მათეს 6:21
ვინაიდან, სადაც შენი საუნჯეა, შენი გულიც იქვე იქნება.
იგავნი 3:5
დაენდე უფალს მთელი შენი გულით და შენს გონებას ნუ დაეყრდნობი.
იგავნი 4:23
ყველაზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან არის სიცოცხლის წყაროები.
იგავნი 23:26
მე მომეცი, შვილო, შენი გული და შენმა თვალებმა დაიცვან ჩემი გზა.
ეზეკიელი 36:26
და მოგცემთ თქვენ ახალ გულს და ახალ სულს ჩავდებ თქვენში, ამოგარიდებთ ქვის გულს თქვენი ხორციდან და მოგცემთ ხორცის გულს.
ფსალმუნები 50:10
სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში.
იერემია 17:10
მე, უფალი, ვიკვლევ გულს და ვცდი თირკმელთ, რათა მივაგო თითოეულს მისი გზისამებრ, მის საქმეთა ნაყოფისამებრ.”
მათეს 5:8
ნეტარ არიან გულით სუფთანი, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ.
ფსალმუნები 111:7
ცუდი ამბისა არ შეეშინდება; მტკიცედ არის მისი გული მინდობილი უფალზე.
ებრაელთა 4:12
ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და განიკითხავს გულის აზრებსა და ყოველგვარ ზრახვებს.
რომაელთა 2:5
ხოლო შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით შენ თვითონვე იხვეჭ რისხვას ღვთის რისხვისა და მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს,
იერემია 17:9
ყველაზე ცბიერია გული, გაუსწორებელია, ვინ შეიცნობს მას?
საქმეები 8:22
მაშ, მოინანიე შენი უკეთურება და შეევედრე უფალს, ვინძლო მოგეტეოს შენი გულისზრახვა,
ფსალმუნები 72:26
ქანცგამოლეულია ჩემი სხეული და გული; ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე.
ფილიპელთა 4:7
და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.
იოანეს 14:27
მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.
ფსალმუნები 36:4
ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს.
იობი 9:4
გულით ბრძენია და ძალით ძლიერი, ვინ გაჯიუტებია მას და გადარჩენილა?
ფსალმუნები 9:1
გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს.
ფსალმუნები 25:2
გამომცადე, უფალო, და შემამოწმე, ბრძმედში გამოატარე შიგნეულობა და გული ჩემი.
ფსალმუნები 33:18
ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან, და სულით მორჩილებს იხსნის.
ფსალმუნები 23:4-5
ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცავს, ის მიიღებს კურთხევას უფლისაგან და წყალობას თავისი მხსნელი ღმერთისაგან.
ფსალმუნები 18:14
დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო.
რომაელთა 1:21
რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული.
იერემია 12:3
და შენ, უფალო, მიცანი მე, მნახე მე და გამოსცადე ჩემი გული, რომელიც შენთანაა, მორეკე ისინი, როგორც დასაკლავი ცხვარი და მოამზადე მოკვლის დღისათვის.
ფსალმუნები 21:2
კაცის ყველა გზა სწორია მის თვალში, ხოლო უფალი სწონის გულებს.
ფსალმუნები 50:17
შესაწირავი ღმერთისა – სული მოდრეკილი. მოდრეკილისა და მორჩილის გული არ დაამცირო, ღმერთო.
იგავნი 16:1
გულის ზრახვები კაცს ეკუთვნის, ენის პასუხი კი უფლისაგან მოდის.
1 ტიმოთეს 1:5
ხოლო მცნების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, წრფელი სინიდისითა და უპირფერო რწმენით,
ფსალმუნები 96:11
შუქი იღვრება მართალთათვის და გულით წრფელთათვის – მხიარულება.
იაკობის 4:8
მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ. დაიბანეთ ხელები, ცოდვილნო, განიწმიდეთ გულები, ორჭოფნო.
ებრაელთა 3:10
ამიტომ განვრისხდი იმ მოდგმაზე და ვთქვი: ‘მუდამ ცდებიან ისინი გულით, ვერ შეიცნეს მათ ჩემი გზა’.
1 თესალონიკელთა 2:4
არამედ, როგორც ღვთისგან გამოვიცადეთ, რომ ჩვენთვის მოენდო სახარება, ისე ვლაპარაკობთ და ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც ცდის ჩვენს გულებს.
1 მეფეთა 16:7
და უთხრა უფალმა სამუელს: „ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე განვაყენე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც სააშკარაოზეა, ხოლო უფალი გულს ხედავს.”
ებრაელთა 10:22
მივუახლოვდეთ მას გულმართლად და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისაგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.
რომაელთა 6:17
ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ, ადრე ცოდვის მონები, შემდგომ გულით დაემორჩილეთ იმ სახის მოძღვრებას, რომელსაც თქვენი თავი გადაეცით.
იგავნი 11:20
უფლის საძულველნი არიან გულმრუდნი, მისი სასურველნი კი – სწორი გზით მავალნი.
2 ტიმოთეს 2:22
ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სიმართლეს, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.
ფსალმუნები 118:10
მთელი გულით გეძიებ შენ; ნუ გადამახვევინებ შენთა მცნებათაგან!
რომაელთა 10:10
ვინაიდან გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად.
საქმეები 28:27
ვინაიდან გასუქდა ამ ხალხის გული, და ყურებით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალებით ვერ ხედავდნენ, ყურებით არ ესმოდეთ, გულით ვერ ხვდებოდნენ, რომ არ განვკურნო ისინი.
საქმეები 16:14
ერთი დედაკაცი, სახელად ლიდია, ქალაქ თიატირადან, ძოწეულით მოვაჭრე, ღვთისმოშიში, ისმენდა. უფალმა გაუხსნა გული პავლეს ნალაპარაკევის მოსასმენად.
იოანეს 12:40
„მან თვალები დაუბრმავა მათ და გული დაუხშო, რათა თვალებით ვერ ეხილათ და გულით ვერ მიმხვდარიყვნენ და არ მოქცეულიყვნენ, რომ განმეკურნა ისინი.”
მარკოზის 16:14
მოგვიანებით ეჩვენა თერთმეტს, ინახით მსხდართ, და უსაყვედურა ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ირწმუნეს მათი, რომლებმაც აღმდგარი იხილეს იგი.
ეკლესიასტე 9:3
აი, რა არის ცუდი ყოველივეში, რაც მზის ქვეშ ხდება, რომ ერთი ხვედრი აქვს ყველას, და ადამიანის ძეთა გულიც სავსეა ბოროტებით, და სისულელეა მათ გულებში მათ სიცოცხლეში. ამის შემდეგ კი მკვდრებისაკენ წავლენ.
იგავნი 28:14
ნეტარია ადამიანი, რომელსაც მუდამ ეშინია, ხოლო გულის გამქვავებელი უბედურებაში ჩავარდება.
ფსალმუნები 124:4
სიკეთე უყავ, უფალო, კეთილებს და გულმართლებს!
ოსია 10:2
ორგულნი არიან, მაგრამ ახლა კი მსჯავრი დაედებათ; შემუსრავს მათ სამსხვერპლოებს, დალეწავს მათ სვეტებს.
საქმეები 8:21
არა გაქვს შენ წილი და ხვედრი სიტყვაში, ვინაიდან შენი გული არ არის წრფელი ღვთის წინაშე.
მარკოზის 7:21
ვინაიდან ადამიანის გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, სიძვანი, ქურდობანი, მკვლელობანი,