იგავნი 15:3
ყველგანაა უფლის თვალები, ხედავს ბოროტთა და კეთილთ.
საქმეები 20:28
მაშ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და თქვენს მთელ სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც დაგაყენათ სულიწმიდამ, რათა მწყემსოთ ღმერთის ეკლესია, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.
ფსალმუნები 140:3
უფალო, გუშაგი დაუყენე ჩემს პირს, დარაჯი – ჩემს ბაგეებს.
ფსალმუნები 120:8
უფალი დაიცავს შენს წასვლას და მოსვლას ახლა და უკუნისამდე.
დაბადება 31:49
და მიცფა, რადგან თქვა: „დაე, თვალყური გვადევნოს უფალმა, როცა ერთმანეთს დავშორდებით.
მეორე რჯული 32:10
უდაბურ მიწაზე იპოვა იგი, სიცარიელესა და უდაბნოს კივილში; გარს შემოერტყა და თვალისჩინივით უფრთხილდებოდა,
იობი 29:2
„ნეტავ ისევ ისე ვიყო, უწინდელ თვეებში რომ ვიყავი, როცა ღმერთი მფარველობდა.
მეორე რჯული 11:12
მიწა, რომელზეც უფალი, შენი ღმერთი ზრუნავს; უფლის, შენი ღმერთის თვალია მასზე, წლის დასაწყისიდან – დასასრულამდე.
ფსალმუნები 33:15
უფლის თვალები მართლებისკენაა მიპყრობილი და მისი ყურები – მათი ღაღადისკენ.
ფსალმუნები 31:8
ამბობს უფალი: დაგარიგებ და გასწავლი გზას, რომლითაც უნდა იარო, თვალს დავიჭერ შენზე.
ფსალმუნები 32:18
აჰა, თვალი უფლისა მის მოშიშებზეა – ვისაც მისი წყალობის იმედი აქვს;
ფსალმუნები 33:20
მის ყოველ ძვალს იცავს იგი, მათგან ერთიც არ შეიმუსრება.
იერემია 1:12
მითხრა უფალმა: „კარგად ხედავ, რადგან ვაჩქარებ ჩემს სიტყვას შესასრულებლად!“