1 მეფეთა 17:49-51
ჩაყო ხელი დავითმა გუდაში, ამოიღო იქიდან ქვა, სტყორცნა შურდული და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს. შუბლში ჩაეჭედა ქვა და პირქვე დაემხო ფილისტიმელი. და სძლია დავითმა ფილისტიმელს შურდულითა და ქვით. დაამარცხა და მოკლა იგი. და მახვილი არ სჭერია დავითს ხელში. მიირბინა დავითმა და თავზე დაადგა ფილისტიმელს, აიღო მისი მახვილი, ქარქაშიდან ამოაძრო და მოკლა იგი და მოსჭრა თავი. და როცა დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მკვდარი იყო მათი გმირი, გაიქცნენ.
2 მეფეთა 23:20
ბენაია იეჰოიადაყის ძე, დაუღალავი ვაჟკაცის ძე, კაბცეელელი. მან დაამარცხა ორი ძე მოაბელი არიელისა. ის ჩავიდა ორმოში და მოკლა ლომი თოვლობის დროს.
მსაჯული 14:5-6
და ჩავიდნენ სამსონი, მამამისი და დედამისი თიმნათში, და თიმნათის ზვრებს რომ მიადგნენ, აჰა, ლომის ბოკვერი ბუხუნით მორბის მათკენ. და გადმოვიდა სამსონზე უფლის სული, და მან ისე გახლიჩა ბოკვერი, როგორც კაცმა თიკანი გახლიჩოს, და ხელში არაფერი სჭერია. მამამისისა და დედამისისათვის არ უთქვამს, რა გააკეთა.
1 კორინთელთა 9:24
არ იცით, რომ ასპარეზზე მორბენალნი ყველანი გარბიან, მაგრამ მხოლოდ ერთი იღებს ჯილდოს? მაშ, ირბინეთ ისე, რომ მოიპოვოთ ჯილდო.
ფილიპელთა 3:14
ვილტვი მიზნისაკენ, ღმერთის ზეგარდმო მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში.
2 ტიმოთეს 4:7
ვიღვაწე კეთილი ღვაწლით, გავასრულე ასპარეზი, რწმენა შევინახე.