გახსნილი ცა ბიბლიური ციტატები

გამოცხადება 19:11
ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, ერთგულად და ჭეშმარიტად რომ იწოდება, რომელიც სიმართლით განიკითხავს და იბრძვის.

ესაია 45:8
მოაფრქვიეთ, ცანო, მაღლიდან და ღრუბლებმა სიმართლე აწვეთონ, გაიხსნას დედამიწა და ინაყოფიეროს, ხსნა და სამართლიანობა ერთად აღმოცენდეს; მე, უფალი, ვქმნი ამას.

დაბადება 7:11
ნოეს ცხოვრების მეექვსასე წლის მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს ამოსკდნენ დიდი უფსკრულის წყაროები და გაიხსნენ ცის სარკმელნი.

ეზეკიელი 1:1
და იყო, ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს, დევნილთა შორის რომ ვიმყოფებოდი მდინარე ქებარის პირას, გაიხსნა ცა და ღმერთის ხილვები ვიხილე.

გამოცხადება 4:1
ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, ღია კარი ცაში და ხმამ, პირველად საყვირივით რომ შემომესმა, მითხრა: „აქ ამოდი და გაჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ”.

მათეს 3:16
მოინათლა რა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და იხილა მან სული ღმერთისა, მტრედივით ჩამომავალი, მასზე რომ ეშვებოდა.

ლუკას 3:21
როცა ინათლებოდა მთელი ხალხი და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, ზეცა გაიხსნა

იოანეს 1:51
უთხრა მას: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, აღმავალთ და ჩამომავალთ კაცის ძეზე!”

საქმეები 7:56
თქვა: „აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს”.

საქმეები 10:11
დაინახა, გაიხსნა ცა და გადმოეშვა დიდი ტილოს მსგავსი რაღაც ჭურჭელი, ოთხი კიდით დაჭერილი რომ ეშვებოდა დედამიწაზე.

მალაქია 3:10
მოიტანეთ მთელი მეათედი საგანძურში, რომ იყოს საზრდო ჩემს სახლში. აბა გამომცადეთ ამით – ამბობს ცაბაოთ უფალი – თუ არ გაგიხსნათ ცის სარკმელები და არ გადმოგიღვაროთ კურთხევა აუწყველად.

Close
Close