ეშმაკების ბოროტი საქმეები – ბიბლიური ციტატები

1 მეფეთა 16:14-15
და განეშორა საულს უფლის სული და დაუწყო მას წვალება ბოროტმა სულმა უფლისაგან. და უთხრეს მისმა მსახურებმა საულს: „აჰა, ბოროტი სული ღვთისგან გაშფოთებს შენ.

მარკოზის 5:2-5
ნავიდან გადმოსულს მიეჭრა კაცი სამარხებიდან, არაწმიდა სულით შეპყრობილი. მას სამყოფელი სამარხებში ჰქონდა და ჯაჭვებითაც კი არავის შეეძლო მისი შეკვრა. ვინაიდან უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ წყვეტდა ჯაჭვებს, ამსხვრევდა ბორკილებს და არავის შეეძლო მისი დამორჩილება. მუდამ, დღე და ღამ, სამარხებსა და მთებში ღრიალებდა და ეხეთქებოდა ლოდებს.

საქმეები 5:16
ბევრნი მოდიოდნენ იერუსალიმის გარშემო ქალაქებიდანაც, მოჰყავდათ სნეულები და უწმიდური სულებით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ.

3 მეფეთა 22:20-23
და თქვა უფალმა: ‘ვინ გაიტყუებს ახაბს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გალაადის რამოთში?’ ერთი ამას ამბობდა, მეორე – იმას. და გამოვიდა სული და წარუდგა უფალს და თქვა: ‘მე გავიტყუებ.’ ჰკითხა უფალმა: ‘რითი?’ და თქვა: ‘გავალ და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში.’ და თქვა უფალმა: ‘გაიტყუებ და კიდეც გამოგივა; წადი, ასე გააკეთე.’ აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა ახლა უფალმა ბაგეებში ამ შენს წინასწარმეტყველებს, უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე.“

გამოცხადება 16:13-14
და ვიხილე ურჩხულის, მხეცის, და ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოსული სამი უწმიდური სული, როგორც ბაყაყები. ესენი დემონური სულები არიან, რომლებიც ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიდი დღისათვის.

1 ტიმოთეს 4:1-2
ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ ჟამს ზოგიერთები განდგებიან რწმენისაგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს, თვალთმაქცობით ცრუმეტყველთ, რომელთა სინდისიც დადაღულია,

გამოცხადება 9:20
დანარჩენმა ადამიანებმა კი, რომლებიც ამ წყლულებით არ დახოცილან, არ მოინანიეს თავიანთი ხელის ნამოქმედარი, არ შეწყვიტეს თაყვანისცემა დემონებისა და ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, ქვისა და ხის კერპებისა, რომელთაც არც ხილვა შეუძლიათ, არც მოსმენა და არც სიარული.

გამოცხადება 18:2
და დაიძახა ძლიერი ხმით და თქვა: „დაემხო, დაემხო დიდი ბაბილონი, და გახდა ეშმაკთა სამკვიდრო და ყოველი უწმიდური სულის თავშესაფარი, და ყოველი უწმიდური და საძაგელი ფრინველის თავშესაფარი,

Close
Close