ჯილდო ღვთის ერისთვის ბიბლიური ციტატები

1 კორინთელთა 3:12-15
და ვინ როგორ აშენებს ამ საძირკველზე – ოქროთი, ვერცხლით, პატიოსანი ქვებით, ძელით, თუ თივით, – თითოეულის საქმე გამომჟღავნდება. დღე გამოაჩენს ამას, რადგან ის ცეცხლით გამოცხადდება და ცეცხლი გამოსცდის, თუ როგორი არის თითოეულის საქმე.   ვისი დაშენებულიც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს.   ხოლო ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს; თვითონ კი გადარჩება, მაგრამ ისე, როგორც ცეცხლიდან.

კოლასელთა 3:23-24
ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ გულით, როგორც ღმერთისათვის და არა კაცთათვის.   იცოდეთ, რომ მიიღებთ უფლისაგან მემკვიდრეობას საზღაურად. ემსახურეთ უფალ ქრისტეს.

გამოსვლა 32:28-29
მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ლევიანები, 3 ათასამდე კაცი გაწყდა იმ დღეს.   და უთხრა მათ მოსემ: „ხელი აივსეთ დღეს უფლისათვის, რადგან თითოეულმა თავის ძეზე და ძმაზე აღმართა ხელი და მოგენიჭებათ დღეს კურთხევა.“

რიცხვნი 14:30
ვერ შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელზეც აღვმართე ხელი, რათა დამემკვიდრებინეთ იქ, გარდა ქალებისა, იეფუნეს ძისა, და იესოსი, ნავეს ძისა.

რიცხვნი 25:10-13
უთხრა უფალმა მოსეს:   „ფინეხასმა, აარონ მღვდლის ძის, ელეაზარის, ძემ, დააცხრო ჩემი რისხვა ისრაელიანებზე, რადგან შური იძია ჩემს გამო მათზე. და არ მოვსპე მე ისრაელიანები ჩემი შურით. ამიტომ უთხარი მას: აჰა, მე ვაძლევ მას მშვიდობის აღთქმას.   ეს იქნება მისთვის და მისი მოდგმისათვის მღვდლობის საუკუნო აღთქმა იმის სანაცვლოდ, რომ შური იძია თავისი ღმერთისათვის და გამოისყიდა ისრაელიანები.“

ესაია 40:10
აჰა, მოვა უფალი ღმერთი, ძლიერია იგი, და იხელმწიფებს მისი მარჯვენა! აჰა, მასთანაა მისი ჯილდო და მისი გარჯის ნაყოფი მის წინაშეა.

ესაია 62:11
აჰა, უფალი იუწყება დედამიწის კიდეებამდე: „უთხარით სიონის ასულს: ‘ჰა, მოდის შენი ხსნა! და მისი საზღაური მასთანაა და მისი მისაგებელი მის წინაშეა.’“

დანიელი 12:3
გონიერნი გაბრწყინდებიან, როგორც ცის კამარის მნათობნი, და მრავალთა სამართლისკენ მომაქცეველნი, როგორც ვარსკვლავები უკუნითი უკუნისამდე.

მარკოზის 9:41
რადგან ვინც ერთ ჭიქა წყალს შეგასმევთ ჩემი სახელით, რაკი ქრისტესნი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება მას თავისი საზღაური.

მათეს 19:29
ყველა, ვინც მიატოვა სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისათვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს.

მარკოზის 10:29-30
თქვა იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, ვინც ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიატოვებს სახლს ან ძმებს, ან დებს, ან მამას, ან დედას, ან ცოლს, ან შვილებს, ან ყანებს,  და ასწილად არ მიიღებს ახლა, ამ ჟამს, სახლებს, ძმებს და დებს, დედებს და შვილებს, და ყანებს ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში – საუკუნო სიცოცხლეს.

მათეს 16:24-26
მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.   რადგან ვისაც სურს თავისი სამშვინველის გადარჩენა, დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს თავის სამშვინველს, ის მოიპოვებს მას.   რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის სამშვინველს კი დაღუპავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სამშვინველის სანაცვლოდ?

მათეს 19:21
უთხრა მას იესომ: „თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი.“

ლუკას 18:28-30
თქვა პეტრემ: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით.“   უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, ვინც ღმერთის სასუფევლისათვის დატოვებს სახლს, ან ცოლს, ან მშობლებს, ან ძმებს, ან შვილებს   და ახლავე არ მიიღებს მრავალგზის მეტს, ხოლო მომავალში – საუკუნო სიცოცხლეს.“

ებრაელთა 11:36-40
სხვებმა დაითმინეს გინება და გვემა, ბორკილები და საპყრობილეები.   მათ ქოლავდნენ, ხერხავდნენ, მახვილით კლავდნენ, ისინი დაეხეტებოდნენ ცხვრისა და თხის ტყავებით, შეჭირვებულნი, შევიწროვებულნი, ტანჯულნი;   ისინი, ვისი ღირსიც არ იყო მთელი ქვეყნიერება, დაძრწოდნენ უდაბნოებსა და მთებში, მიწის მღვიმეებსა და გამოქვაბულებში.   ყველა ამათგანს ჰქონდა მოწმობა რწმენით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული,   რადგან ღმერთმა ჩვენთვის უმჯობესად ჩათვალა, რომ მათ უჩვენოდ არ მიეღწიათ სრულქმნისათვის.

მათეს 16:27
რადგან მოვა კაცის ძე თავისი მამის დიდებით თავის ანგელოზებთან ერთად და მაშინ მიუზღავს თითოეულს მისი ნამოქმედარის მიხედვით.

მათეს 25:31-36
ხოლო როდესაც მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა მისი ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.   და შეიკრიბება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს მათ ერთიმეორისაგან, როგორც მწყემსი არჩევს თხებს ცხვრებისაგან.   და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს – მარცხნივ.   მაშინ ეტყვის მეფე თავის მარჯვნივ მდგომთ: ‘მოდით, ჩემი მამის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სამყაროს დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი.   რადგან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ,   შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.

ლუკას 14:12-14
უთხრა თავის მასპინძელსაც: „როდესაც სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და არ მიიღო სამაგიერო,  არამედ, როცა ლხინს მართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები. და ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ მოგიზღან. მაგრამ შენ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება.“

1 პეტრეს 5:4
და როდესაც გამოჩნდება მწყემსმთავარი, მიიღებთ დიდების უჭკნობ გვირგვინს.

დაბადება 15:1
ამ ამბების შემდეგ უფლის სიტყვა გამოეცხადა ხილვაში აბრამს: „ნუ გეშინია, აბრამ! მე ვარ ფარი შენი! დიდი იქნება შენი საზღაური!“

მეორე რჯული 32:9
რადგან უფლის წილი მისი ხალხია. იაკობი სამემკვიდრო ხვედრია მისი.

გამოცხადება 2:10
ნუ გეშინია ტანჯვისა, რომელიც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი ჩააგდებს ზოგ თქვენგანს საპყრობილეში, რათა გამოიცადოთ. და გექნებათ გასაჭირი ათ დღეს. იყავი სიკვდილამდე ერთგული და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს.

Close
Close