1 პეტრეს 3:13
ვინ გიბოროტებთ, თუ კეთილის მოშურნე იქნებით?
ეფესელთა 6:7
და გულმოდგინებით ემსახურებიან უფალს და არა ადამიანებს.
რომაელთა 12:11
იბეჯითეთ და ნუ დაიღლებით, სულით აღეგზნეთ, ემსახურეთ უფალს.
ფილიპელთა 1:18
მერედა რა? როგორც არ უნდა იქადაგონ ქრისტე – რაღაც მიზეზით თუ გულწრფელად, მე ასეც მიხარია და კვლავაც გავიხარებ.
ტიტეს 2:14
რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისაგან და განეწმიდა თავისთვის საკუთარი ხალხი, კეთილი საქმეების მოშურნე.
2 კორინთელთა 9:2
რადგან ვიცი თქვენი გულმოდგინება და ვიქადი თქვენით მაკედონელთა წინაშე, რომ აქაია მომზადებულია შარშანდლიდან და მრავალი წაახალისა თქვენმა მოშურნეობამ.
გალატელთა 2:10
ოღონდ შევთანხმდით, რომ უნდა გვხსომებოდა ღატაკები და მეც ამის კეთების მოშურნე ვიყავი.
1 კორინთელთა 14:12
ასევე თქვენც, რაკი იღწვით სულიერი ნიჭებისათვის, ეცადეთ გამდიდრდეთ ეკლესიის აღსაშენებლად.
1 კორინთელთა 14:39
მაშ, ასე, ძმებო, ეშურეთ, რომ იწინასწარმეტყველოთ, მაგრამ ნუ აკრძალავთ ენებით ლაპარაკს.
2 კორინთელთა 8:16-17
ხოლო მადლი ღმერთს, რომელმაც ასეთი სიბეჯითე ჩაუდო თქვენს მიმართ ტიტეს გულში. რადგან თუმცა ეს ჩვენი თხოვნა იყო, ის მომეტებული სიბეჯითით და საკუთარი სურვილით წამოვიდა თქვენთან.
1 პეტრეს 5:2
მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღმერთის სამწყსო არა იძულებით, არამედ ღმერთის ნებით, არა სამარცხვინო ანგარებისათვის, არამედ გულმოდგინებით.
კოლოსელთა 3:23
ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ გულით, როგორც ღმერთისათვის და არა კაცთათვის.
2 ტიმოთეს 2:15
ეცადე თავი ღირსეულად წარუდგინო ღმერთს, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად.
გალატელთა 4:18
კარგია სასიკეთოდ მოშურნეობა ყოველთვის და არა მხოლოდ თქვენთან ჩემი ყოფნისას.
რომაელთა 12:1
ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღმერთის წყალობით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღმერთის სასურველ მსხვერპლად! ეს იქნება თქვენი სულიერი მსახურება.
ანგია 1:14
გააღვიძა უფალმა იუდეის განმგებლის, ზერუბაბელ შეალთიელის ძის სული, მღვდელმთავარ იესო იეჰოცადაკის ძის სული და მთელი დანარჩენი ხალხის სული და მივიდნენ და დაიწყეს ცაბაოთ უფლის, მათი ღვთის, სახლის სამუშაოები.
იგავნი 31:10-19
ვინ იპოვის გამრჯე ცოლს? ობოლ მარგალიტზე ძვირია მისი ფასი. ენდობა მას მისი ქმრის გული და არ მოაკლდება შემოსავალი. ის მთელი სიცოცხლე სიკეთეს მიაგებს ქმარს და არა ვნებას. მატყლს და სელს მოიპოვებს და ბეჯითად მუშაობს საკუთარი ხელით. სავაჭრო ხომალდივით არის იგი – შორიდან ეზიდება საზრდოს. გათენებამდე დგება და საკვებს უმზადებს ოჯახს და საქმეს უნაწილებს მხევალთ. შეარჩევს მიწას და შეიძენს, თავისი ხელით აშენებს ვენახს. ძალას შემოირტყამს წელზე და მკლავს გაიმაგრებს. ხედავს თავისი შრომის ნაყოფს და ღამით არ ქრება მისი სანთელი. ჯარას აბრუნებს და თითისტარს ატრიალებს.