ეფესელთა 2:15
თავისი სხეულით გააუქმა მტრობა – მცნებებისა და დებულებების კანონი – რათა ორისგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში და მშვიდობა დაემყარებინა;
კოლასელთა 2:14
გააუქმა ჩვენ წინააღმდეგ დებულებათა ხელწერილი, აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა.
ებრაელთა 7:18
ადრინდელი მცნება კი გაუქმდა უსუსურობისა და უსარგებლობის გამო,
ებრაელთა 8:13
რაკი თქვა „ახალიო”, ამით დააძველა პირველი, ხოლო რაც ძველდება და ბერდება, ახლოა მოსპობასთან.
ებრაელთა 10:1
რჯული, რომელიც მომავალ სიკეთეთა აჩრდილია და არა ნამდვილი გამოსახულება ამ სიკეთისა, ყოველ წელს მუდმივად შეწირული ერთი და იმავე მსხვერპლით, ვერასოდეს შეძლებს სრულყოს მასთან მისულები.
ებრაელთა 12:27
ეს „კიდევ ერთხელ” ნიშნავს შეძრულის შეცვლას, როგორც შექმნილისას, რათა დარჩეს, რაც შეუძრავია.