იგავები 21:17
სიამეთა მოყვარული გაჭირვებაში იქნება, ღვინისა და ზეთის მოყვარული ვერ გამდიდრდება.
ესაია 22:13
მაგრამ, აჰა, ილხენდით და მხიარულობდით! ხარებს კლავდით და ცხვარს ჟლეტდით, ხორცს ჭამდით და ღვინოს სვამდით: ვჭამოთ და ვსვათ, ხვალ მაინც დავიხოცებითო!
2 ტიმოთეს 3:2
ვინაიდან ადამიანები იქნებიან საკუთარ თავზე შეყვარებულნი, ვერცხლის მოყვარენი, მკვეხარანი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უწმიდურნი,
ეფესელთა 1:5
წინასწარ განსაზღვრა, რომ ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით, თავისი ნების სათნოებისამებრ.
2 ტიმოთეს 3:5
გარეგნულად ღვთისმოსავნი, სინამდვილეში კი ღმერთის ძალის უარმყოფელნი. ასეთებს ერიდე.
ესაია 47:8
ახლა კი ისმინე, ფაქიზო, უსაფრთხოდ მჯდომო, რომ ამბობ შენს გულში: მე ვარ და არავინააო ჩემს გარდა, არ დავქვრივდები და არ ვიგემებო შვილის სიკვდილს!
ლუკას 8:14
ხოლო ეკალში ჩავარდნილნი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ, მაგრამ ცხოვრებისეული საზრუნავი, სიმდიდრის ძიება და განცხრომანი აშთობენ და ვეღარ მწიფდება ნაყოფი.
1 ტიმოთეს 5:6
განცხრომას მიცემული კი ცოცხლად მკვდარია.
ტიტეს 3:3
ვინაიდან ოდესღაც ჩვენც ვიყავით უგუნურნი, ურჩნი, გზააბნეულნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ღვარძლითა და შურით ვცხოვრობდით, საძულველნი ვიყავით და ერთიმეორის მოძულენი.
იაკობის 5:5
განცხრომას ეძლეოდით ამ ქვეყანაზე და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისთვის დაისუქეთ გულები.
2 პეტრეს 2:13
და მიიღებენ უკეთურების საზღაურს, რადგან ნებივრობენ ყოველდღიურ ფუფუნებაში; მანკიერნი და ბილწნი, საკუთარ საცდურში ნადიმობენ თქვენთან ერთად.