მათეს 16:24:26
მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე. რადგან ვისაც სურს თავისი სამშვინველის გადარჩენა, დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს თავის სამშვინველს, ის მოიპოვებს მას. რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის სამშვინველს კი დაღუპავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სამშვინველის სანაცვლოდ?
იოანეს 19:17
და ჯვარაკიდებული წავიდა იგი თხემის ადგილას, რომელსაც ებრაულად გოლგოთა ჰქვია.
მათეს 27:32
და როდესაც გამოდიოდნენ, პოვეს კვირინელი კაცი, სახელად სიმონი, და აიძულეს წამოეღო მისი ჯვარი.
მარკოზის 15:21
და აიძულეს ერთი გამვლელი, სიმონ კვირინელი, ალექსანდრეს და რუფეს მამა, რომელიც ყანიდან მოდიოდა, წამოეღო მისი ჯვარი.