ოსია 7:10
ისრაელის ამპარტავნება მოწმობს მისსავე წინააღმდეგ, მაინც არ მოექცნენ უფლისკენ, თავიანთი ღმერთისკენ, არ მოძებნეს იგი.
საქმეები 7:51
ქედმაგარნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, ყოველთვის რომ ეწინააღმდეგებით სულიწმიდას, როგორც თქვენი მამები, ისე თქვენც!
იობი 34:33
განა შენი განსჯით უნდა მიუზღავდეს იგი, რადგან შენ მას ეწინააღმდეგები? შენ უნდა აირჩიო და არა მე. მაშ თქვი, რაც იცი.
ესაია 1:4
ჰოი, ცოდვილო ერო, დანაშაულით დამძიმებულო ხალხო, ბოროტმოქმედთა თესლო, გახრწნილების ძენო; მათ მიატოვეს უფალი, შეიძულეს ისრაელის წმიდა, ზურგი აქციეს.
იერემია 9:6
„ვერაგი ხალხის შუაგულში ცხოვრობ და თავიანთი ვერაგობის გამოა, რომ უარი თქვეს ჩემს შეცნობაზე” – ამბობს უფალი.
ოსია 11:5
აღარ გაბრუნდებიან ეგვიპტის ქვეყნისკენ, მაგრამ აშური იქნება მათი მეფე, რადგან არ ინდომეს ჩემთან დაბრუნება.
ესაია 66:4
მეც ავარჩევ მათთვის სასჯელებს და რისიც ეშინიათ, იმას მოვუვლენ, რადგან ვეძახდი და არ იყო პასუხის გამცემი, ვლაპარაკობდი და არავის ესმოდა, ბოროტებას სჩადიოდნენ ჩემს თვალში და რაც არ მახარებდა იმას ირჩევდნენ!
ზაქარია 7:11-12
მაგრამ მათ არ მოისურვეს ყურის დაგდება, ურჩი მხრები აიჩეჩეს და ყურები დაიმძიმეს, რომ არ შეესმინათ. გულები გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, ცაბაოთ უფალმა რომ მოავლინა თავისი სულით წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით; ამიტომ იყო მათზე დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.
4 მეფეთა 17:14-15
არ ისმინეს და ქედი გაიმაგრეს თავიანთი მამებივით, რომლებმაც არ ირწმუნეს უფალი, თავიანთი ღმერთი; უარყვეს მისი წესები და აღთქმა, უფალმა რომ დაუდო მათ მამებს, გაფრთხილებანი, რითაც აფრთხილებდა მათ და მიჰყვებოდნენ ამაოებას, სანამ თავადაც ამაონი არ გახდნენ; ჰბაძავდნენ გარშემო მყოფ ერებს, ვისზედაც უბრძანა უფალმა, რომ არ მოქცეულიყვნენ მათ მსგავსად.
ზაქარია 1:4
თქვენი მამებივით ნუ იქნებით, რომ უცხადებდნენ და ეუბნებოდნენ წინანდელი წინასწარმეტყველები, ასე ამბობსო ცაბაოთ უფალი: დატოვეთ თქვენი ბოროტი გზები და თქვენი ბოროტი საქმეები! მაგრამ არ შეისმინეს და არ გამიგონეს – ამბობს უფალი.
იერემია 7:25-26
ეგვიპტის ქვეყნიდან თქვენი მამების გამოსვლის დღიდან დღემდე გიგზავნიდით ჩემს მსახურებს, წინასწარმეტყველებს; ყოველი დღის განთიადიდანვე ვგზავნიდი მათ. მაგრამ არ მომისმინეს, ყური არ დამიგდეს, ქედი გაიფიცხეს და თავიანთ მამებზე უარესად იქცეოდნენ.
იერემია 11:7-8
რადგან ვაფრთხილებდი თქვენს მამებს ეგვიპტიდან მათი გამოყვანის დღიდან დღემდე, ყოველი დღის განთიადიდანვე ვაფრთხილებდი, ისმინეთ-მეთქი ჩემი ხმა. მაგრამ არ ისმინეს, ყური არ დამიგდეს, თითოეული თავის ბოროტ გულისთქმას აჰყვა. ამიტომ მოვაწევ მათზე ამ აღთქმის ყველა სიტყვას, რომელზეც ვუბრძანე რომ შეესრულებინათ და არ შეასრულეს”.
იერემია 13:10
ეს ბილწი ხალხი, ჩემი სიტყვების გაგონებაც რომ არ უნდა და ჯიუტად დადის სხვა ღმერთების კვალზე, რათა მათ ემსახუროს და ეთაყვანოს, ამ სარტყელივით გახდება, აღარაფრისთვის რომ აღარ გამოდგება.
იერემია 17:23
მაგრამ, არ შეისმინეს, ყური არ დამიგდეს; ქედები გაიფიცხეს, რომ არ მოესმინათ და დარიგება არ მიეღოთ.
იერემია 25:3-4
„იოშია ყამონის ძის, იუდას მეფის მეცამეტე წლიდან დღემდე, უკვე ოცდასამი წელია, რაც უფლის სიტყვა მოვიდა ჩემთან; ისევ და ისევ გელაპარაკებოდით, მაგრამ არ ისმენდით. გიგზავნიდათ უფალი თავის მსახურებსა და წინასწარმეტყველებს, განთიადიდანვე გიგზავნიდათ, მაგრამ თქვენ არ უსმენდით, ყურად არ იღებდით.
იერემია 32:33
ზურგი მომაქციეს და არა სახე; გათენებისთანავე ვასწავლიდი, მაგრამ მაინც არ შეისმინეს, არ მიიღეს დარიგება.
იერემია 44:4-5
გამუდმებით გიგზავნიდით ჩემს მსახურ წინასწარმეტყველებს; გეუბნებოდით: ნუ ჩაიდენთ ამ საზიზღრობას, მე რომ მძულს-მეთქი! მაგრამ არ ისმინეს, ყური არ დამიგდეს, არ მოიქცნენ ბოროტებისგან და არ შეწყვიტეს უცხო ღმერთებისთვის კმევა.
რიცხვნი 14:11
უთხრა უფალმა მოსეს: „როდემდე უნდა მგმოს ამ ხალხმა? როდემდე არ უნდა სჯეროდეს ჩემი და იმ სასწაულებისა, რომლებიც მოვახდინე მათ შორის?