კარგი მსახურები ბიბლიური ციტატები

3 მეფეთა 11:28
მამაცი კაცი იყო იერობყამი. დაინახა სოლომონმა, რომ კარგად ასრულებდა საქმეს ეს ახალგაზრდა და ჩააბარა იოსების სახლიდან გამოყვანილი ბეგარის ხალხი.

იგავნი 10:4
ზარმაცი ხელი აღარიბებს, გამრჯე ხელი ამდიდრებს.

იგავნი 22:29
გინახავს კაცი, თავისი საქმის ოსტატი? მეფეთა წინაშე წარსდგება იგი, და არა მდაბიოთა წინაშე.

მათეს 25:14-23
„ვინაიდან ეს ისე მოხდება, კაცმა რომ გამგზავრებამდე მოუხმო თავის მონებს და თავისი ქონება ჩააბარა. ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს – ორი და სხვას – ერთი; თითოეულს მისი შეძლების მიხედვით, და წავიდა. ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, იშრომა და დამატებით ხუთი მოიგო. ორის მიმღებმაც ორი სხვა მოიგო.  ხოლო ერთის მიმღები, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი. კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიში მოჰკითხა მათ.  მივიდა ხუთი ტალანტის მიმღები, სხვა ხუთი ტალანტიც მიუტანა და უთხრა: ბატონო, ხუთი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა სხვა ხუთი ტალანტიც მოვიგე. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში. მივიდა ორი ტალანტის მიმღები და უთხრა: ბატონო, ორი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ორი ტალანტიც მოვიგე. უთხრა მას ბატონმა: კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ; შედი შენი ბატონის სიხარულში.

1 კორინთელთა 4:2
მნეთაგან კი მოითხოვენ, რომ ერთგული იყოს.

გამოსვლა 21:5-6
ხოლო თუ ყმა იტყვის: „მიყვარს ჩემი ბატონი და ჩემი ცოლ-შვილი, არ მინდა თავისუფლებაო”, მაშინ მიიყვანოს მისმა ბატონმა ღვთის წინაშე მსაჯულებთან, მიაყენოს კართან ან წირთხლთან და გაუხვრიტოს ყური სადგისით; მისი მონა იქნება სამუდამოდ.

2 მეფეთა 15:21
მიუგო ითაიმ მეფეს: „უფალს და მეფეს, ჩემს ბატონს ვფიცავ, სადაც არ უნდა წავიდეს მეფე, ჩემი ბატონი, სასიკვდილოდ თუ სასიცოცხლოდ, შენი მსახურიც იქ იქნება”.

2 ნეშტთა 34:11-12
ხუროებსა და მშენებლებსაც მისცეს, თლილი ქვებისა და შემაერთებელი ძელების საყიდლად, რათა ის სახლები გადაეხურათ, იუდას მეფეებმა რომ დაარბიეს; კაცები საქმეს პატიოსნად აკეთებდნენ. მათი ზედამხედველები ლევიანები იყვნენ: იახათი და ობადია, მეარიას ძენი და ზაქარია და მეშულამი კოჰათელთაგან; და ყველა ლევიანი, ვინც მუსიკალურ საკრავებში იყო დახელოვნებული.

ნეემია 13:13
საგანძურთა ზედამხედველებად შელემია მღვდელი, ცადოკ მწერალი და ფედაია ლევიანი დავნიშნე და ეს იყო მათი საქმე. მათთან იყო ხანანი, ძე ზაქურ მათანიას ძისა, რადგან სანდოდ მიიჩნეოდნენ ისინი და მათზე იყო ძმათა შორის ყველაფრის დანაწილება.

იგავნი 25:13
როგორც თოვლის სიგრილე მკის დღეს, ისეა ერთგული მოციქული მისი წარმგზავნელისთვის – სულს უგრილებს თავის ბატონს.

დანიელი 6:4
ამიტომ საბაბს დაუწყეს ძებნა მთავრებმა და სატრაპებმა, რათა დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში დაედოთ ბრალი; მაგრამ ვერავითარი საბაბისა და დანაშაულის პოვნა ვერ შესძლეს, რადგან ერთგული იყო იგი და არავითარი შეცდომა და დანაშაული არ აღმოჩნდა მასში.

4 მეფეთა 22:7
ოღონდ ანგარიშს ნუ მოსთხოვენ მათ, ვისაც ფულს ხელში მისცემენ, რადგან ყოველივეს ერთგულად აკეთებენ ისინი”.

დაბადება 39:6
იოსებს მიანდო მთელი თავისი ქონება, თვითონ კი აღარაფერზე ფიქრობდა ჭამა-სმის გარდა. მშვენიერი იყო იოსები თვალად და ტანად.

ტიტეს 2:9-10
მონები ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს ყველაფერში, მოსაწონნი იყვნენ და არა მოკამათენი, არაფერი მოიპარონ, არამედ გამოიჩინონ სრული ერთგულება, რათა ყოველნაირად შეამკონ ჩვენი მაცხოვარი ღვთის მოძღვრება.

ეფესელთა 6:5
მონებო, შიშითა და ძრწოლით დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, გულწრფელად, როგორც ქრისტეს.

ლუკას 17:10
ასევე თქვენც, ყველაფერს რომ გააკეთებთ, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უსარგებლო მონები ვართ, ვინაიდან ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა”.

კოლოსელთა 3:22
მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, არა მოჩვენებითი სამსახურით, როგორც კაცთმაამებლებმა, არამედ გულწრფელად, როგორც ღვთისმოშიშებმა.

დაბადება 31:40-41
დღისით ხორშაკი მინელებდა, ღამით – ყინვა; ძილი არ მიკარებია ჩემს თვალებს. ეს ოცი წელი შენს სახლში ვიყავი: თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისთვის გემსახურე, ექვსი წელი – შენი ფარისთვის; გასამრჯელო კი ათჯერ შემიცვალე.

2 თესალონიკელთა 3:12-13
ასეთებს ვამცნებთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მშვიდი შრომით ჭამონ პური. თქვენ კი, ძმებო, ნუ მოგწყინდებათ სიკეთის ქმნა.

1 ტიმოთეს 6:1-2
უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა თვლიდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმობოდეს ღვთის სახელი და მოძღვრება. ის კი, ვისაც მორწმუნე ბატონი ჰყავს, ნუ უგულებელჰყოფს მას, აქაოდა ძმა არისო, არამედ უფრო მეტად ემსახუროს, ვინაიდან მორწმუნენი – საყვარელნი და ქველმოქმედნი არიან. ეს ასწავლე და შეაგონე.

მალაქია 1:6
ძე პატივს სცემს მამას, მსახური – თავის ბატონს. თუ მამა ვარ, სად არის ჩემი პატივისცემა? თუ ბატონი ვარ, სად არის ჩემდამი მოშიშება? თქვენ გეუბნებათ ცაბაოთ უფალი, მღვდლებო, ჩემი სახელის მოძულენო; თქვენ კი გიკვირთ: როგორ მოვიძულეთო შენი სახელი?

1 პეტრეს 2:18
მსახურნო, დაემორჩილეთ ბატონებს მთელი მოშიშებით, არა მარტო კეთილებს და შემწყნარებლებს, არამედ უკუღმართთაც.

ეფესელთა 6:6-7
არა თვალის ასახვევად, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, რომლებიც გულით ასრულებენ ღვთის ნებას. გულითადად, როგორც უფლისთვის და არა ადამიანთათვის.

1 ნეშტთა 28:21
და აჰა, მღვდელთა და ლევიანთა დასები ყოველგვარი მსახურებისთვის ღვთის სახლში და ყველა გულმოდგინე, ხელოსნობაში გაწაფული კაცი შენთან არის ყოველ საქმეში; ასევე ყველა მთავარი და მთელი ხალხი, შენს ბრძანებაზეა”.

ტიტეს 2:9
მონები ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს ყველაფერში, მოსაწონნი იყვნენ და არა მოკამათენი,

2 მეფეთა 13:13-17
ჩამოვიდნენ ეს სამნი ოცდაათი მეთაურიდან და მკის დროს მივიდნენ დავითთან ყადულამის მღვიმეში. ხოლო ფილისტიმელთა ჯარი რეფაიმის ველზე ბანაკობდა. მაშინ დავითი გამაგრებულ ადგილას იყო, ხოლო ფილისტიმელების საგუშაგო ბეთლემში იდგა. ინატრა დავითმა და თქვა: „აჰ, ნეტავ ვინმე ბეთლემის ჭის წყალს დამალევინებდეს, კარიბჭესთან რომ არის!” გაარღვია ამ სამმა ძლიერმა კაცმა ფილისტიმელთა ბანაკი, ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და მოუტანეს დავითს, მაგრამ არ ინდომა დავითმა მისი დალევა და უფალს დაუღვარა. თქვა: „შორს იყოს ჩემგან, უფალო, ასეთი საქმის გაკეთება! განა ეს ამ კაცების სისხლი არ არის, თავი რომ ჩაიგდეს საფრთხეში!” არ ინდომა დავითმა წყლის დალევა. აი, ასე მოიქცა ეს სამი ვაჟკაცი.

მათეს 8:9
ვინაიდან მეც ძალაუფლების ქვეშ მყოფი კაცი ვარ და ჩემს ხელქვეით ჯარისკაცები მყვანან. ერთს ვეუბნები წადი-მეთქი და მიდის. სხვას მოდი-მეთქი და მოდის. ჩემს მონას: ეს გააკეთე-მეთქი და აკეთებს”.

იგანი 27:18
ლეღვის მომვლელი მის ნაყოფს შეჭამს, თავისი ბატონის მომვლელი პატივდებული იქნება.

მათეს 25:21
უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.

მათეს 24:46
ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას.

Close
Close