ლუკას 17:1-4
უთხრა თავის მოწაფეებს: „შეუძლებელია, რომ არ მოვიდეს ცდუნებები, მაგრამ ვაი მას, ვისი მეშვეობითაც ისინი მოვა. უმჯობესი იქნებოდა მისთვის წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ, ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი ეცდუნებინა. გაფრთხილდით: თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, უსაყვედურე მას და თუ მოინანიოს, მიუტევე. დღეში შვიდგზის რომ შეგცოდოს და შვიდგზისვე მოიქცეს და გითხრას, ვინანიებო, მიუტევე.“
რომაელთა 14:13
ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ უფრო იმას მივაპყროთ განსჯა, რომ ძმამ ძმა არ დააბრკოლოს და არ აცდუნოს.
1 კორინთელთა 8:13
ამიტომ თუ საჭმელი აცდუნებს ჩემს ძმას, არასოდეს არ შევჭამ ხორცს, რათა არ დავაბრკოლო ჩემი ძმა.
მალაქია 2:8
თქვენ კი გადაუხვიეთ გზიდან და ბევრი დააბრკოლეთ თქვენი სწავლებით და შებღალეთ ლევიანთა აღთქმა, – ამბობს ყოვლისშემძლე უფალი. –
იგავნი 4:16
რადგან არ დაიძინებენ ისინი, ბოროტება თუ არ ჩაიდინეს, და ძილი გაუკრთებათ, თუ ვინმე არ აცდუნეს,
მათეს 5:29
თუ შენი მარჯვენა თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია შენთვის, რომ შენს ასოთაგან ერთი დაიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს.
მათეს 5:30
თუ შენი მარჯვენა ხელი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი და გადააგდე, რადგან უმჯობესია შენთვის, რომ შენს ასოთაგან ერთი დაიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული გეენაში ჩავარდეს.
მათეს 16:23
ის კი მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: „გამშორდი, სატანავ! შენ ჩემი საცდური ხარ, რადგან ღმერთისაზე კი არ ფიქრობ, არამედ კაცისაზე.“
მათეს 18:6
ხოლო ვინც ერთს ამ მცირეთაგანს, რომელსაც ჩემი სწამს, აცდუნებს, მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ.
ლუკას 17:2
უმჯობესი იქნებოდა მისთვის წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ, ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი ეცდუნებინა.
რომაელთა 14:20-21
საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღმერთის საქმეებს. ყოველივე წმიდაა, მაგრამ ბოროტია იმისათვის, ვინც დაბრკოლებით ჭამს.