ეშმაკის სახეები – ბიბლიური ციტატები

მეორე რჯული 32:17
ეშმაკებს სწირავდნენ მსხვერპლს, და არა თავის ღმერთს, ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ, ახლებს, ახალმოსულთ, ვისიც არ შინებიათ თქვენს მამებს.

1 კორინთელთა 10:20-21
არამედ, რასაც ისინი სწირავენ, ეშმაკს სწირავენ და არა ღმერთს. მე კი არ მინდა, რომ ეშმაკთა ზიარნი იყოთ. არ შეგიძლიათ სვათ უფლის სასმისი და ეშმაკის სასმისი. არ შეგიძლიათ უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკის სუფრასაც.

ფსალმუნები 105:37
შესწირეს თავიანთი ძენი და თავიანთი ასულნი ბოროტ სულებს.

მათეს 8:16
როცა მოსაღამოვდა, მრავალი ეშმაკეული მოიყვანეს მასთან და მან სიტყვით განდევნა სულები და ყველა სნეული განკურნა.

მარკოზის 7:25-26
მყისვე გაიგო მის შესახებ ერთმა ქალმა, რომლის ასული უწმიდური სულით იგვემებოდა, და მივიდა და დაემხო მის ფეხთით. ეს ქალი ბერძენი იყო, წარმოშობით სიროფინიკიელი, და ემუდარებოდა, განედევნა ეშმაკი მისი ასულისაგან.

რომაელთა 8:38
და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერაფერი სხვა მთელს ქმნილებაში ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღმერთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.

იაკობის 2:19
შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია, კარგს შვრები; მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ, და ძრწიან.

გამოცხადება 9:20
დანარჩენმა ადამიანებმა კი, რომლებიც ამ წყლულებით არ დახოცილან, არ მოინანიეს თავიანთი ხელის ნამოქმედარი, არ შეწყვიტეს თაყვანისცემა დემონებისა და ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, ქვისა და ხის კერპებისა, რომელთაც არც ხილვა შეუძლიათ, არც მოსმენა და არც სიარული.

მათეს 10:1
და მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ძალაუფლება უწმიდურ სულებზე, მათ განსადევნად და ყოველგვარი სენისა და ყოველგვარი უძლურების განსაკურნებლად.

საქმეები 8:7
უწმიდური სულები ბევრი შეპყრობილისაგან ხმამაღალი ყვირილით გამოდიოდნენ, მრავალი დამბლადაცემული და ხეიბარი იკურნებოდა.

მათეს 12:43-45
როდესაც უწმიდური სული გამოდის ადამიანისგან, დადის ურწყულ ადგილებში სიმშვიდის საძებნელად და ვერ პოულობს. მაშინ ამბობს: ‘დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი.’ და როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს, მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უფრო ბოროტს და შევლენ და დამკვიდრდებიან იქ. და იმ კაცისათვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ თაობასაც.“

მარკოზის 1:23-27
და უეცრად იყვირა მათ სინაგოგაში მყოფმა, უწმიდური სულით შეპყრობილმა კაცმა: „რა გინდა ჩემგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღმერთის წმიდავ.“ და შერისხა იგი იესომ და უთხრა: „გაჩუმდი და გადი მაგისგან.“ და შეანჯღრია იგი უწმიდურმა სულმა, იყვირა დიდი ხმით და გამოვიდა მისგან. და განცვიფრდნენ ყველანი, და ეკითხებოდნენ ერთმანეთს: „რა არის ეს? ახალი მოძღვრება ხელმწიფებით! უწმიდურ სულებსაც კი უბრძანებს და ისინი ემორჩილებიან მას!“

გამოცხადება 18:2
და დაიძახა ძლიერი ხმით და თქვა: „დაემხო, დაემხო დიდი ბაბილონი, და გახდა ეშმაკთა სამკვიდრო და ყოველი უწმიდური სულის თავშესაფარი, და ყოველი უწმიდური და საძაგელი ფრინველის თავშესაფარი,

საქმეები 16:16
როდესაც სალოცავში მივდიოდით, შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც წინასწარმეტყველების სული ჰქონდა და თავისი მკითხაობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.

მარკოზის 9:17
მიუგო მას ერთმა ამ ხალხიდან: „მოძღვარო, შენთან მოვიყვანე ჩემი ვაჟი, რომელსაც სიმუნჯის სული სჭირს.

1 ტიმოთეს 4:1
ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ ჟამს ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს,

ეფესელთა 6:12
რადგან ჩვენი ბრძოლა არის არა სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამა სოფლის ბნელეთის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.

კოლოსელთა 2:15
განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საყოველთაოდ გამოააშკარავა ისინი და იზეიმა გამარჯვება მათზე, როგორც ტყვეებზე.

გამოცხადება 16:14
ესენი დემონური სულები არიან, რომლებიც ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიდი დღისათვის.

Close
Close