გულისთქმა ბიბლიის მუხლები

მათეს 5:27-29
გსმენიათ, რომ თქმულა: ‘არ იმრუშო.’ მე კი გეუბნებით, რომ ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. თუ გაცდუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან უმჯობესია შენთვის, რომ ერთი ასოთაგანი დაგეღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს.

ფსალმუნები 100:3
თვალწინ არ დავიყენებ არაფერს უკეთურს; დანაშაულებრივი საქმე მოვიძულე, არ მომეკარება.

1 კორინთელთა 6:12-13
ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები.  საჭმელი მუცლისათვის, ხოლო მუცელი საჭმლისათვის. მაგრამ ღმერთი მოსპობს ერთსაც და მეორესაც. სხეული კი არის არა მრუშობისათვის, არამედ უფლისათვის, ხოლო უფალი – სხეულისათვის.

გამოსვლა 20:14
არ იმრუშო.

2 ტიმოთეს 2:22
ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.

გალატელთა 5:16
აჰა, მე ვამბობ: მოიქეცით სულიერად და არ აღასრულებთ ხორცის გულისთქმებს.

1 კორინთელთა 6:18
გაურბოდეთ სიძვას. ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.

1 იოანეს 2:16
რადგან ყოველივე, რაც არის ქვეყნიერებაზე: ხორცის გულისთქმა, თვალის გულისთქმა და ქონებით სიამაყე, მამისაგან კი არ არის, არამედ ქვეყნიერებისგან.

იგავნი 6:25-26
გულში ნუ ჩაგეჭრება მისი მშვენება, და ნუ დაგატყვევებს თავისი წამწამებით, რადგან მეძავის ფასი ნატეხი პურია, სხვისი ცოლი კი მთელი შენი სიცოცხლის მომნადირებელია.

რომაელთა 8:6
რადგან ხორციელი აზროვნება სიკვდილია, ხოლო სულიერი – სიცოცხლე და მშვიდობა.

იაკობის 1:14-16
არამედ ყოველი გამოიცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. შემდეგ კი, გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. მომწიფებული ცოდვა კი შობს სიკვდილს. ნუ შეცდებით, ჩემო საყვარელო ძმებო.

იოანეს 14:15
თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით.

იობი 31:1
აღთქმა დავუდე ჩემს თვალებს, რომ ქალწულს არ შევხედავდი.

რომაელთა 1:21-27
რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლი შესწირეს, არამედ ფუჭი გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და შეიშალნენ, და უხრწნელი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათი გულისთქმებით უწმიდურებას, ისე რომ თავად ბილწავდნენ თავიანთ სხეულებს. მათ ღმერთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოდ. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალთან ურთიერთობის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდომილებისათვის.

რომაელთა 7:5
რადგან, როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მიერ ცოდვის ვნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, სიკვდილის ნაყოფის გამოსაღებად.

1 კორინთელთა 6:9-10ნუთუ არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს? ნუ მოიტყუებთ თავს: ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დადედლებულნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს.

1 პეტრეს 4:3
რადგან საკმარისია, რომ წარსულში მიჰყვებოდით წარმართთა ნებას, როცა ცხოვრებას ატარებდით გარყვნილებაში, გულისთქმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმაში და ურჯულო კერპთაყვანისმცემლობაში.

1 ტიმოთეს 3:3
არ იყოს ლოთი, მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, მშვიდობიანი, არ იყოს ვერცხლის მოყვარე,

1 პეტრეს 2:11
საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა და მწირებს, განეშორეთ ხორციელ გულისთქმებს, რომლებიც სულის წინააღმდეგ იბრძვიან.

ფსალმუნები 118:9-10
რით შეინახოს ყმაწვილმა სიწმინდე თავისი გზისა? დაცვით მისი შენი სიტყვისამებრ! მთელი გულით გეძიებ შენ; ნუ გადამახვევინებ შენს მცნებათაგან!

ფილიპელთა 4:8
დაბოლოს, ძმებო, ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც სამართლიანია, რაც წმიდაა, რაც სათნოა, რაც სასახელოა, რაც სიქველეა და საქებარია, იმაზე იფიქრეთ.

რომაელთა 13:14
არამედ შეიმოსეთ უფალი იესო ქრისტე და ხორცზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით.

Close
Close