გალატელთა 5:14
ვინაიდან მთელ რჯულს ეს ერთი მცნება მოიცავს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.
ლევიანნი 19:18
შური არ იძიო და ბოღმას ნუ ჩაიდებ შენი თვისტომის მიმართ; გიყვარდეს მოყვასი შენი, როგორც თავი შენი. მე ვარ უფალი.
ლევიანნი 19:34
როგორც მკვიდრი თქვენ შორის, ისე იყოს ხიზანი თქვენთან და გიყვარდეთ იგი, როგორც თქვენი თავი, რადგან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტის ქვეყანაში. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
მეორე რჯული 10:19
შეიყვარეთ ხიზანი, ვინაიდან თქვენც ხიზნობდით ეგვიპტის ქვეყანაში.
მათეს 22:39
და მეორე, ამის მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.
მარკოზის 12:31
მეორეა: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამათზე დიდი მცნება არ არსებობს”.
იოანეს 15:12
ესაა ჩემი მცნება – რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.
რომაელთა 13:10
სიყვარული ბოროტს არ უზამს მოყვასს. ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულებაა.
1 თესალონიკელთა 4:9
ხოლო ძმათმოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, ვინაიდან ღვთის მიერ ხართ განსწავლულნი ერთიმეორის სიყვარულში.
ებრაელთა 13:1
დარჩით ძმურ სიყვარულში.
1 პეტრეს 1:22
და რაკი ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით განიწმიდეთ თქვენი სულები – უპირფერო, ძმური სიყვარულისთვის, მტკიცედ და სუფთა გულით გიყვარდეთ ერთმანეთი.
1 პეტრეს 2:17
ყველას პატივი მიაგეთ, გიყვარდეთ საძმო, ღვთისა გეშინოდეთ, მეფეს პატივი ეცით.
1 იოანეს 3:23
ხოლო მისი მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც გვამცნო.
1 იოანეს 4:21
და ასეთი მცნება გვაქვს მისგან, რომ ღვთის მოყვარულს თავისი ძმაც უყვარდეს!
1 იოანეს 4:11
საყვარელნო, თუ ღმერთმა ასე შეგვიყვარა, ჩვენც გვმართებს ერთმანეთის სიყვარული!
მალაქია 2:10
განა ყველას ერთი მამა არა გვყავს? განა ერთმა ღმერთმა არ შეგვქმნა? რატომ ღალატობთ ერთი-მეორეს და ბღალავთ ჩვენი მამების აღთქმას?
1 იოანეს 3:16
იმით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი თავი გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ თავები ძმებისთვის.
იოაენს 13:35
იმით გაიგებს ყველა, რომ ჩემი მოწაფენი ხართ, თუ გეყვარებათ ერთმანეთი”.
1 იოანეს 2:10
ვისაც თავისი ძმა უყვარს, ის სინათლეში რჩება და საცდური არ არის მასში.
1 იოანეს 3:14
ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.
1 იოანეს 4:7
საყვარელნო, გვიყვარდეს ერთმანეთი! რადგან სიყვარული ღვთისგანაა; ხოლო ყოველი, ვისაც უყვარს, ღვთისგან არის შობილი და იცნობს ღმერთს.
იგავნი 10:12
სიძულვილი განხეთქილებას აღვივებს, სიყვარული კი ყველა დანაშაულს ფარავს.
იგავნი 17:9
ვინც წყენას ივიწყებს, ის მეგობრობას განამტკიცებს, ხოლო ვინც წყენას აღრმავებს, მეგობრებს კარგავს.
ეფესელთა 4:2
მთელი თავმდაბლობით, სიმშვიდითა და სულგრძელებით შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულით.
იგავნი 17:17
მეგობარს ყოველთვის უყვარხარ და ძმა გასაჭირისთვის არის შობილი.
გალატელთა 5:13
თქვენ თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ძმებო, ოღონდ ეს თავისუფლება არ უნდა გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
ფილიპელთა 2:30
რადგან ქრისტეს საქმისათვის სიკვდილს მიუახლოვდა და საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე, რათა შეევსო ჩემს მომართ თქვენი სამსახურის დანაკლისი.
ფილიპელთა 4:10
მე კი დიდად გავიხარე უფალში, რომ ბოლოს გააცხოველეთ ჩემზე ზრუნვა. უწინაც ზრუნავდით, მაგრამ ჟამი არ გიწყობდათ ხელს.
1 თესალონიკელთა 1:3
ვიხსენებთ რა ჩვენი ღმერთისა და მამის წინაშე
მათეს 25:36
შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.’
გალატელთ 4:14
და თქვენ არ შეიძულეთ და არც უგულებელყავით ჩემი განსაცდელი სხეულში, არამედ მიმიღეთ, როგორც ღმერთის ანგელოზი, როგორც ქრისტე იესო.
დაბადება 33:4
გამოიქცა ესავი მის შესაგებებლად და გადაეხვია, ყელზე მოეჭდო, გადაკოცნა, და ატირდნენ ორივენი.
საქმეები 20:37
მაშინ დიდი ტირილი იყო მათ შორის, ყელზე ეხვეოდნენ პავლეს და ჰკოცნიდნენ.
1 პეტრეს 5:14
მოიკითხეთ ერთმანეთი სიყვარულის ამბორით. მშვიდობა თქვენ ყველას, ვინც ქრისტეში ხართ. ამინ.