? რადგან უძლურნი ვართ ამ მრავალრიცხოვანი ურდოს წინაშე, ჩვენს წინააღმდეგ რომ არის მოსული. ჩვენ აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, რადგან შენსკენაა ჩვენი თვალი მიპყრობილი.”
ფსალმუნები 16:8-9
შემინახე თვალის ჩინივით, შენი ფრთების ჩრდილქვეშ შემიფარე ბოროტთაგან, რომელნიც თავს მესხმიან, მტრებისაგან, გარს რომ მერტყმიან სულის ამოსახდელად.
იობი 6:24
მასწავლეთ და დავდუმდები, და რა შემეშალა, გამაგებინეთ.
იობი 10:2
ვეტყვი უფალს: ‘ნუ მამტყუნებ, მაცოდინე, რისთვის მედავები?
იობი 13:23-24
რამდენი ბრალი და ცოდვა მაწევს? მაცოდინე ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა! რად მალავ სახეს? შენს მტრად რადა მთვლი?
ფსალმუნები 38:4
მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული და როგორია ხანგრძლივობა ჩემი დღეების, შევიტყო, რა არის ჩემი ბედისწერა.