ერთქორწინება ბიბლიური ციტატები

დაბადება 2:22-24
გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამისაგან ამოღებული ნეკნისგან დედაკაცი და მიუყვანა იგი ადამს. თქვა ადამმა: „აი, ეს არის ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული. ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას, მიეკრობა თავის დედაკაცს და გახდებიან ისინი ერთხორცად”.

მალაქია 2:15
განა ერთ სხეულად არ გქმნათ უფალმა? სულიც და სხეულიც მას ეკუთვნის; რატომ გქმნათ ერთ სხეულად და რას ითხოვს კაცი? შთამომავლობას ღვთისგან. ამიტომ გაუფრთხილდით თქვენს სულებს და ნუ უღალატებთ სიჭაბუკის ცოლს!

მათეს 19:4-6
ხოლო მან უთხრა პასუხად: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ დასაბამიდან შემოქმედმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი? და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ისე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს!”

ეფესელთა 5:31-33
ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და დედას და მიეწებება თავის ცოლს, და ორივენი ერთ ხორცად იქნებიან. დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტესა და ეკლესიაზე. ჰოდა ყოველ თქვენგანსაც საკუთარი თავივით უყვარდეს ცოლი; ხოლო ცოლს – მოშიშება ჰქონდეს ქმრისა.

ესაია 54:5-8
რადგან შენი შემქმნელია შენი ქმარი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი; ისრაელის წმიდაა შენი გამომსყიდველი, მთელი ქვეყნის ღმერთად იწოდება იგი. რადგან უფალმა მოგიხმო, როგორც ცოლს, მიტოვებულს და სულით მგლოვიარეს, როგორც სიყმაწვილის ცოლს, უარყოფილს! ამბობს შენი ღმერთი. მცირე ხნით მიგატოვე და დიდი თანაგრძნობით შეგკრებ. მრისხანების გზნებაში, ცოტა ხნით დავმალე სახე შენგან, მაგრამ საუკუნო წყალობით შეგიბრალებ!” – ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი.

იერემია 2:2-3
„წადი და გამოაცხადე იერუსალიმის გასაგონად. თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: მახსოვს შენი ყმაწვილური ერთგულება და შენი ნიშნობის სიყვარული, უკან რომ მომყვებოდი უდაბნოში, დაუხნავ-დაუთესელ ქვეყანაში. უფლის წმიდა იყო ისრაელი, პირველნაყოფი მისი მოსავლისა; ყოველი მისი მჭამელი დადანაშაულდება და უბედურება ეწევა!” – ამბობს უფალი.

ოსია 2:16-20
და იქნება იმ დღეს – ამბობს უფალი – დამიძახებ: ’ჩემო ქმარო!’ და აღარ დამიძახებ ‘ჩემო ბაყალო!’ მოვაცილებ ბაყალთა სახელებს მის ბაგეებს და აღარ იქნება ხსენებული მათი სახელები. აღთქმას დავუდებ იმ დღეს მათთვის ველის ცხოველებს, ცის ფრინველებსა და მიწის ქვეწარმავლებს; მოვსპობ ქვეყანაზე მშვილდს, მახვილსა და ომებს და უსაფრთხოდ დაწვებიან. საუკუნოდ დაგნიშნავ ჩემზე, დაგნიშნავ სიმართლეში და სამართალში, მადლსა და წყალობაში. დაგნიშნავ ჩემს ერთგულებაში და შეიცნობ უფალს.

ოსია 3:1
კვლავ მითხრა უფალმა: „ახლა წადი და კვლავ შეიყვარე შენი ცოლი, თუმცა მრუშია იგი, როგორც უფალს უყვარს ისრაელის ძენი, თუმცა უცხო ღმერთებისკენ იყურებიან ისინი და ჩამიჩის კვერები უყვართ”.

მეორე რჯული 14:2
რადგან წმიდა ხალხი ხართ უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის; მან ამოგირჩიათ თავის ხალხად – ყველა ხალხთაგან, დედამიწის პირზე.

იგავნი 5:15-19
სვი წყალი შენი წყალსატევიდან და ნაკადული შენი ჭიდან, რად უნდა იღვრებოდეს შენი წყაროები ქუჩაში და წყლის ნაკადები – მოედნებზე? მხოლოდ შენი იყოს ისინი და არ შეგეზიარონ უცხონი. კურთხეული იყოს შენი წყარო და გაიხარე შენი სიყმაწვილის ცოლით, მოსიყვარულე ფურ-ირმითა და მადლიანი ქურციკით. დაე, მისი მკერდი გარწყულებდეს ყოველთვის და მუდამ გიტაცებდეს მისი სიყვარული!

მალაქია 2:14
კითხულობთ: რის გამოო? იმის გამო, რომ უფალი იყო მოწმე შენსა და შენი სიჭაბუკის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი იყო, ცოლი შენი აღთქმისა.

დაბადება 29:30
შევიდა იაკობი რახელთან, რომელიც ლეაზე მეტად შეუყვარდა და კიდევ შვიდ წელიწადს იმსახურა ლაბანთან.

1 მეფეთა 1:1-8
იყო ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან, ეფრემის მთიდან; ელკანა ერქვა, ეფრათელი იეროხამის ძე, ელიჰუს, თოხუს და ცუფის შთამომავალი. ორი ცოლი ჰყავდა: ერთს ხანა, მეორეს კი ფენინა ერქვა. ფენინას შვილები ჰყავდა, ხანა კი უშვილო იყო. ყოველ წელს დადიოდა ეს კაცი თავისი ქალაქიდან შილოში, ცაბაოთ უფლისთვის თაყვანის საცემად და მსხვერპლის შესაწირად; ყელის ძენი იყვნენ იქ – ხოფნი და ფინხასი, უფლის მღვდელნი. ყოველთვის, როცა მსხვერპლს სწირავდა ელკანა, წილს აძლევდა ფენინას, თავის ცოლს და მის ძეებსა და ასულებს; ხანას კი ორმაგ წილს აძლევდა, რადგან ძალიან უყვარდა იგი, თუმცა საშო დაეხშო მისთვის უფალს. და ამის გამო ხანას მისი მეტოქე ფენინა ამწარებდა და აღიზიანებდა. ასე იქცეოდა ელკანა ყოველ წელიწადს, როცა უფლის სახლში ადიოდა. მაგრამ ფენინა ამწარებდა ხანას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა. და უთხრა ელკანამ, მისმა ქმარმა: „რატომ ტირი და არაფერს ჭამ? გული რატომ გიწუხს? განა ათ ძეს არ გირჩევნივარ?”

მათეს 19:9
მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს”.

მარკოზის 10:11
უთხრა: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს.

ლუკას 16:18
ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს, და, ვინც ქმრის მიერ გაშვებულს შეირთავს, მრუშობს”.

1 კორინთელთა 7:2-4
მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს – თავისი ქმარი. ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმა – ქმარს. ცოლი არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ – ქმარი; ასევე ქმარიც არ უფლობს თავის სხეულზე, არამედ – ცოლი.

1 ტიმოთეს 3:2
მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფრთხილი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი,

1 ტიმოთეს 3:12
დიაკვანიც ერთი ცოლის ქმარი იყოს, შვილებისა და თავისი სახლის კარგი მმართველი.


მსგავსი თემები:

ქორწინების ჩანაფიქრი     მრუშები      ქმრები       გაყრა

Close
Close