ერთგულება ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 1:9
ერთგულია ღმერთი, რომელმაც მოგიწოდათ მის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან მოზიარეობისათვის.

1 თესალონიკელთა 5:24
ერთგულია, ვინც მოგიწოდათ, რომელიც აღასრულებს კიდეც ამას.

მეორე რჯული 7:9
იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ღმერთი ერთგული, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას თავის მოყვარულთათვის და თავის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე,

გოდება იერემიასი 3:23
განახლდება ყოველ დილით, დიდია შენი ერთგულება.

ლუკას 16:10-12
მცირედში ერთგული დიდშიც ერთგულია; და მცირედში უმართლო, დიდშიც უმართლოა. ჰოდა, თუ უმართლო მამონაში არ იქნებით ერთგულნი, ჭეშმარიტს ვინ მოგანდობთ? და თუ სხვისაში არ იქნებით ერთგულნი, თქვენსას ვინ მოგცემთ?

ოსია 12:6
შენ კი, შენს ღმერთს დაუბრუნდი, წყალობასა და სამართალზე იფხიზლე და ყოველთვის შენს ღმერთს დაელოდე.

3 მეფეთა 2:3-4
დაიცავი უფლის, შენი ღმერთის მცნებანი, რათა მის გზებზე დადიოდე, იცავდე მის დადგენილებებს, მცნებებსა და მოწმობებს, როგორც მოსეს რჯულში სწერია; რათა წარმატებას მიაღწიო ყოველივეში, რასაც გააკეთებ და რასაც განიზრახავ; რათა აღასრულოს უფალმა ყველა სიტყვა, რომელიც აღმითქვა: თუ დაიცავენ შენი ძენი ჩემს გზებს, რომ იარონ ჩემ წინაშე ჭეშმარიტებით, მთელი გულითა და გონებით, მაშინ არ ამოგეძირკვებაო შთამომავალი ისრაელის ტახტზე!

რიცხვნი 23:19
ღმერთი კაცი როდია, რომ იცრუოს, და არც ადამიანის შვილია, რომ გადათქვას. იტყვის და არ გააკეთებს? ილაპარაკებს და არ აღასრულებს?

2 ტიმოთეს 2:13
თუ ჩვენ არ ვერწმუნებით, ის მაინც სარწმუნოდ რჩება, ვინაიდან არ ძალუძს საკუთარი თავის უარყოფა.

ებრაელთა 10:23
მტკიცედ მივყვეთ იმედის აღიარებას, ვინაიდან აღმთქმელი ერთგულია;

1 კორინთელთა 4:17
ამისთვის გამოვგზავნე თქვენთან ტიმოთე, ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში, რომელიც გაგახსენებთ ჩემს გზებს ქრისტე იესოში, როგორც ვასწავლი ყველგან, ყველა ეკლესიაში.

ებრაელთა 2:17
ამიტომ ყველაფერში ძმებს უნდა დამსგავსებოდა, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვების მისატევებლად.

2 თესალონიკელთა 3:3
მაგრამ სარწმუნოა უფალი, რომელიც განგამტკიცებთ და დაგიცავთ ბოროტისგან.

მათეს 25:21-23
უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში. მივიდა ორი ტალანტის მიმღები და უთხრა: ბატონო, ორი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ორი ტალანტიც მოვიგე. უთხრა მას ბატონმა: კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ; შედი შენი ბატონის სიხარულში.

საქმეები 6:1-3
იმ დღეებში, მოწაფეები რომ მომრავლდნენ, გაბერძნებულთა შორის დრტვინვა დაიწყო ებრაელობის წინააღმდეგ, რადგან უგულებელყოფილი იყო მათი ქვრივების ყოველდღიური მომსახურება. მაშინ, მოიწვია თორმეტმა მრავალი მოწაფე და უთხრა: „არ შეგვფერის ღმერთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება. ამიტომ, ძმებო, ამოირჩიეთ თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით სავსე კაცი, და ისინი დავადგინოთ ამ საქმეზე.

ებრაელთა 13:8
იესო ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა.

გალატელთა 5:22-23
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება, სიმშვიდე, თავშეკავება – ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.

1 იოანეს 1:9
თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.

იოანეს 14:15
თუ მე გიყვარვართ, დაიცავთ ჩემს მცნებებს.

ლუკას 12:42-44
უთხრა უფალმა: „ვინ არის ერთგული და გონიერი სახლმართველი, რომელსაც თავის მსახურებზე დააყენებს ბატონი, დროულად რომ მისცეს მათ ულუფა? ნეტარია ის მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამის მოქმედს ჰპოვებს მას. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის ქონებაზე დააყენებს მას.

1 კორინთელთა 10:13
არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა; ხოლო, ერთგულია ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელთან ერთად გამოსავალსაც გაგიჩენთ, რომ გადატანა შეიძლოთ.

გალატელთა 3:9
ამიტომ ისინი, ვინც რწმენისგან არიან, ერთგულ აბრაჰამთან ერთად იკურთხებიან.

ებრაელთა 3:5
მოსეც ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახურს შეეფერება, იმის დასამოწმებლად, რაც უნდა თქმულიყო;

რიცხვნი 12:7
მაგრამ ასეთი არ არის ჩემი მსახური მოსე; მთელ ჩემს სახლში ის არის ერთგული.

1 კორინთელთა 4:2
მნეთაგან კი მოითხოვენ, რომ ერთგული იყოს.

იგავნი 13:17
უკეთური მაცნე ჭირში ვარდება, ერთგულ დესპანს კი კურნება მოაქვს.

იგავნი 28:20
ერთგულ კაცს უამრავი კურთხევა ექნება, ხოლო ვინც გამდიდრებას ესწრაფვის, დაუსჯელი არ დარჩება.

1 მეფეთა 26:22
უფალი მიუზღავს ყველას მისი სიმართლისა და ერთგულების წილ. დღეს ჩამიგდო შენი თავი ხელში უფალმა, მაგრამ არ ვინდომე უფლის ცხებულზე ხელის აღმართვა.

Close
Close