ევთანაზია – ბიბლიური ციტატები

1 კორინთელთა 6:19-20
ანდა ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მყოფი სულიწმიდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით? ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. ამიტომ ადიდეთ ღმერთი თქვენს სხეულებსა და თქვენს სულებში, რომლებიც ღმერთს ეკუთვნის.

ეკლესიასტე 7:17
დიდად ნუ გაბოროტდები და ნურც გაუგუნურდები – დროზე ადრე რად უნდა მოკვდე?

გამოსვლა 20:13
არა კლა.

დაბადება 9:6
ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, მისი სისხლი ადამიანის მიერვე დაიღვრება, რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი.

ეკლესიასტე 8:8
არავის ძალუძს სულის შეკავება, ვერავინ უფლობს სიკვდილის დღეზე, ვერავის დაითხოვენ ბრძოლის ველიდან და უკეთურს ვერ იხსნის მისი უკეთურება.

ებრაელთა 9:27
და როგორც ადამიანებს დადგენილი აქვთ ერთხელ სიკვდილი და შემდეგ გასამართლება,

იობი 1:21
თქვა: „შიშველი გამოვედი დედაჩემის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა და უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი!”

იობი 12:9-10
ვინ არ იცის მათ შორის, რომ ეს ყოველივე ღვთის ხელმა შეჰქმნა? მის ხელთაა ყოველი სულდგმულის სიცოცხლე და ყოველი ძეხორციელის სუნთქვა.

ფსალმუნები 38:4
მაუწყე, უფალო, ჩემი აღსასრული და ჩემი დღეების რაოდენობა, რათა ვიცოდე, რა დღემოკლე ვარ.

მსაჯულნი 9:53-54
ისროლა ერთმა დედაკაცმა წისქვილის ქვის ნატეხი, მოხვდა აბიმელექს თავში და გაუტეხა თავის ქალა. მაშინვე მოუხმო თავის საჭურველთმტვირთველს და უთხრა: „იშიშვლე მახვილი და მომკალი, რათა არა თქვან, დედაკაცმა მოკლაო”. უგმირა მისმა მსახურმა და მოკლა.

Close
Close