რომაელთა 1:18-20
რადგან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარი უღვთოობისა და უსამართლობის გამო, უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას, რადგან ის, რაც შეიძლება ადამიანმა იცოდეს ღმერთის შესახებ, აქვთ მათ, რადგან ღმერთმა გამოუცხადა მათ. რადგან ის, რაც უხილავია მისგან – მისი მარადიული ძალა და ღვთაებრიობა – სამყაროს შექმნიდან მოყოლებული ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, არა აქვთ მათ პატიება.
ფსალმუნები 96:6
ცანი ღაღადებენ მის სიმართლეს, და ყველა ხალხმა იხილა დიდება მისი.
რომაელთა 2:14-15
რადგან, როცა წარმართნი, რომელთაც რჯული არ გააჩნიათ, ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ, თუმცა რჯული არა აქვთ, თავიანთი თავის რჯული არიან. ისინი გამოავლენენ, რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ, – რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები, ხან ბრალს რომ სდებენ ერთმანეთს და ხან ამართლებენ, –
2 ტიმოთეს 3:16-17
მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, აღსაზრდელად სამართლიანობაში. რათა ღვთის ადამიანი იყოს სრული და ყოველი კეთილი საქმისათვის მზადმყოფი.
ლუკას 11:28
ხოლო მან თქვა: „ნეტარ არიან ისინი, ვინც ისმენს და იცავს ღმერთის სიტყვას.“
იაკობის 1:22
იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად.
ფსალმუნები 102:20
ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნო, მისი სიტყვის აღმსრულებელნო, მორჩილნო მისი სიტყვისა!
ფსალმუნები 118:17
კეთილი უყავ შენს მორჩილს, რათა ვიცოცხლო და დავიცვა შენი სიტყვა.
იოანეს 17:6
შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებისგან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, და შენი სიტყვა დაიცვეს მათ.
გამოცხადება 3:8
ვიცი შენი საქმენი. აჰა, შენს წინაშე დავდგი ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს. მცირე ძალა გაქვს, მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი.
მეორე რჯული 11:26-28
აჰა, მე დღეს გთავაზობთ კურთხევას – ან შეჩვენებას: კურთხევას – თუ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებებს, რომელთაც მე გაუწყებთ დღეს, ხოლო შეჩვენებას – თუ არ შეისმენთ უფლის, თქვენი ღმერთის, მცნებებს, და გადაუხვევთ იმ გზიდან, რომელსაც მე გაუწყებთ დღეს, და გაჰყვებით უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობთ.
მსაჯული 2:17
მაგრამ ისრაელიანებმა თავიანთი მსაჯულებისაც არ ისმინეს: უზნეობდნენ უცხო ღმერთების კვალზე – თაყვანს სცემდნენ მათ; მალევე გადაუხვიეს იმ გზას, რომლითაც დადიოდნენ უფლის მცნებათა მორჩილი მათი მამები, ესინი იმათ მსგავსად არ იქცეოდნენ.
2 ნეშტთა 34:29-31
დაგზავნა მეფემ და შეკრიბა მთელი იუდასა და იერუსალიმის უხუცესობა. ავიდა მეფე უფლის სახლში და მასთან მთელი იუდა და იერუსალიმის მკვიდრნი, მღვდლები, ლევიანები, და მთელი ერი დიდიდან პატარამდე. მათ გასაგონად წაიკითხა უფლის სახლში ნაპოვნი აღთქმის წიგნის ყოველი სიტყვა. დადგა მეფე თავის ადგილზე და აღთქმა დადო უფლის წინაშე, რომ გაჰყვებოდა უფალს, დაიცავდა მის მცნებებს, მოწმობებს და წესებს მთელი თავისი გულითა და სულით, ამ წიგნში ჩაწერილი აღთქმის სიტყვების შესასრულებლად.
მარკოზის 3:35
რადგან ის, ვინც ღვთის ნებას შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც.”
ფსალმუნები 142:9
მასწავლე შესრულება შენი ნებისა, რადგან შენა ხარ ჩემი ღმერთი! შენი კეთილი სული წამიძღვეს სიმართლის გზაზე!
იოანეს 15:10
თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში.
იოანეს 13:34
ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.
იოანეს 14:15
თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით.
იოანეს 13:15
რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ.
რომაელთა 15:2-3
ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს მოყვასს სასიკეთო აღშენებისათვის. ვინაიდან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც სწერია: „შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა მე.”
2 კორინთელთა 8:9
რადგან იცით თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი; რომ იგი, მდიდარი, თქვენს გამო გაღატაკდა, რათა თქვენ გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.
ეფესელთა 5:1-2
მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა, იარეთ სიყვარულში ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, საამო კეთილსურნელებად.
ფილიპელთა 2:5
თქვენშიც იგივე აზრები იყოს, რაც ქრისტე იესოში.
კოლოსელთა 3:13
შეიწყნარეთ ერთმანეთი და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადაო აქვს ვინმეს, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, ასევე მიუტევეთ თქვენც.
მათეს 5:22
მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც განურისხდება თავის ძმას, სასჯელის თანამდები იქნება. ვინც თავის ძმას ეტყვის: ‘რაკა,’ სინედრიონის თანამდები იქნება. ხოლო ვინც ეტყვის: სულელო, ცეცხლის გეენას თანამდები იქნება.
იოანეს 1:9
იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ქვეყანაზე მომსვლელ ყოველ ადამიანს.
იოანეს 3:18-19
ვისაც ის სწამს, არ დაისჯება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე დასჯილია, რადგან არ ირწმუნა ღმერთის მხოლოდშობილი ძის სახელი. სასჯელი კი ის არის, რომ ნათელი მოვიდა ქვეყანაზე და ადამიანებმა ნათელზე მეტად შეიყვარეს ბნელი, რადგან ბოროტი იყო მათი საქმეები.
იოანეს 12:48-49
ვინც მე უარმყოფს და არ იწყნარებს ჩემს სიტყვებს, ჰყავს განმსჯელი. სიტყვა, რომელიც წარმოვთქვი, განსჯის მას უკანასკნელ დღეს. რადგან მე ჩემგან კი არ მილაპარაკია, არამედ ჩემმა მომავლინებელმა მამამ მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო.
იოანეს 14:6
ეუბნება მას იესო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემი მეშვეობით.
იოანეს 15:22
მე რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა. ახლა კი არა აქვთ გამართლება თავიანთი ცოდვებისათვის.
რომაელთა 1:26-28
ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოდ. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალთან ურთიერთობის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდომილებისათვის. და რაკი არ ცდილობდნენ შემეცნებაში ჰყოლოდათ ღმერთი, ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას უწესოების საკეთებლად.
ლევიანნი 18:22-23
არ დაწვე მამაკაცთან, როგორც წვებიან ქალთან. ეს საძაგლობაა. არ დაეცე პირუტყვთან, რადგან გაუწმიდურდები მისით. ქალი არ დადგეს პირუტყვის წინ მასთან დასაცემად, ეს სისაძაგლეა.
1 კორინთელთა 5:1
საყოველთაოდ გავრცელდა ხმა, რომ უზნეობაა თქვენს შორის, თანაც ისეთი უზნეობა, რომლის მსგავსი წარმართებშიც კი არ არის, რომ ვიღაცას მამის ცოლი ჰყავს ცოლად.
რომაელთა 13:1-5
ყველა დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. რადგან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებული ხელმწიფებანი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი. ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღმერთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი სასჯელს დაიტეხენ თავზე. რადგან უფროსნი საშიშნი არიან არა კეთილი საქმეებისათვის, არამედ ბოროტთათვის. თუ გსურს, რომ ხელმწიფებისა არ გეშინოდეს, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან. რადგან იგი ღმერთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს. ის ღმერთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე. ამიტომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ არა მარტო რისხვის შიშის გამო, არამედ სინდისის გამოც.
1 პეტრეს 2:13-14
დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ ხელმწიფებას უფლის გულისათვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი ხელისუფალი, თუ განმგებელი, როგორც მის მიერ მოვლინებული ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილისმოქმედთა საქებრად.
1 კორინთელთა 9:7
რომელ ჯარისკაცს უმსახურია ოდესმე საკუთარ ხარჯზე? ვინ რგავს ვაზს და მისი ნაყოფისაგან არა ჭამს? ვინ მწყესავს ფარას და ფარის რძეს პირს არ აკარებს?
გალატელთა 6:7
ნუ მოტყუვდებით: ღმერთი თავს არავის შეარცხვენინებს, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის.
მსგავსი თემები: